გიორგი ცუცქირიძე მსოფლიო თასზე ვერ იასპარეზებს

AutoSharing Option
© თამუნა ყულუმბეგაშვილი

27 აგვისტოს "ბორჯღალოსნებმა" "თიბისი რაგბის სერიების" პირველ მატჩში სამხრეთაფრიკულ "საუზერნ კინგს" უმასპინძლა და მიხეილ მესხის სტადიონზე ანგარიშით 24:20 სძლია.

მატჩის დებიუტშივე ტრავმა მიიღო "ბორჯღალოსნების" მესამეხაზელმა გიორგი ცუცქირიძემ - მან წვივის მცირე ძვლის მოტეხილობა მიიღო, რის გამოც, სამწუხაროდ, გამოეთიშა გუნდს და "ბორჯღალოსნებს" მსოფლიო თასზე ვერ დაეხმარება. გიორგის უკვე ჩაუტარდა ოპერაცია და მას წინ რეაბილიტაციის პერიოდი აქვს.

მატჩის პირველივე ტაიმში ასევე დაშავდა "ბორჯღალოსნების" კაპიტანი, მერაბ შარიქაძე. სამედიცინო შტაბი იმედიანად არის. მას უკვე ჩაუტარდა შესაბამისი სკანირება და ამ ეტაპზე ცნობილია,
რომ თბილისში შოტლანდიასთან გასამართ მატჩს გამოტოვებს. შარიქაძე რჩება შეკრებაზე და სამედიცინო შტაბის მეთვალყურეობის ქვეშ გაივლის შესაბამის პროცედურებს, რათა მსოფლიო თასისთვის საუკეთესო ფორმაში იყოს.

მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 7 /
მარტივ სიტუაციაში მიიღო ტრავმა ცუცქირიძემ და ეს კიდევ უფრო საწყენს ჰქმნის მას.ძალიან დაგვაკლდება მსოფლიოზე.
სოსო
29 აგვისტო 2019 17:57
0
შარიქაძე მსოფლიოსთვის მზად იქნება. ცუცქირიძის დანაკლისიც რა თქმა უნდა დიდია, მაგრამ ასეთია კონტაქტური სპორტი. ჩემი აზრით, გაუმართლებელი მოსაზრებაა, რომ კინგზთან არ უნდა ეთამაშა. შოტლანდიასთანაც შეიძლება ვინმე დაშავდეს და ამ ლოგიკით საერთოდ ნუ ვითამაშებთ მოსამზადებელ მატჩებს. წინა მსოფლიოზე ხმალაძე დაშავდა, მაგრამ შემცვლელმა მშვენივრად ითამაშა. დღესაც გვყავს ხალხი, რომლებიც ღირსეულად შეცვლიან ბიჭებს. ასე, რომ წინ საქართველო! რაგბი ჩვენი თამაშია!
:))))
29 აგვისტო 2019 13:36
1
აუ რა გვიქნეს ამ აფრიკელებმა დაგვღუპეს ფაქტიურად.
ცუცქირიძის ნაირი სასარგებლო მოთამაშე იშვიათია. გინდა ბოჭვებში გინდა გარღვევაში.
საოცარი სისწრაფით.
არადა შოტლანდიასთან ოპტიმალურით რომ ვყოფილიყავით სულ არ ვჩივი მსოფლიოს.
ნიკა
29 აგვისტო 2019 10:29
0
ნეტა სულ არ ეთამაშათ! სასწაული დანაკლისია. იმედია ბუკა მაინც გადარჩება, თორემ არ ვიცი...
gagi
29 აგვისტო 2019 03:22
0
მეტი რომ არ შეიძლება, მსგავსი მბოჭავი მეორე არ გვყავს გუნდში. აუ როგორ მეწყინა...
ilarion
29 აგვისტო 2019 00:37
1
მერედა მარტო მბოჭავი? რა სისწრაფეებზე დარბოდა ? უდიდეესი დანაკლასია(
დათუნაშვილი
29 აგვისტო 2019 05:52
0
ძალიან, ძალიან საწყენი ამბავია. წარმატება გიორგის.
ირაკლი
28 აგვისტო 2019 23:23
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული