"საუზერნ კინგსის" მორაგბე: ამ თამაშიდან ძალიან ბევრი რამ ვისწავლეთ

AutoSharing Option
ტესტ-მატჩში საქართველოს ნაკრებთან დამარცხების (20:24) შემდეგ კომენტარი "საუზერნ კინგსის" მორაგბე მაიკ უილიამსმა გააკეთა:

"ჩემთვის და ყველა პროფესიონალი მორაგბისთვის ძალიან მნიშვნელოვანია მაღალი დონის შეხვედრებში მონაწილეობა. მე ვთვლი, რომ ამ თამაშიდან ძალიან ბევრი რამ ვისწავლეთ, როგორც წარმატებული პირველი ტაიმიდან, ისე ჩაგდებული მეორე ნახევრიდან. მეც დავეთანხმები მწვრთნელს და ვფიქრობ, ძალიან სასარგებლო იქნება ქართული კლუბის ჩვენს ჩემპიონატში მონაწილეობა. ვთვლი, რომ ქართული გუნდი ანგარიშგასაწევი ძალა იქნებოდა.

პირველი ტაიმით კმაყოფილი ვარ ჩემი გუნდით, ძალიან კარგად ვითამაშეთ. თუმცა მეორე ტაიმში საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში შემოვიდნენ გამოცდილი მორაგბეები, მოიმატა
სისწრაფეებმა, გაიზარდა თამაშის ხარისხი და მივიღეთ ის თამაში, რასაც ველოდით".

alt"ბორჯღალოსნებმა" "საუზერნ კინგსს" უდაძაბულეს მატჩში სძლია

altმილტონ ჰეიგი: წინა მსოფლიოს თასის დაწყების პერიოდთან შედარებით, 50%-ით უკეთ ვართ მზად

alt"საუზერნ კინგსის" მწვრთნელი: ჩვენს ლიგაში ქართული გუნდის მონაწილეობა ძალიან სასარგებლო იქნებოდა

altდავით კაჭარავა: უკეთ შეგვეძლო თამაში, ისე დაწყება, როგორც დავასრულეთ

მკითხველის კომენტარები / 1 /
დიდი მადლობაააა........ თავგანწირვისათვის.... საქართველოს სიყვარულისათვის.. თქვენი წყალი ფეხბურთელებს გადაესხეს....
გიორგი 50
00:05 28-08-2019
0

სიახლეები პოპულარული