თბილისში 31 აგვისტოს, "დინამო არენაზე", შოტლანდიის ეროვნული ნაკრებთან ისტორიულ ტესტამდე ოთხი დღით ადრე, ჩვენს დედაქალაქს სამხრეთაფრიკული ფრანჩაიზი "საუზერნ კინგსი" ეწვევა და "ბორჯღალოსნებთან" მატჩს გამართავს.

2019 წლის მსოფლიო თასისთვის მზადების დასკვნით ეტაპზე მილტონ ჰეიგის შეგირდებს სამი ტესტ-მატჩი უნდა გაემართათ.

შოტლანდიასთან შინ და გასვლაზე გასამართ შეხვედრებამდე (31 აგვისტოს თბილისში და 6 სექტემბერს ედინბურგში, "მარიფილდზე") საქართველოს რუსეთის ნაკრებთან უნდა ეთამაშა, მაგრამ უპასუხისმგებლო მეტოქემ "მსოფლიო რაგბის" მიერ დანიშნული შეხვედრა აბსურდული მიზეზით გააუქმა და "ბორჯღალოსნების" გაწერილი მზადების პროცესი საფრთხის წინაშე დააყენა.

რაგბის კავშირმა ალტერნატიული მეტოქის ძიება დაიწყო და სხვადასხვა ვარიანტიდან გინეს პრო 14-ის სამხრეთაფრიკული გუნდი, "საუზერნ კინგსი" შეარჩია, რომელსაც "ბორჯღალოსნები" 27 აგვისტოს "მიხეილ მესხზე", 19:15 საათზე ეთამაშება.

"მას შემდეგ, რაც რუსეთმა "მსოფლიო რაგბის" მიერ დიდი ხნის წინ დაგეგმილი შეხვედრა აბსურდული მიზეზით ჩაგვიშალა, ყველა შესაძლო ვარიანტის განხილვა დავიწყეთ, მათ შორის, უპირველესად ნაკრებების, მაგრამ იმ გუნდებს, რომლებიც მსოფლიო თასისთვის ემზადებიან, გრაფიკი დიდი ხნის გაწერილი ჰქონდათ, ხოლო რუმინეთი, ესპანეთი, პორტუგალია და სხვა ნაკრებები სასურველ ფორმაში არ იქნებოდნენ. სწორედ ამიტომ კლუბებზე გადავერთეთ და ამ პროცესში აქტიურად ჩაერთვნენ ჩვენი ლეგიონერები.

ფრანგული კლუბებისგან მივიღეთ პასუხი, რომ ამ პერიოდში ჩემპიონატი ეწყებოდათ და ვერ ჩამოვიდოდნენ, ხოლო გლაზგოელებმა გვითხრეს, რომ ჯერ სასურველ ფორმაში არ იქნებოდნენ.

ვარიანტებად დაგვრჩა "ძებრე" და "საუზერნ კინგსი", რომელთაგან მეორე პირველივე ჯერზე დაგვთანხმდა. შევათანხმეთ ტექნიკური დეტალები და მინდა გულშემატკივარს ვახარო, რომ 27 აგვისტოს სწრაფი, განსხვავებული სტილით მოთამაშე, მაღალი სარაგბო უნარების მქონე გუნდს თბილისში იხილავს და "ბორჯღალოსნების" მომზადების დონესაც შეამოწმებს" - განაცხადა რაგბის კავშირის პრეზიდენტმა გოჩა სვანიძემ.

ქომაგს, რომელსაც საქართველო-რუსეთის მატჩის ბილეთები უკვე შეძენილი აქვს, მისი მეშვეობით "საუზერნ კინგსთან" მატჩზე დასწრება შეეძლება, ხოლო ვისაც ბილეთი ჯერ არ შეუძენია, ამის შესაძლებლობა ექნება აქ www.TKT.ge/Rugby

მეტოქის შესახებ
"საუზერნ კინგსი" 2009 წელს პორტ ელიზაბეტში დაარსდა და კლუბის ხელმძღვანელობამ პირველივე დღიდან მიზნად ზე-რაგბიში ჩართვა დაისახა. გუნდმა თავისი სადებიუტო შეხვედრა სამხრეთ აფრიკაში ტურნეზე მყოფ "ბრიტანელი და ირლანდიელი ლომების" წინააღმდეგ გამართა და 8:20 დამარცხდა.

მომდევნო 4 წლის განმავლობაში სამხრეთაფრიკელები ამხანაგური მატჩებით გამოცდილებას აგროვებდნენ, 2013 წლიდან კი სანუკვარი ოცნება ახდა და "საუზერნ კინგსი" ზე-რაგბიში ჩაერთო. "მეფეებმა" პირველ სეზონში სამი თამაში მოიგეს და ერთი ფრედ დაასრულეს, მაგრამ დივიზიონში ბოლო ადგილზე გავიდნენ, მერე პლეი-ოფში "ლაიონსთან" ორი მატჩის ჯამში 42:44 დამარცხდნენ და მომდევნო ორი სეზონი ზე-რაგბიში აღარ უთამაშიათ.

სამხრეთ ნახევარსფეროს უძლიერეს საკლუბო ტურნირში "საუზერნ კინგსი" 2016 წელს დაბრუნდა და იქ ორი სეზონი გაატარა. 2017 წელს გუნდმა 6 თამაში მოიგო და 18 გუნდს შორის მე-11 ადგილი დაიკავა. მან ორ სამხრეთაფრიკულ ფრანჩაიზს - "ჩითასსა" და "ბულსს" გაასწრო, თუმცა ზე-რაგბისთან დამშვიდობება მაინც მოუწია და 2017 წლიდან ყოფილ კელტების ლიგას, პრო 12-ს "ჩითასთან" ერთად შეუერთდა, რის შემდეგაც ტურნირი პრო 14-ად გადაკეთდა.

გუნდის საშინაო არენა "ნელსონ მანდელა ბეი" 48 459 მაყურებელს იტევს. "საუზერნ კინგსმა" პრო 14-ის განვლილ ორ სეზონში სულ სამი მატჩი მოიგო და ერთი ფრედ დაასრულა. სამხრეთაფრიკული ფრანჩაიზი შედეგების გამოსწორებას მომავალ სეზონში გეგმავს, მისთვის მოსამზადებლად კი საქართველოს ეწვევა და "ბორჯღალოსნებს" შოტლანდიასთან გასამართ ორმატჩიანი სერიისთვის და რაც მთავარია, 2019 წლის მსოფლიო თასისთვის მომზადებაში დაეხმარება.

მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით

სპორტ ფაზა
რუსეთთან არაფრის მომტან თამაშს ჯობია მილიარდჯერ!!! ტესტებში მაქსიმალურად უნდა დავხვეწოთ მოლით მიწოლა...რაშიც ამბოლოდროს მოვიკოჭლებთ... ყველას გირჩევთ ორი დღის წინ იაპონია-ფიჯის თამაშის ნახვას!!! იაპონია ასეთი თამაშით ფინალშია და ფიჯისთან ჩვენი შანსებზე რავიცი...
სოსო
იქნებიან სათანადო ფორმაში?ისედაც ცოტა უფრო ძლიერი გვერჩია,მაგრამ სხვა გზაც აღარ არის.რუსეთის ფედერაციის უპასუხისმგებლობაზე კი,საუბარი არასწორი მგონია.ყველამ შესანიშნავად ვიცით,რომ უარის თქმა მათი სურვილით არ მომხდარა და ვერც პუტინის მოთხოვნაზე იტყოდნენ უარს

რუსეთს ათასჯერ ჯობია კინგზი! გაშლილ რაგბის ვიხილავთ, მაგარია.

რაც არ უნდა იყოს, კარგი ვარიანტია. გასახურებლად კარგი მეტოქეა. ლიდერი არ არის პრო14-ის, მაგრამ კარგ სპარინგად გამოდგება
შეტევა
რუსეთთან თამაში ჩვენთვის არაფრის მომტანი არ იყო (განსაკუთრებით ბოლო წლებში). ცოტა ხნით გულში მჯიღს დავიბრახუნებდით და მორჩა. ჯობს მინიმუმ ჩვენი დონის გუნდებს მივეძალოთ.
Irakli
ძლიერი გუნდი ყოფილა, ვერაფერს იტყვი
შოთა
რუსებთან თამაშს ნამდვილად სჯობს. არვიცი მაგრამ, უკეთესი გუნდი იქნება წესით...
"ბორჯღალოსნები" | ბრონკანმა ნოემბრისთვის გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა
საქართველო, პორტუგალია, რუმინეთი და ესპანეთი ოთხი ერის ალიანსს აფუძნებენ
პიერ-ანრი ბრონკანი: გვჭირდება მკაფიო გზა და ბევრი მუშაობა
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
როტენი: კატასტროფაა - "კვარას" გარეშე პსჟ ვერასდროს ვერ მოიგებდა ჩემპიონთა ლიგას
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
ახალ წელს ქართული რაგბი ახალი ან ძველი პრეზიდენტით შეხვდება
საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები, სულ რაღაც, ერთ თვეში თბილისში ირლანდიის ნაკრებს ხვდება!
შტორმის მოლოდინში და სრული დომინაციით - საქართველოს ნაკრებმა ერთა თასზე ჩილესაც მოუგო
"ბორჯღალოსნები" | ერთა თასის ნოემბრის თამაშების განრიგი
პიერ-ანრი ბრონკანი: გვჭირდება მკაფიო გზა და ბევრი მუშაობა
საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტის არჩევნების თარიღი შეიცვალა
ბორჯღალოსნები | ახალი მწვრთნელების პირველი რაზმი - დებიუტანტებით
ბორჯღალოსნები | პირველი შეკრება ცვლილებით დაიწყო
რაგბის კავშირის პრეზიდენტი გადადგა! ვინ იქნება შემდეგი პრეზიდენტი?
"ცოცხებით გავყრი მაგათ" - დაპირისპირება რაგბის კავშირში... [VIDEO]
"ბორჯღალოსნებმა" "საუზერნ კინგსს" დაძაბულ მატჩში ბოლო წუთებში სძლია
"საუზერნ კინგსის" მწვრთნელი: ჩვენს ლიგაში ქართული გუნდის მონაწილეობა ძალიან სასარგებლო იქნებოდა
"საუზერნ კინგსის" მორაგბე: ამ თამაშიდან ძალიან ბევრი რამ ვისწავლეთ
მილტონ ჰეიგი: წინა მსოფლიოს თასის დაწყების პერიოდთან შედარებით, 50%-ით უკეთ ვართ მზად
დავით კაჭარავა: უკეთ შეგვეძლო თამაში, ისე დაწყება, როგორც დავასრულეთ
rugger.info: საქართველო და რუსეთი სარაგბო თანამშრომლობას გააგრძელებენ
"ბორჯღალოსნები" | მეორე ტესტი "ვოლაბებთან" - 2029 წელს ავსტრალიაში
გოჩა სვანიძე: ერთი ნაწილი რაგბიში პოლიტიკის შემოტანას ცდილობს
"ბორჯღალოსნები" | ბრონკანმა ნოემბრისთვის გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა
საქართველო, პორტუგალია, რუმინეთი და ესპანეთი ოთხი ერის ალიანსს აფუძნებენ
ბორჯღალოსნები | სამოასთვის შემადგენლობა შეირჩა
დემეტრე დევდარიანი - „მჯერა, ამ გუნდით ყველაფრის მიღწევა შეგვიძლია“
ახალი ძალა ბორჯღალოსნებს ბუნებიდან - სვანიძის ზეთისხილი საქართველოს რაგბის ოფიციალური სპონსორი გახდა