მილტონ ჰეიგი: გულშემატკივრების მსგავსად იმედგაცრუებულნი ვართ - შეცდომები გამოსასწორებელია

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა შოტლანდიასთან ტესტ-მატჩში დამარცხების (10:44) შემდეგ ისაუბრა:

"მესმის გულშემატკივართა იმედგაცრუებისა, რადგან ჩვენც ასე ვგრძნობთ თავს. პირველი 30 წუთი ძალიან ცუდად ვითამაშეთ და ეს გასაანალიზებელია. გამოსასწორებელი გვაქვს დაშვებული შეცდომები, სათამაშო დისციპლინა, განსაკუთრებით თამაშგარეებთან დაკავშირებით. როგორც მიშამ (ნარიაშვილი) თქვა, ეს მატჩი მალე უნდა დავივიწყოთ და განვაგრძოთ წინსვლა.

მეტოქემ წნეხის ქვეშ მოგვაქცია, დავუშვით შეცდომები. პირველ 20 წუთში თმაშგარედან დაშვებული შეცდომების გამო მივიღეთ ქულები ჩვენს ჩათვლაში. ამ თამაშიდან რაც უნდა გვესწავლა, ამას აუცილებლად ვისწავლით. თან, პირველად ხდება ჩვენს შემთხვევაში, რომ
ტიერ 1-ის ნაკრებს ვეთამაშეთ და 1 კვირაში ისევ ტიერ 1-ის გუნდს ვხვდებით და იმ შეხვედრაში ვაჩვენებთ, რაც მოგვცა დღევანდელმა შეხვედრამ.

პირველი წუთების ჩაგდების მიზეზი ის არის, რომ ასეთი თამაშები გვაკლია. პირველი 20 წუთი ტიერ 1-ის გუნდი ეთამაშებოდა ტიერ 2-ის გუნდს. ბევრი ასეთი შეხვედრა მოგვცემს იმის საშუალებას, რომ თამაშები გავათანაბროთ და ასეთი უპირატესობა მეტოქეებს აღარ ჰქონდეთ.

ჩვენ ვცდილობდით შეხვედრაში სიტუაციის გამოსწორებას. ვცდილობდით შეტევასა და დაცვაში კარგად თამაშს.

გორგოძესთან დაკავშირებით მხოლოდ ის შემიძლია ვთქვა, რომ ხვალ სასელექციო შეხვედრა გვექნება, ვისაუბრებთ, გადავწყვეტთ და ორშაბათს გამოვაცხადებთ მსოფლიო თასზე გასამგზავრებელი გუნდის შემადგენლობას.

ჩემთვისა და ჩემი ოჯახისთვის საქართველოში გატარებული დრო შესანიშნავი პერიოდი იყო. ჩვენი ოჯახისთვის, საქართველო საკუთარი ქვეყანაა. არ მინდოდა ჩემი ბოლო შეხვედრა საქართველოში ასეთი ანგარიშით წაგვეგო. თუმცა, მინდა აღვნიშნო, რომ საქართველოში რაგბის საუკეთესო გულშემატკივრები გვყავს. მათ შრომის დაფასებაც იციან, პატივისცემაც. ჩემს მიმართ სულ დადებითად იყვნენ განწყობილები და ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო".

მკითხველის კომენტარები / 50 /
უკვე ვერ ქაჩავს ეს კაცი...
Status quo
01 სექტემბერი 2019 10:04
3
ეგ არაფერი, მე თუ მკითხავთ ესეთი წაგება უფრო სასარგებლო იქნება მსოფლიომდე დიდი დროა და უკეთ გაანალიზებენ ყელაფერს და უელსს ბევრად უკეთესი გუნდი დაეჯახება,(გორგოძესთან ერთად მითუმეტეს)დანარჩენი ვნახოთ.
ნიკა
01 სექტემბერი 2019 07:19
3
რაგბის დიდი მცოდნეობით ვერ დავიტრაბახებ,მარა იმათ ცენტრიდან ბურთი რო შეყავდათ თამაშში,ისეთი ძალით და ტრაექტორიით ურტყამდენ ჩვენ მოედანზე,რო ბურთის დაშვების დროს ეგრევე მათი 4-5 კაცი ბურთზე ბრძოლობდა,ჩვენ კიდე რო დავარტყამდით,მცველი იჭერდა და 10-15 მეტრი წინ სიცარიელე ქონდა...საერთო ჯამში"პირველი მერცხალი" გამახსენდა,ინგლისელებს რო ეთამაშენ.
gio
01 სექტემბერი 2019 05:55
0
გავიგეთ რომგვაფასებს და რაღაცეებში ჩაწვდა ქართულ ხასიათს მაგრამ გადავყვეთ 4წელია გვამუხრუჭებს ერთ ადგილს ვტკეპნით ყველაფერი ფედერაციის ბრალია გარყევა არ უნდათ ერთი ადგილია უ ხალხს მოწონს მილტონი და სხვა რატპ ვეძიოთო ბაი თქვე ბრმებო პატრონი არა გყავთ გამოსაბერტყებო ხართ მაგ სკამებიდან
კახა
01 სექტემბერი 2019 02:29
16
როგორც კი მილტონ ჰეიგი წავა, იმ დღიდან მოყოლებული ჯერ რუმინეთი და რუსეთი, მერე ესპანეთი და კიდევ მისთანები სისტემატიურად მოგვიგებენ. დაიმახსოვრეთ ჩემი სიტყვა! ჰეიგი ჩემი ნათესავი არ არის, რომ ტყუილად ვაქო, მაგრამ საქართველოს რაგბის აღმავლობა ამ ადამიანის დამსახურებაა, მისი პროფესიონალიზმის და საერთოდ მისი კაცობის!
aburjga
01 სექტემბერი 2019 08:29
9
სხვა გედერაციას ხომ არ მიმართავ შემთხვევით :)))))
1111
01 სექტემბერი 2019 03:30
3
მჭედლიძე საუკეთესო იყო ჩვენს გუნდში. ლომიძესაც არაუშავდა.
ვასო
01 სექტემბერი 2019 02:03
6
რა საუკეთესო თუ ძმა ხარ, დირკაა დაცვაში.
Piper
01 სექტემბერი 2019 02:43
2
გაუშვით ეს ლოთი ჰეიგია თუ ვიღაცაა
კაკო
01 სექტემბერი 2019 01:01
53
უზრდელობა და უმადურობაა რასაც აქ წერ.
თუ არ მოგწონს შენი საქმეა, მაგრამ ეს არ არის კრიტიკა, ეს სამარცხინო საქციელია
ლევანი
01 სექტემბერი 2019 01:59
4
რა არის ეს ბურტის უაზრო დაკიდება.რატომ აძლევთ უბრძოლველათ.კაჩარავა ბეგაძე ხმალაძე თოდუა კვირიკაშვილი აფციაური მალაღურაძე კვესელაძე მათიაშვილი ესენი არ უნდა თამაშობდნენ ხაზში.ანელებენ ბურთს.ახალგაზდულებიდან უნდა გადმოეყვანა ხაზის მოთამაშეები.თანამედროვე რაგბს ესენი თამაშობენ.
beduini
01 სექტემბერი 2019 00:28
18
ბედუინი კი არა უფრო აქლემს ვიტყოდი
mdaaa
01 სექტემბერი 2019 01:57
3
სად დაინახე ბეგაძე,კვივრიკაშვილი,აფციაური,მალაღურაძე ან კვესელაძე???
giorgi
01 სექტემბერი 2019 01:36
0
ყველა გამოხმაურება

სიახლეები პოპულარული