ზურაბ ჟვანია: კონკრეტული ადამიანების ინტერესების გამო ვერ ვიღებ მონაწილეობას მსოფლიო ჩემპიონატზე

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ინგლისური "უოსპსის" მორაგბე ზურაბ ჟვანია Facebook-ზე სპეციალურ განცხადებას აქვეყნებს.

მისი თქმით, ის კონკრეტული ადამიანების პირადი ინტერესების გამო მსოფლიო ჩემპიონატზე მონაწილეობას ვერ მიიღებს.

სავარაუდოდ, ის მსოფლიო ჩემპიონატზე წამსვლელ "ბორჯღალოსანთა" 46-კაციან სიაში არ იმყოფება, რომელიც ხვალ, 27 ივნისს უნდა გამოქვეყნდეს.

"მივმართავ ყველა გულშემატკივარს, მადლობა ყველაფრისთვის, მადლობა დაფასებისთვის, გულშემატკივრობისთვის...

სამწუხაროა, რომ წელს საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ვერ დავეხმარები, მინდა იცოდეთ, რომ ეს ჩემი პირადი სურვილის გამო არ მომხდარა! ისევ თქვენი და საქართველოს გულისთვის მინდოდა მეთამაშა, განსაკუთრებით, რუსეთის წინააღმდეგ!

მაგრამ მოხდა
შემდეგი: კონკრეტული ადამიანების პირადი ინტერესების გამო ვერ ვიღებ მონაწილეობას მსოფლიო ჩემპიონატზე. ცუდია, რომ სარაგბო სამყაროში ვიღაცის ინტერესები გადამწყვეტია, მაგრამ იცოდეთ, მე აუცილებლად გაგახარებთ!

ჩემს ქვეყანაში თუ ამის უფლებას არ მაძლევენ, იძულებული ვიქნები, სხვა ქვეყნიდან გავაკეთო ეს. მინდა წარმატება ვუსურვო ჩემს მეგობრებს, საქართველოს ნაკრებს. მადლობა ყველა თქვენგანს ყურადღებისთვის.

დასმულ კითხვებს წინასწარ ვცემ პასუხებს. ვისაც ენდომება ამ თემაზე საუბარი, ყველასთვის გახსნილი იქნება, რადგან არ ვარ პირველი, მაგრამ მინდა ვიყო უკანასკნელი, ვისაც უსამართლობა შეემთხვა და მომავალში სხვაც არ აღმოჩნდეს ჩემს სიტუაციაში.

საქართველოში ჩამოვედი საქართველოსთვის და თქვენთვის, ჩემი გულშემატკივრებისთვის, მაგრამ მინდა ვისაუბრო ამ საკითხზე და ისე დავბრუნდე უკან ღირსეულად. მინდა საქართველო და თქვენ კიდევ ბევრჯერ გაგახაროთ!", - წერს ჟვანია.

27 წლის მოთამაშეს საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში 40 შეხვედრა აქვს გამართული.

Sportall.Ge

Sportall.ge რაგბის კავშირისგან კომენტარის მოპოვებას ცდილობს, რომელსაც უახლოეს მომავალში შემოგთავაზებთ.

altrugbypass.com: იოანე იაშაღაშვილს შეუძლია მამუკა გორგოძის მემკვიდრე გახდეს და "ლელოელებს" წინ გაუძღვეს

altრუსეთის მორაგბეთა ნაკრები შესაძლოა, თბილისში აღარ ჩამოვიდეს

მკითხველის კომენტარები / 41 /
რა ხდება, იქნებ გაგვაგებინონ?!
მერაბი
26 ივნისი 2019 16:37
0
ნამდვილად არ არის მისი ადგილი ნაკრებში და ცუდათ მიედმოედება, პროვოცირობს უნიჭოდ.
ლელო
26 ივნისი 2019 16:35
36
მინიმუმ თადარიგში უნდა იყოს მაინც ასეთი მორაგბე, თამაშის სტილის შეცვლა, რომ მოგინდეს და პირველი ხაზით შეტევა გჭირდებოდეს ვიღაცამ, ხომ უნდა შეძლოს? გაქანებულ შეტევაში მოწინააღმდეგე თუ არ ჯარიმდება და კარგად იცავს თავს შერკინებას ხომ არ მოითხოვ, დამინიშნეთ სხვაგვარად ვერ ვუტევო?
gizo
26 ივნისი 2019 18:09
0
Da rato ar ari? Iqneb ganmartot? Sportuli tvalsazrisit tu rame sxvas gulisxmobt?
Zuka
26 ივნისი 2019 16:51
0
მოიცა კაცო, აქაც ხდება ეგეთები?... აი რაგბის ოჯახში მართლა არ მეგონა მსგავსი სიბინძურეები თუ ხდებოდა, ძალიან სამწუხაროა...
Irakli Apkhaidze
26 ივნისი 2019 16:34
1
ერთი რაგბი იყო დარჩენილი და აქაც დაიწყო((((((((((((((
llcl
26 ივნისი 2019 16:33
3
აი რა სტატია ეხლა ეს ან მოტამაშეს დაუკავშირდით და კითხეთ ვინ არის, ვინც არა სპორტული პრინციპებით ექცევა ან რაგბის კავშირს კითხეთ, რანაირად წერტ რა სტატიებია.
მკითხველი
26 ივნისი 2019 16:32
2
100%-ით გეთანმებით,ალბათ დასაზუსტებელია ზურასთანაც და მწვრთნელი არის თუ რაგბის კავშირის თავმჯდომარე იმათთანაც,გაუგებრობის, ჭორებისა და განხეთქილების ასაცილებლად,რაგბის ოჯახი მაინც სხვანაირია და ზურას ნუ ეწყინება, მაგრამ ან საერთოდ გაჩუმებულიყო ან კიდევ სათქმელი ბოლომდე უნდა ეთქვა!
tazo
26 ივნისი 2019 17:13
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული