მილტონ ჰეიგი: გულშემატკივრების მსგავსად იმედგაცრუებულნი ვართ - შეცდომები გამოსასწორებელია

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა შოტლანდიასთან ტესტ-მატჩში დამარცხების (10:44) შემდეგ ისაუბრა:

"მესმის გულშემატკივართა იმედგაცრუებისა, რადგან ჩვენც ასე ვგრძნობთ თავს. პირველი 30 წუთი ძალიან ცუდად ვითამაშეთ და ეს გასაანალიზებელია. გამოსასწორებელი გვაქვს დაშვებული შეცდომები, სათამაშო დისციპლინა, განსაკუთრებით თამაშგარეებთან დაკავშირებით. როგორც მიშამ (ნარიაშვილი) თქვა, ეს მატჩი მალე უნდა დავივიწყოთ და განვაგრძოთ წინსვლა.

მეტოქემ წნეხის ქვეშ მოგვაქცია, დავუშვით შეცდომები. პირველ 20 წუთში თმაშგარედან დაშვებული შეცდომების გამო მივიღეთ ქულები ჩვენს ჩათვლაში. ამ თამაშიდან რაც უნდა გვესწავლა, ამას აუცილებლად ვისწავლით. თან, პირველად ხდება ჩვენს შემთხვევაში, რომ
ტიერ 1-ის ნაკრებს ვეთამაშეთ და 1 კვირაში ისევ ტიერ 1-ის გუნდს ვხვდებით და იმ შეხვედრაში ვაჩვენებთ, რაც მოგვცა დღევანდელმა შეხვედრამ.

პირველი წუთების ჩაგდების მიზეზი ის არის, რომ ასეთი თამაშები გვაკლია. პირველი 20 წუთი ტიერ 1-ის გუნდი ეთამაშებოდა ტიერ 2-ის გუნდს. ბევრი ასეთი შეხვედრა მოგვცემს იმის საშუალებას, რომ თამაშები გავათანაბროთ და ასეთი უპირატესობა მეტოქეებს აღარ ჰქონდეთ.

ჩვენ ვცდილობდით შეხვედრაში სიტუაციის გამოსწორებას. ვცდილობდით შეტევასა და დაცვაში კარგად თამაშს.

გორგოძესთან დაკავშირებით მხოლოდ ის შემიძლია ვთქვა, რომ ხვალ სასელექციო შეხვედრა გვექნება, ვისაუბრებთ, გადავწყვეტთ და ორშაბათს გამოვაცხადებთ მსოფლიო თასზე გასამგზავრებელი გუნდის შემადგენლობას.

ჩემთვისა და ჩემი ოჯახისთვის საქართველოში გატარებული დრო შესანიშნავი პერიოდი იყო. ჩვენი ოჯახისთვის, საქართველო საკუთარი ქვეყანაა. არ მინდოდა ჩემი ბოლო შეხვედრა საქართველოში ასეთი ანგარიშით წაგვეგო. თუმცა, მინდა აღვნიშნო, რომ საქართველოში რაგბის საუკეთესო გულშემატკივრები გვყავს. მათ შრომის დაფასებაც იციან, პატივისცემაც. ჩემს მიმართ სულ დადებითად იყვნენ განწყობილები და ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო".

მკითხველის კომენტარები / 50 /
ეგ არ ვიცი მაგრამ D სექტორის შესასვლელში რომ მარაზმი იყო და ხალხს წესიერად არ უშვებდნენ ეგ ფაქტია! თითქმის ერთი საათის მისული ვიყავით რომ თამაშზე ნახევარზე მეტი იყო გასული რომ შევედით როგორღაც.ჰიმნსაც კი ვერ მოვუსმინეთ და მიზეზი იყო ის რომ გაუმართავი იყო შესასვლელი კარები.ამაზე პასუხს არავინ აგებს,სტადიონზე კი გინდათ რომ მოვიდეს ხალხი.ჭყლეტვა და უბედურება იყო 40 წუთის განმავლობაში და მე პირადად მანდ მომსვლელი აღარც ვარ! დამავიწყდა,ეს ხომ საქართველოა!
გეგი
01 სექტემბერი 2019 14:12
1
არაფერი საგანგაშო ა რ არის - პოტენცია ძალიან ძლიერია, თავისუფლად შეიძლება ტოპ- ნაკრები გავხდეთ, საჭიროა ობიექტური შეფასებები, აზროვნება- ანალიზი - სრულყოფისათვის მისწრაფება! - ახალგაზრდები თანამედროვე რაგბს თამაშობენ, მაგრამ ჯერ-ჯერობით ძალიან სუსტები არიან ფიზიკურად, ძალიან, სიმძლავრე საერთოდ არც გააჩნიათ, როცა მეტოქე შეტევაში დარტყმებს აკეთებს - 2-3 მეტრით უკან ვარდებიან , მაშინ როცა ძველებს სწორად სიმძლავრე აქვთ , აბა ნახეთ წინა მსოფლიოზე როგორ იდგნენ დაცვაში - მეტოქის დარტმების დროს მეტოქეს აგდებდნენ უკან 2-3 მეტრით (!) სისულელეა ,, ნატურალიზება,, (!), მაგრამ ეროვნული ჩემპიონატებში მოწვევა ჯერ ოკეანეთიდან, მერე ბრიტანელებისაც კი მომავალში შესაძლებელია - მისთვის -ს ა ხ ე ლ მ წ ი ფ ო უნდა განვავითაროთ -განვამტკიცოთ, სახელმწიფო უშიშროება - უსაფრთხოება უნდა განვამტკიცოთ, სტრატეგიული მნიშვნელობის ეკონომიკური პროექტები განვახორციელოთ, მით დ ა ს ა ვ ლ უ რ ი ბიზნეს - მენეჯმენტი , სამართლებრივი კოდექსი შემოვიტანოთ,მით ერის იდეურ-მენტალურ გაერთიანებას ჩაეყრება საფუძველი + მით ეკონომიკა , სოციალურ-ფინანსური მდგომარეობა სერიოზულად გამოსწორდება , რომ ხალხს, ერს ეროვნული აღტკინება, შემართება, ნიჭის გამოვლენის და განვითარების ყ ო ვ ე ლ მ ხ რ ი ვ ი შესაძლებლობა მიეცეს და მით მენტალურად- ემოციურადაც ძლიერ მომძლავრდეს, თავისთავად ხალხს შეეძლება ფინანსურად - განწყობით ეროვნული ჩემპიონატების თამაშები ა რ გააცდინონ + ევროპის საკლუბო ტურნირებში მინიმუმ 5-6 კლუბის მონაწილეობა, აქვე ტვ-ებით მუდმივი ანალიზი-მიმოხილვებ ...შედეგად- შიდა ეროვნულ ჩემპიონატებში სერიოზული ფინანსები ჩაიდება, რაგბს ძლიერი ემოციური მხარდაჭერა და ფინანსები ძალიან განავითარებს ( რატომ არ უნდა გავიჩინოთ მიზანი- დავუახლოვოთ ირლანდიის ჩემპიონატს , საფრანგეთის ტოპ-14-ტს-აც კი ფინანსებით- ხარისხით ?!). - სხვაგვარად რ ა უნდა შეიცალოს ?! - ლეგიონერებზე ვართ დაყრდნობილი, რასაც როგორც დადებითი, ისე უარყოფითი გააჩნია (!) 1-თ თუნდაც 2 თვიან შეკრებებზე ძალიან რთულია ხელით თამაშის თუნდაც ,,დახვეწა,, მით უმეტეს ორიენტირება, სისწრაფეში პასების შეცდომების არ დაშვება, მარაოების გაშლა და თან ეს ყოველივე მ ძ ლ ა ვ რ ა დ (?!). პირადად ეჭვის თვალით ვუყურებ, რომ ჰეიგის წასვლის შემდეგ რამე უკეთესობისაკენ შეიცვლება- რ ო გ ო რ ?! - ნაკრები უნდა შედგებოდეს ეროვნული ჩემპიონატებიდან, ანუ იმ დონეზე უნდა გაგვაჩნდეს, რომ ნაკრების 30 მორაგბიდან შეიძლებოდეს მხოლოდ 9 -10 ლეგიონერის მიწვევა, დანარჩენი ეროვნული ჩემპიონატებზე შეთამაშებულებით დაკომპლექტებული(!), მაგრამ დღეს რა ვითარება გვაქვს და რა დონეზე არის ეროვნული ჩემპიონატი ?! - ლეგიონერები (ვისაც იგივე დასავლეთი ზრდის,პროფესიონალებს ხდიან - გვეხმარებიან) , რომ ჩამოვაშოროთ ნაკრებს- ვერც რუსეთის და ვერც ესპანეთის ნაკრებს ვ ე რ მოვუგებთ, მით უმეტეს რუმინეთს-ამ დონეზე ჩავალთ. ლეგიონერები დღეს უპირატესად ერთს ამტკიცებენ - ერს ამ ვაჟკაცური სპორტის სახეობის განვითარების უ დ ი დ ე ს ი პოტენციალი რომ გააჩნია!- დასკვნა- როცა ხელისუფლება იცხოვრებს ძველ ქართველთა წესით : ,,მტერს - მტრისას, მოყვარეს - მოყვარეს,, ანუ მტერს რომ არასოდეს შეუშინდება და მეგობარს - მხარდამჭერს დააფასებს და მით მხოლოდ საკუთარ სახელმწიფოებრიობას განამტკიცებს ... მ ხ ო ლ ო დ მაშინ განვითარდება - განმტკიცდება სახელმწიფო, მით გაძლიერდება ერი მენტალურად, ინტელექტუალურად, ემოციურად,ნებისყობით და განავითარებს ყველა სპორტის სახეობას(!) პ.ს. ბავშვები და გამოუცდელები ნუ გამომეხმარებიან, არ არის რთული გასაგები, რომ სპორტის განვითარება - ავტორიტეტი მ ხ ო ლ ო დ სახელმწიფოს მდგომარეობა- განვითარებაზეა დამოკიდებული!
გლახუნა
01 სექტემბერი 2019 14:00
2
დაწერილია ღამისთვით, უძილობით და ძლიერი სულიერი აღელვების ფონზე ეტყობა, აშკარად ეტყობა
kote
01 სექტემბერი 2019 14:10
2
ყველასთან ბოდიში, ერთი წაგება შოტლანდიასთან ასე თუ დაგვცემდა და გულს გაგვიტეხავდა გულშემატკივრებს ნამდვილად არ ველოდი, ნახავთ თუ შემდეგი თამაშიდანვე არ შეგვრცხვეს ჩვენი ნათქვამის.წარმატებები და ღირსეული თამაში ბიჭებო!
ირაკლი
01 სექტემბერი 2019 13:53
3
ჩვენ ვთამაშობთ ნელ, ძალისმიერ, უპერსპექტივო რაგბს, შოტლანდიამ ჩაგვიტარა მასტერკლასი სწრაფი, გააზრებული თამაში.
s.s.
01 სექტემბერი 2019 13:50
1
ჯობს მგონი სიმართლე ვთქვათ!

ჩვენი გუნდი არის დაკომპლექტებული გულანთებული ვაჯკაცებით რომლებიც მოსაგებად(თუნდაც ამხანაგურში) თავის მაქსიმუმს დებენ და ყველაფერზე მიდიან ეროვნული ნაკრების დასაცავად! მგონი ყველა დამეთანხმება. დიდი მადლობა მათ ამისთვის, ამ "ჟილკისთვის", ამ თავდადებისთვის და იმ ბედნიერი წუთებისთვის რომლებიც მათ გვაჩუქეს და გვჩუქნიან.

ახლა, თანამედროვე რაგბი რომ მარტო მიწოლა და ძალა არ არის უკვე ბევრი დაიწერა. რაგბი ამავე დროს არის სისწრაფე როგორც ფიზიკური ასევე აზროვნების(ინდივიდუალური თუ გუნდური). თუ დააკვირდით გუშინ, დასაწყისში აუტი 1-2-ჯერ ისე სწრაფად შემოიტანეს, ჩვენები აზრზეც ვერ მოვიდნენ რა ხდებოდა. ჩვენი გუნდი არის მძიმე და ნელი, ბავშვობიდან უფრო ძალისმიერ რაგბზე აღზრდილი და ასრულებენ კიდეც ამ საქმეა 5-ზე. მაგრამ 1-ლი დონის გუნდებთან შედარებით ძალიან ნელი ფაქტიურად ყველა კომპონენტში. სუსტი ესპანეთიც კი სისწრაფის ხარჯზე გვიქმნის ამ ბოლო დროს პრობლემებს რადგან წაგების დროსაც ისე ნელა ვთამაშობთ თითქოს ვიგებდეთ. ვერ ვუძლებთ სწრაფ რიტმს და ეს არეულობებს ქმნის ჩვენს თამაშში.

ახლა, სისწრაფე კიდევ ისეთი რამეა, რომ გინ ჰეიგი მოიყვანე გინდა გორგაძე დააბრუნე. შეიძლება რაღაც უკეთესობისკენ შეიცვალოს მაგრამ ბევრი ვერაფერი. ეს გამოუსწორებელი სიტუაციაა ჩვენი ნაკრებისთვის სამწუხაროდ.

ამის შეცვლა მხოლოდ ახალ თაობაში შეიძლება სწორი მუშაობის პირობებში.

ასე, რომ ნუ ვთხოვთ ბიჭებს იმაზე მეტის აწევას ვიდრე შეუძლიათ და მივაქციოთ მეტი ყურადღება ისეთ ჩამშლელ რაგბის სადაც შევძლებთ სწრაფ მეტოქესთან მინიმალური სხვაობის დაფიქსირებას.

ვიტყვი
01 სექტემბერი 2019 12:30
2
სპორტის ყველა სახეობა დიდწილად მძლეოსნობის სხვადასხვა დისციპლინებზეა დაფუძნებული.ჩვენს სკოლებში კი მძლეოსნობის სხვადასხვა დისციპლინებში ვარჯიში კი არა,თვითონ სპორტის გაკვეთილებიც ხშირად აღარ ტარდება.თავის დროზე სპორტის აკადემიის დახურვამ სპეციალისტების მომზადებაში ღრმა კრიზისი გამოიწვია და შემდეგ უკვე სპორტსმენთა მომზადების დონეზეც გავრცელდა.სწორი სირბილის,ხტომის უსწავლელად,ჯანიც მეტი იხარჯება და თითქმის შეუძლებელია საყრდენ მამოძრავებელი სისტემის სწორედ განვითარება.ამას კი შედეგად დიდ დატვირთვებზე გადასვლისთანავე მძიმე და ქრონიკული ტრავმები მოჰყვება.სისწრაფეც ნიჭია,მაგრამ მასაც განვითარება სჭირდება,მაგრამ ვინაა განმავუთარებელი?სპეციალისტები აღარ გვყავს.
სოსო
01 სექტემბერი 2019 16:53
0
რაც ასწავლე ბავშვობიდან, იმას თამაშობენ, ნაკრებში, და მისმა მთავარმა უნდა ასწავლოს ბურთის დაჭერა (არ გაუვარდეს) და ზუსტი პასი ჩამოყალიბებულ რაგბისტს,"ლეგიონერს"?

ნახეთ ეროვნული ჩემპიონატი - ამ სტილში თამაშობენ დღესაც (ცოტა ცვლილებით).
ლევანი
01 სექტემბერი 2019 14:09
0
გული არ გაიტეხოთ, ჩამოვა რუსეთი და დედას ვუტირებთ
დაქოქე მოიდა დაქოქეეე
01 სექტემბერი 2019 11:56
2
კარგი იყო
მთ
02 სექტემბერი 2019 00:33
0
ტემპი მოსამატებელია და ჰეიგი 20 სექტემბრამდე ამას როგორ შეძლებს იმაზე იქნება დამოკიდებული იაპონიაში ჩვენი თამაშის ხარისხი
შოკირებული გულშემატკივარი
01 სექტემბერი 2019 11:20
0
ეჰ მელიტონ მელიტონ?! დახოცავ შენ ნახევარ გუნდს "აიღე და მიეძალეთი" მსოფლიოს დაწყებამდე და მერე მაგ თავისმართლებით წახვალ აქედან. ისევ ის ჩასვრილი პირველი ტაიმი,რაც კილმარნოკის თამაშში ვითამაშეთ,მარა მაშინ მამუკა იყო მოედანზე,აღარ მოგისმინა მეორე ტაიმში და კი გამოგვივიდა რაღაცა. ახლა? ვერავინ გარისკა ალბათ ცოტა ლამაზად და რისკიანად ეთამაშა. არ ჰქონდა დავალება და კი გავმასხარავდით ექვსი ერის თვალშიც.
ციბა
01 სექტემბერი 2019 11:08
5
ბიჯო, გუნდს ბოლო წლებია რეგრესი აქვს, ეს აშკარაა. მგონი უკეთესი შემადგენლობის შერჩევაა სესაძლებელი, მაგრამ აქაც მიკერძოებას აქვს ადგილი როგორც სჩანს, ამის ძმაკაცი, იმის ახლობელი და ამგვარები, ეს ქართული პროვინციალიზმია. ნაკრები ვეღარ ვითარდება და ეს ავტომატურად იწვევს რეგრესს. ასეა საერთობ, მდინარეს რომ შეაგუბებ, მერე ჭაობად იქცევა და ბაყაყები იწყებენ ყიყინს, მერე კიდევ მელიტონას მადლობა, მარა მან დიდი ხანია ამოწურა თავისი შესაძლებლობები და იგი გასული მსოფლიოს შემდეგ უნდა შეეცვალად ცალსახად. ეს არაპროფესიონალური მიდგომაა. აბა გადაავლეთ თვალი,, 2 მსოფლიოზე თუ ჰყოლია ერთი მწვრტნელი ტოპ გუნდებს? არა. ამ მსოფლიოზე, დარწმუნებული ვარ ყველაზე უარესი სედეგი გვექნება, რადგან გუნდს რომელსაც 7 ერზე გაქვს პრეტენზია, სახლში ასეთი ანგარისით კიარა, არ უნდა აგებდეს, არაა. თავის თავს თუ გადავახტებით, თუარა. კაროჩე, ეს კაცი სადაც გაერია, ყველგან ზასტოი იწება თქო ასე მგონია, ბოლომდე აღარ მიყობა, სხვისი იმედი აქვს და სხვები კიდე არ უმართლებენ, როგორც წესი. ერთი რაგბიში იყო კაცური, სამართლიანი მიდგომები და მანდაც ყროლდება რომ ვატყობ. ვნახოთ როგორ გამოსწორდებიად შოტლანდიაში. ერთი სერკინება იყო ძლიერი მხარე და მასაც თავს არიდებდნენ და ბურთი ჰაუტში გადაჰქონდათ?
ვასო
01 სექტემბერი 2019 10:17
7
რომელი უკეთესი შემადგენლობა? ერთი დაასახელე ამათ გარდა უკეთესი ვინ გყავს? ცოტა დაეშვით მიწაზე და ისე იმსჯელეთ.

ახლა ერთ -ორ გვარს დაიძახებ - შემადგენლობა ჩამოთვალე უკეთესი, ვინც არ აიყვანა - 15 კაცი
დათო
01 სექტემბერი 2019 12:08
0
რასაც ჩვენები თამაშობენ ეს წარსულის რაგბია... წინსვლა არ გვაქვს არაფერში და წერეთ ახლა ჰეიგი მაგარიაო. არავითარი სიჩქარე არავითარი აზროვნება მარტო აიღე და მიეძალე, ასე ურუგვაისაც ვერ მოვუგებთ... ერთი შერკინება გვქონდა და ისიც გვეკარგება... წავიდა ჩვენგან 6 ერი, თან დიდი ხნით... ძალიან გამიხარდება თუ შევცდები.
Maximus
01 სექტემბერი 2019 10:13
8

სიახლეები პოპულარული