ტესტ-მატჩში ბორჯღალოსნების 44:10 დამარცხების შემდეგ, კომენტარი შოტლანდიელთა მწვრთნელმა გრეგორ ტაუნსენდმა გააკეთა:
"ძალიან კმაყოფილი ვარ ჩემი გუნდის თამაშით საწყის წუთებში. დიდი ხნის განმავლობაში ვემზადებოდით ამ შეხვედრისთვის და საქართველოს უდიდეს პატივს ვცემთ.
ვიცოდით, რისთვის უნდა მიგვექცია ყურადღება, განსაკუთრებით აიღე-მიეძალესა და მოლის თამაშის დროს. ველოდით, რომ საქართველო ამ ნაწილში შეგვიქმნიდა პრობელემებს და ჩემმა მორაგბეებმა ამოცანას თავი შეცდომების გარეშე გაართვეს."