მამუკა გორგოძე: ჩემთვის ყველაზე დასამახსოვრებელი მომენტი არის... [VIDEO]

AutoSharing Option
"ბორჯღალოსნების" ლეგენდარული კაპიტანი და ყველა დროის მელელოვე, მამუკა გორგოძე ქართული რაგბის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან მატჩს, 2015 წლის მსოფლიო თასზე ტონგასთან გამარჯვებას იხსენებს.


"ჩემთვის ყველაზე დასამახსოვრებელი მომენტი ამ მსოფლიო თასებიდან არის, ალბათ როცა ტონგას მოვუგეთ. ტონგასთან რომ მოვიგებდით მარტო ჩვენ გვჯეროდა და მაგ თავდაჯერებულობით გავიმარჯვეთ. არავის არ სჯეროდა, რომ ტონგას დამარცხებას შევძლებდით.


თვითდაჯერებულობა არის ძალიან მნიშვნელოვანი სპორტსმენისთვის და საერთოდ ადამიანისთვის. თითოეულ ჩვენთაგანს სჯეროდა, ჩვენს ირგვლივ მყოფ ხალხს სჯეროდა და გავიმარჯვეთ კიდეც", - აღნიშნა გორგოძემ.



საქართველოს ნაკრების ღირსებას მამუკა 2003 წლიდან 2017
წლამდე იცავდა. ამ დროის განმავლობაში "გორგოძილამ" "ბორჯღალოსნების" მაისურით 71 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 26 ლელო დადო. თუმცა, მშრალი რაოდენობრივი სტატისტიკის მიღმა, ის გუნდის უდავო ლიდერი იყო.
მკითხველის კომენტარები / 10 /
სულით ხორცამდე ქართველი ვაჟკაცია და სპორტსმენის ეტალონი.ერთი სიტყვით,თუკი სადმე დადებითი ეპითეტია,ყველაფერი მამუკასათვის მემეტება.
სოსო
13:44 03-08-2019
0
გორგოძე არი მაგალითი ქართველი სპორტსმენისა.და საერთოდ მე ვთვლი რო რაც შეიძლება მეტი სტატია უნდა დაიწეროს და გადაცემა გააკეთონ ჟურნალისტებმა გორგოძეზე,ტალახაძეზე,ფაჩულიაზე,ლევან თედიაშვილზე,იმ სპეცნაზელზე რომელიც ჩატაევის ლიკვიდაციის დროს დაიღუპა და ასეთ გმირ და სამაგალითო ბიჭებზე.ყურები უნდა გამოუჭედოთ ახალგაზრდობას რო გაიგონ ვინ არიან მისაბაძები. ხოდა ჟურნალისტებო წერეთ ასეთ ქართველებზე ის კია არა ყურები რო წაიღეთ ვიღაც აფგან მუხთარლით.გენაცვალე გორგოძილ ქართულ გულში!!!მოკითხვა კახეთიდან ბიჯოოოო...
G.l.
17:07 03-08-2019
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული