გოჩა სვანიძე: საქართველოს ნაკრების რუსეთის სანაცვლო მეტოქის ვინაობა ამ დღეებში გაირკვევა

AutoSharing Option
დღეს, 19 ივლისს, რუსეთის რაგბის ფედერაციამ გამოაქვეყნა განცხადება იმის შესახებ, რომ რუსეთის ნაკრები საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ გასამართ თიბისის რაგბის სერიების ტესტ-მატჩში, რომელიც 27 აგვისტოს უნდა გამართულიყო, მონაწილეობას არ მიიღებს. აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტმა, გოჩა სვანიძემ გააკეთა შემდეგი განცხადება:

"სამწუხაროდ, რუსეთის ნაკრები მატჩის ჩასატარებლად აღარ ჩამოვა, ეს გადაწყვეტილება მიიღო რუსეთის რაგბის ფედერაციამ, მიზეზად დაასახელეს თბილისში მიმდინარე მოვლენები და მოსალოდნელი პროვოკაციების რისკი.

ეს უნდა მივიღოთ როგორც ფაქტი და ჩვენ უკვე ვეძებთ საქართველოს ნაკრებისთვის სანაცვლო მეტოქეს იმისათვის, რომ 27 აგვისტოს შედგეს
თამაში. საქართველოში ამ დონის მატჩები ტარდებოდა, ტარდება და ჩატარდება უსაფრთხო, სპორტულ და საზაეიმო ვითარებაში.

ამის გარანტი საქართველოს მთავრობაა, რაშიც საქართველოს რაგბის კავშირი ყოველოთვის გვერდით უდგას მას თავისი კომპეტენციის ფარგლებში. გულშემატკივრებს, ვინც უკვე შეიძინა საქართველო რუსეთის მატჩის ბილეთები, შეუძლიათ მათი სურვილის მიხედვით ან დაესწრონ სანაცვლო მატჩს, ან თუ ამის სურვილი არ ექნებათ, დაუბრუნდებათ ბილეთის საფასური.

საქართველოს ეროვნული ნაკრების სანაცვლო მეტოქის ვინაობა უახლოეს დღეებში გაირკვევა".

მკითხველის კომენტარები / 2 /
თავიდანვე არ იყო ეგ კარგი არჩევანი.ერთადერთი რუსების საგინებლად მოსულ გულშემატკივარს ვნახავდით
:))))
09:36 20-07-2019
2
espaneti moviwviot an portugalia
leooo
17:14 20-07-2019
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული