დავით კაჭარავა: უკეთ შეგვეძლო თამაში, ისე დაწყება, როგორც დავასრულეთ

AutoSharing Option
საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა მსოფლიო თასისთვის მოსამზადებელი ეტაპის, "თიბისი რაგბის სერიების" პირველ მატჩში სამხრეთაფრიკულ "საუზერნ კინგსი" 24:20 დაამარცხა, თამაშის შემდეგ კი კომენტარი ჩვენი გუნდის გამოცდილმა მორაგბემ, დავით კაჭარავამ გააკეთა:

"უკეთ შეგვეძლო თამაში, ისე დაწყება, როგორც დავამთავრეთ, მაგრამ მარტის შემდეგ მატჩი არ ჩაგვიტარებია. ფიზიკურად ვემზადებოდით, ტაქტიკურად. ჩვენც უკმაყოფილოები ვართ თამაშის ხარისხით, თუმცა ყველა აღნიშნავდა, რომ არავინ დაღლილა. უბრალოდ, რაღაც მომენტში მოედანზე საკუთარი თავის პოვნა გაგვიჭირდა. წინ კიდევ რთული თამაშები გველის, შოტლანდია ძლიერი გუნდია.

ბოლოს რაც შეეხება, მსაჯმა გვითხრა, რომ დამთავრებული იყო, თუმცა
მერე მოვიდა და 1 წუთია დარჩენილიო.

დიდი ხანია არ გვითამაშია, ბევრ შეცდომას ვუშვებთ და ამის გარეშე ვერ განვვითარდებით. იმ ეტაპზე ვართ, რომ რაგბი უნდა განვითარდეს. ეს საპასუხისმგებლო საქმეა და ყველას კარგად გვესმის".

alt"ბორჯღალოსნებმა" "საუზერნ კინგსს" უდაძაბულეს მატჩში სძლია

altმილტონ ჰეიგი: წინა მსოფლიოს თასის დაწყების პერიოდთან შედარებით, 50%-ით უკეთ ვართ მზად

alt"საუზერნ კინგსის" მწვრთნელი: ჩვენს ლიგაში ქართული გუნდის მონაწილეობა ძალიან სასარგებლო იქნებოდა

alt"საუზერნ კინგსის" მორაგბე: ამ თამაშიდან ძალიან ბევრი რამ ვისწავლეთ

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული