მილტონ ჰეიგი: გულშემატკივრების მსგავსად იმედგაცრუებულნი ვართ - შეცდომები გამოსასწორებელია

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა შოტლანდიასთან ტესტ-მატჩში დამარცხების (10:44) შემდეგ ისაუბრა:

"მესმის გულშემატკივართა იმედგაცრუებისა, რადგან ჩვენც ასე ვგრძნობთ თავს. პირველი 30 წუთი ძალიან ცუდად ვითამაშეთ და ეს გასაანალიზებელია. გამოსასწორებელი გვაქვს დაშვებული შეცდომები, სათამაშო დისციპლინა, განსაკუთრებით თამაშგარეებთან დაკავშირებით. როგორც მიშამ (ნარიაშვილი) თქვა, ეს მატჩი მალე უნდა დავივიწყოთ და განვაგრძოთ წინსვლა.

მეტოქემ წნეხის ქვეშ მოგვაქცია, დავუშვით შეცდომები. პირველ 20 წუთში თმაშგარედან დაშვებული შეცდომების გამო მივიღეთ ქულები ჩვენს ჩათვლაში. ამ თამაშიდან რაც უნდა გვესწავლა, ამას აუცილებლად ვისწავლით. თან, პირველად ხდება ჩვენს შემთხვევაში, რომ
ტიერ 1-ის ნაკრებს ვეთამაშეთ და 1 კვირაში ისევ ტიერ 1-ის გუნდს ვხვდებით და იმ შეხვედრაში ვაჩვენებთ, რაც მოგვცა დღევანდელმა შეხვედრამ.

პირველი წუთების ჩაგდების მიზეზი ის არის, რომ ასეთი თამაშები გვაკლია. პირველი 20 წუთი ტიერ 1-ის გუნდი ეთამაშებოდა ტიერ 2-ის გუნდს. ბევრი ასეთი შეხვედრა მოგვცემს იმის საშუალებას, რომ თამაშები გავათანაბროთ და ასეთი უპირატესობა მეტოქეებს აღარ ჰქონდეთ.

ჩვენ ვცდილობდით შეხვედრაში სიტუაციის გამოსწორებას. ვცდილობდით შეტევასა და დაცვაში კარგად თამაშს.

გორგოძესთან დაკავშირებით მხოლოდ ის შემიძლია ვთქვა, რომ ხვალ სასელექციო შეხვედრა გვექნება, ვისაუბრებთ, გადავწყვეტთ და ორშაბათს გამოვაცხადებთ მსოფლიო თასზე გასამგზავრებელი გუნდის შემადგენლობას.

ჩემთვისა და ჩემი ოჯახისთვის საქართველოში გატარებული დრო შესანიშნავი პერიოდი იყო. ჩვენი ოჯახისთვის, საქართველო საკუთარი ქვეყანაა. არ მინდოდა ჩემი ბოლო შეხვედრა საქართველოში ასეთი ანგარიშით წაგვეგო. თუმცა, მინდა აღვნიშნო, რომ საქართველოში რაგბის საუკეთესო გულშემატკივრები გვყავს. მათ შრომის დაფასებაც იციან, პატივისცემაც. ჩემს მიმართ სულ დადებითად იყვნენ განწყობილები და ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო".

მკითხველის კომენტარები / 50 /
რა არის ეს ბურტის უაზრო დაკიდება.რატომ აძლევთ უბრძოლველათ.კაჩარავა ბეგაძე ხმალაძე თოდუა კვირიკაშვილი აფციაური მალაღურაძე კვესელაძე მათიაშვილი ესენი არ უნდა თამაშობდნენ ხაზში.ანელებენ ბურთს.ახალგაზდულებიდან უნდა გადმოეყვანა ხაზის მოთამაშეები.თანამედროვე რაგბს ესენი თამაშობენ.
beduini
01 სექტემბერი 2019 00:28
18
სად დაინახე ბეგაძე,კვივრიკაშვილი,აფციაური,მალაღურაძე ან კვესელაძე???
giorgi
01 სექტემბერი 2019 01:36
0
ბედუინი კი არა უფრო აქლემს ვიტყოდი
mdaaa
01 სექტემბერი 2019 01:57
3
ყველა გამოხმაურება
არ ვიცი ამდენი რაგბის არმცოდნე, ზერელე და მოჭორავე ხალხი ერთად როგორ შეიკრიბა აქ. ნაკრების მაგინებლებად. შეიძლება ერთი და იგივენიც არიან და სხვადასხვა სსახელებით წერენ აქ ათას უვიცობას.

თავს იბრმავებთ. მეცამეტე გუნდი ვართ რაგბის სამყაროში და ფეხბურთში ასეულს მიღმა. მეტი სიცხადე რა უნდა იყოს? რა მოედნების დაბრუნება და რა მწვრთნელის გამოცვლა? აუჰჰ, შოტლანდიამ როგორ მოგვიგო თურმე.

დაშოშმინდით. წავა ერთ თვეში ჰეიგი და მერე "ამტვრიეთ კაკალი" ვის ჩავაბაროთ გუნდიო და დააყრით კიდეც ერთმანეთს არა მე "ეს" მომწონს მწვრთელად და არა მე "ის"-ო. აგერ გნახავთ ქიშპობაში ჩაბმულებს - უკუ შედეგის მოლოდინში.
ლევანი
01 სექტემბერი 2019 18:15
7
სხვაობა ჩვენსა და სხვა გუნდებს შორის ჯერ ფეხბურთში ნახეთ და მერე შეადარეთ რაგბს.
სერიზულად ამტკიცებთ, რომ სამართლიანია პასების ნაკრების მწვრთელის კრიტიკა? ქართველმა ლეგინერმა, ნაკრების წამყვანმა მოთამაშემ ჰეიგისგან უნდა ისწავლოს პასი და და ბურთის დაჭერა?
ლეგიონერი - პასს რომ ვერ აწვდის და გურთი უვარდება ჰეიგის გამოსასწორებელია? ასეთ რაგბისტებზე აგებენ ნაკრებებს ტოპ გუნდები?

მთავარ მწვრთელს რა ტაქტიკას თხოვთ, როც ბურთით ვერ მუშაობენ მოთამაშეები? ამათზე როგორ უნდა ააწყოს რამე სქემა - ნორმალური სქემა?

მითამაშია რაგბი და ამიტომ ზუსტად გებნებით - მთავარ მწვრთელს არ ევალება ელემენტების სწავლება, ეს უკვე უნდა იყოს მოთამაშის პრაქტიკაში.

აბა ფეზბურთელს უნდა ასწავლოს ბურთის ტრებამნაკრების მწვრთელმა? ამას ამტკიცებთ?

rezo-ს
02 სექტემბერი 2019 02:22
0
გულშემატკივარს გულშემატკივარი იმიტომ ქვია რომ ის გულშემატკივარია და არა ექსპერტი. მას არ ევალება ყველა წვრილმანი გაშიფროს და რადგანაც ყველა სპორცმენს თუ სპორტის სახეობას გულშემატკივარი ხდის პოპულარულს და გულშემატკივრის რაოდენობიდან და მათ შორის კამათიდან(კომპეტენტურია თუ არა ეს კამათი) გამომდინარე ხდება სპორტი რეიტინგული ვალდებულია ყველა სპორცმენი მიიღოს გულშემატკივრის კრიტიკა. და გეყოთ ეს ფეხბურთელებთან გამუდმებული შედარება და თვითკმაყოფილება აი ისინი ასეულს ქვემოთ არიან და მორაგბეები მეცამეტე. კარგით რა თვალები გაახილეთ, რამხელა სხვაობაა ჩვენსა და ტოპ გუნდებს შორის ვერ ატყობთ?! ფეხბურთისნაირი განვითარებული და პოპულარული რომ იყოს რაგბიც ყელა ქვეყანაში, მანდაც ასეულს ქვემოთ ვიქნებით, არანაირი ტაქტიკა და პოზიციური თამაში მხოლოდ ძალა და მიწოლა და ამით ადგიხართ ამაყად გულშემატკივარს? დიახ კრიტიკა სამართლიანია და თუ პრეტენზია გვაქვს რომ გვინდა მიგვიღონ ექვს ერში მინიმუმ სახლში მაინც ასეთი სხვაობით არ უნდა ვაგებდეთ არავისთან(რომ სდომოდათ უფრო დიდი ანგარიშით მოგვიგებდნენ)
rezo
01 სექტემბერი 2019 22:27
0
ბიჯო, გუნდს ბოლო წლებია რეგრესი აქვს, ეს აშკარაა. მგონი უკეთესი შემადგენლობის შერჩევაა სესაძლებელი, მაგრამ აქაც მიკერძოებას აქვს ადგილი როგორც სჩანს, ამის ძმაკაცი, იმის ახლობელი და ამგვარები, ეს ქართული პროვინციალიზმია. ნაკრები ვეღარ ვითარდება და ეს ავტომატურად იწვევს რეგრესს. ასეა საერთობ, მდინარეს რომ შეაგუბებ, მერე ჭაობად იქცევა და ბაყაყები იწყებენ ყიყინს, მერე კიდევ მელიტონას მადლობა, მარა მან დიდი ხანია ამოწურა თავისი შესაძლებლობები და იგი გასული მსოფლიოს შემდეგ უნდა შეეცვალად ცალსახად. ეს არაპროფესიონალური მიდგომაა. აბა გადაავლეთ თვალი,, 2 მსოფლიოზე თუ ჰყოლია ერთი მწვრტნელი ტოპ გუნდებს? არა. ამ მსოფლიოზე, დარწმუნებული ვარ ყველაზე უარესი სედეგი გვექნება, რადგან გუნდს რომელსაც 7 ერზე გაქვს პრეტენზია, სახლში ასეთი ანგარისით კიარა, არ უნდა აგებდეს, არაა. თავის თავს თუ გადავახტებით, თუარა. კაროჩე, ეს კაცი სადაც გაერია, ყველგან ზასტოი იწება თქო ასე მგონია, ბოლომდე აღარ მიყობა, სხვისი იმედი აქვს და სხვები კიდე არ უმართლებენ, როგორც წესი. ერთი რაგბიში იყო კაცური, სამართლიანი მიდგომები და მანდაც ყროლდება რომ ვატყობ. ვნახოთ როგორ გამოსწორდებიად შოტლანდიაში. ერთი სერკინება იყო ძლიერი მხარე და მასაც თავს არიდებდნენ და ბურთი ჰაუტში გადაჰქონდათ?
ვასო
01 სექტემბერი 2019 10:17
7
რომელი უკეთესი შემადგენლობა? ერთი დაასახელე ამათ გარდა უკეთესი ვინ გყავს? ცოტა დაეშვით მიწაზე და ისე იმსჯელეთ.

ახლა ერთ -ორ გვარს დაიძახებ - შემადგენლობა ჩამოთვალე უკეთესი, ვინც არ აიყვანა - 15 კაცი
დათო
01 სექტემბერი 2019 12:08
0
გული არ გაიტეხოთ, ჩამოვა რუსეთი და დედას ვუტირებთ
დაქოქე მოიდა დაქოქეეე
01 სექტემბერი 2019 11:56
2
კარგი იყო
მთ
02 სექტემბერი 2019 00:33
0
ეჰ მელიტონ მელიტონ?! დახოცავ შენ ნახევარ გუნდს "აიღე და მიეძალეთი" მსოფლიოს დაწყებამდე და მერე მაგ თავისმართლებით წახვალ აქედან. ისევ ის ჩასვრილი პირველი ტაიმი,რაც კილმარნოკის თამაშში ვითამაშეთ,მარა მაშინ მამუკა იყო მოედანზე,აღარ მოგისმინა მეორე ტაიმში და კი გამოგვივიდა რაღაცა. ახლა? ვერავინ გარისკა ალბათ ცოტა ლამაზად და რისკიანად ეთამაშა. არ ჰქონდა დავალება და კი გავმასხარავდით ექვსი ერის თვალშიც.
ციბა
01 სექტემბერი 2019 11:08
5
გაუშვით ეს ლოთი ჰეიგია თუ ვიღაცაა
კაკო
01 სექტემბერი 2019 01:01
53
უზრდელობა და უმადურობაა რასაც აქ წერ.
თუ არ მოგწონს შენი საქმეა, მაგრამ ეს არ არის კრიტიკა, ეს სამარცხინო საქციელია
ლევანი
01 სექტემბერი 2019 01:59
4
უკვე ვერ ქაჩავს ეს კაცი...
Status quo
01 სექტემბერი 2019 10:04
3
არაფერი საგანგაშო ა რ არის - პოტენცია ძალიან ძლიერია, თავისუფლად შეიძლება ტოპ- ნაკრები გავხდეთ, საჭიროა ობიექტური შეფასებები, აზროვნება- ანალიზი - სრულყოფისათვის მისწრაფება! - ახალგაზრდები თანამედროვე რაგბს თამაშობენ, მაგრამ ჯერ-ჯერობით ძალიან სუსტები არიან ფიზიკურად, ძალიან, სიმძლავრე საერთოდ არც გააჩნიათ, როცა მეტოქე შეტევაში დარტყმებს აკეთებს - 2-3 მეტრით უკან ვარდებიან , მაშინ როცა ძველებს სწორად სიმძლავრე აქვთ , აბა ნახეთ წინა მსოფლიოზე როგორ იდგნენ დაცვაში - მეტოქის დარტმების დროს მეტოქეს აგდებდნენ უკან 2-3 მეტრით (!) სისულელეა ,, ნატურალიზება,, (!), მაგრამ ეროვნული ჩემპიონატებში მოწვევა ჯერ ოკეანეთიდან, მერე ბრიტანელებისაც კი მომავალში შესაძლებელია - მისთვის -ს ა ხ ე ლ მ წ ი ფ ო უნდა განვავითაროთ -განვამტკიცოთ, სახელმწიფო უშიშროება - უსაფრთხოება უნდა განვამტკიცოთ, სტრატეგიული მნიშვნელობის ეკონომიკური პროექტები განვახორციელოთ, მით დ ა ს ა ვ ლ უ რ ი ბიზნეს - მენეჯმენტი , სამართლებრივი კოდექსი შემოვიტანოთ,მით ერის იდეურ-მენტალურ გაერთიანებას ჩაეყრება საფუძველი + მით ეკონომიკა , სოციალურ-ფინანსური მდგომარეობა სერიოზულად გამოსწორდება , რომ ხალხს, ერს ეროვნული აღტკინება, შემართება, ნიჭის გამოვლენის და განვითარების ყ ო ვ ე ლ მ ხ რ ი ვ ი შესაძლებლობა მიეცეს და მით მენტალურად- ემოციურადაც ძლიერ მომძლავრდეს, თავისთავად ხალხს შეეძლება ფინანსურად - განწყობით ეროვნული ჩემპიონატების თამაშები ა რ გააცდინონ + ევროპის საკლუბო ტურნირებში მინიმუმ 5-6 კლუბის მონაწილეობა, აქვე ტვ-ებით მუდმივი ანალიზი-მიმოხილვებ ...შედეგად- შიდა ეროვნულ ჩემპიონატებში სერიოზული ფინანსები ჩაიდება, რაგბს ძლიერი ემოციური მხარდაჭერა და ფინანსები ძალიან განავითარებს ( რატომ არ უნდა გავიჩინოთ მიზანი- დავუახლოვოთ ირლანდიის ჩემპიონატს , საფრანგეთის ტოპ-14-ტს-აც კი ფინანსებით- ხარისხით ?!). - სხვაგვარად რ ა უნდა შეიცალოს ?! - ლეგიონერებზე ვართ დაყრდნობილი, რასაც როგორც დადებითი, ისე უარყოფითი გააჩნია (!) 1-თ თუნდაც 2 თვიან შეკრებებზე ძალიან რთულია ხელით თამაშის თუნდაც ,,დახვეწა,, მით უმეტეს ორიენტირება, სისწრაფეში პასების შეცდომების არ დაშვება, მარაოების გაშლა და თან ეს ყოველივე მ ძ ლ ა ვ რ ა დ (?!). პირადად ეჭვის თვალით ვუყურებ, რომ ჰეიგის წასვლის შემდეგ რამე უკეთესობისაკენ შეიცვლება- რ ო გ ო რ ?! - ნაკრები უნდა შედგებოდეს ეროვნული ჩემპიონატებიდან, ანუ იმ დონეზე უნდა გაგვაჩნდეს, რომ ნაკრების 30 მორაგბიდან შეიძლებოდეს მხოლოდ 9 -10 ლეგიონერის მიწვევა, დანარჩენი ეროვნული ჩემპიონატებზე შეთამაშებულებით დაკომპლექტებული(!), მაგრამ დღეს რა ვითარება გვაქვს და რა დონეზე არის ეროვნული ჩემპიონატი ?! - ლეგიონერები (ვისაც იგივე დასავლეთი ზრდის,პროფესიონალებს ხდიან - გვეხმარებიან) , რომ ჩამოვაშოროთ ნაკრებს- ვერც რუსეთის და ვერც ესპანეთის ნაკრებს ვ ე რ მოვუგებთ, მით უმეტეს რუმინეთს-ამ დონეზე ჩავალთ. ლეგიონერები დღეს უპირატესად ერთს ამტკიცებენ - ერს ამ ვაჟკაცური სპორტის სახეობის განვითარების უ დ ი დ ე ს ი პოტენციალი რომ გააჩნია!- დასკვნა- როცა ხელისუფლება იცხოვრებს ძველ ქართველთა წესით : ,,მტერს - მტრისას, მოყვარეს - მოყვარეს,, ანუ მტერს რომ არასოდეს შეუშინდება და მეგობარს - მხარდამჭერს დააფასებს და მით მხოლოდ საკუთარ სახელმწიფოებრიობას განამტკიცებს ... მ ხ ო ლ ო დ მაშინ განვითარდება - განმტკიცდება სახელმწიფო, მით გაძლიერდება ერი მენტალურად, ინტელექტუალურად, ემოციურად,ნებისყობით და განავითარებს ყველა სპორტის სახეობას(!) პ.ს. ბავშვები და გამოუცდელები ნუ გამომეხმარებიან, არ არის რთული გასაგები, რომ სპორტის განვითარება - ავტორიტეტი მ ხ ო ლ ო დ სახელმწიფოს მდგომარეობა- განვითარებაზეა დამოკიდებული!
გლახუნა
01 სექტემბერი 2019 14:00
2
დაწერილია ღამისთვით, უძილობით და ძლიერი სულიერი აღელვების ფონზე ეტყობა, აშკარად ეტყობა
kote
01 სექტემბერი 2019 14:10
2
რაც ამ 2 თამაშიდან გამოჩდა ნაკრებს მწვრთნელი ს ხელი არ ეტყობა ტაკტიკურად და ტექნიკურად გუნდი არ არის მომზადებული: აუტი, ფეხით თამაში, დაცვა და აშშ!!! ამის და მიუხედავათ ჩვენი ბიჭები მსოფლიოზე თავის სათქმელს იტყვიან იმიტომ რომ უყვართ თავის ქვეყანა და თავისი ხალხი !!!! გენაცვალეთ ბიჭებო თქვენ საქართველოს საამაყო შვილები იყავით ხართ და მომოვალშიც დარჩებით !!! :)
იმედია ფედერაცია სწორად შეაფასებს დაშვებულ შეცდომებს და მაღალი დონის სპეციალისტს მონახავენ ვისაც ექნება სანაკრებო გამოცდილება და პიარზე და მხოლოდ ლაყბობაზე არ იქნება გადასული!!!!

წარმატებები ჩვენს ბიჭებს :)
ტარიელი
02 სექტემბერი 2019 10:21
5
ვაშა და დიდება! ისმის მქუხარე ტაში, დეპუტატები ფეხზე დგებიან შეძახილებით - დიდება პარტიას. (ამონარიდი საბჭოური აქქივიდან - სსსკ პლენუმის მასალები).

ან ამ კრიტიკას რა აზრი აქვს ან ქებას, იციან ტავისი საქმე და გააკეთებენ გასაკეთებელს. არ უნდა ეს უშინაარსო ბელეტრისტიკა.
ავთანდილი და ფრიდონი
02 სექტემბერი 2019 16:26
0
ქართველი ბედუინების ("beduini"), ქართველი ბერბერების, ფელახების და მისთანების გასაგონად - ბედნიერია საქაღველო რომ თქვენი გადასაწყვეტი არ არის რაგბის განვითარების საკითხები ჩვენს ქვეყანაში.

რაც შეეხება 20 წლიანებს თუ სხვა მომავალ დიდ რაგბისტებს უთქვენოდაც მოვლენ ნაკრებში, თქვენს გარეშეც გააკეთებენ გასაკეთებელს.

ხოჯა
01 სექტემბერი 2019 23:37
4

სიახლეები პოპულარული