შოტლანდიის ნაკრები უძლიერესი შემადგენლობით ჩამოვიდა - "დინამოზე" ანშლაგს ველით!

AutoSharing Option
შოტლანდიის მორაგბეთა ნაკრები თბილისში უძლიერესი შემადგენლობით ჩამოფრინდა.

ეს თბილისში 6 ერის ნაკრების ჩამოსვლის პირველი შემთხვევა და ქართული რაგბისთვის ისტორიული მოვლენაა.

საქართველოსა და შოტლანდიის ეროვნული გუნდების მატჩი "დინამო არენაზე" 31 აგვისტოს, 20:00 საათზე დაიწყება.

27 აგვისტოს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე "ბორჯღალოსნების" "საუზერნ კინგსთან" შეხვედრას (24:20) მხოლოდ 8 000 გულშემატკივარი დაესწრო და იმედია, ამჯერად ანშლაგი იქნება.

გავავსოთ სტადიონი და ამაღლებული განწყობით გავაცილოთ ჩვენი გუნდი მსოფლიო თასზე.

საქმით და არამარტო სიტყვით დავუდგეთ საქართველოს ნაკრებს გვერდში!



მკითხველის კომენტარები / 18 /
თუ გახსოვთ, 6 ერში ჩვენი დაბლოკვის მიზეზად ისიც დასახელდა, რომ ჩვენი ნაკრების თამაშებს ნაკლები მაყურებელი ეყოლებოდა, კომერც. თვალსაზრისით წამგებიანი იქნებოდა ა.შ. ასე რომ, ყველანი სტადიონზე!!! მე ბავშვებიც ჩამომყავს სოფლიდან და ყოველი შემთხვევისთვის ერთი ბილეთი სიდედრის სახელზეც შევიძინე...
მ. ტ.
12:37 29-08-2019
0
მეც ასევე მგონია, რომ 15 15-ზე სკოთებს ვერ მოვუგებთ, ამიტომ 16 უნდა ვიყოთ!!! მე-16 კი მაყურებელი, რომელიც 80 წუთი გაამხნევებს ჩვენ ბიჭებს! აი მაშინ გვექნება შანსი! და მჯერა - მოვიგებთ!!!
alexandre
10:02 29-08-2019
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული