მიხეილ ნარიაშვილი: თქვენ ფიქრობთ, საქართველომ 10 შერკინებიდან 10-ვე უნდა მოიგოს?!...

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების კაპიტანმა მიხეილ ნარიაშვილმა, შოტლანდიასთან ტესტ-მატჩში დამარცხების (10:44) შემდეგ ისაუბრა:

"მიუხედავად ანგარიშისა, უფრო დიდი მოლოდინი გქვონდა ამ თამაშის მიმართ და გვეგონა, უკეთესი შედეგი გვექნებოდა. თუმცა, გაითვალისწინეთ, რომ რამდენიმე დღის წინ ვითამაშეთ პირველი შეხვედრა და დამღლელი საწვრთნელი პროცესის შემდეგ. შოტლანდიამაც პირველი შეხვედრა დიდი ანგარიშით წააგო საფრანგეთში, თუმცა 1 კვირის წინ სახლში დაამარცხა ფრანგები.

ეს თამაში მალე უნდა დავივიწყოთ და შემდეგ შეხვედრაზე გადავერთოთ. თქვენ ფიქრობთ, საქართველომ 10 შერკინებიდან 10-ვე უნდა მოიგოს? გმაადლობთ, თუ ასეთი კარგი წარმოადგენა გაქვთ ჩვენზე,  ჩვენც საკუთარი თავიდან
ამას მოველით. თუმცა, მეტოქე უნდა გავითვალისწინოთ, შეუძლებელია ყველა შერკინება მოვიგოთ. შეხვედრებზე სხვადასხვა მსაჯები არიან, განსხვავებულად გვიდგებიან შერკინების მორაგბეებს. დღევანდელ მატჩში, მოსამზადებელი ეტაპის მეორე შეხვედრაში საქართველოს ნაკრებს საკმაოდ კარგი შერკინება ჰქონდა. თამაშის მერე საუბარი დეტალებზე ძალიან ძნელია, თუმცა აშკარად გვქონდა კარგი მომენტები და უფრო მეტის მიღწევა შეგვეძლო.

უბედნიერესი ვიქნებოდი, რომ დღეს კაპიტანი მერაბ შარიქაძე ყოფილიყო, თუმცა ისე მოხდა, რომ გუნდი დღეს მე გავიყვანე მოედანზე. ეს უდიდესი პასუხისმგებლობაა და დიდი მადლობა მინდა ვუთხრა მწვრთნელებს, რომლებმაც დამაფასეს, რადგან 6-თვიანი პაუზის შემდეგ დავბრუნდი. მე ვეცადე დადებითი მუხტი შემეტანა ბიჭებთან გასახდელში. სამწუხაროდ, შედეგზე ეს არ აისახა, თუმცა როგორც მილტონმა თქვა, ვეცდებით შოტლანდიაში გასამართი შეხვედრა ჩვენთვის უკეთესი ანგარიშით დასრულდეს."


altშოტლანდიელებს მიაჩნიათ, რომ ბორჯღალოსნები არაორგანიზებული თამაშის გამო დამარცხდნენ

მკითხველის კომენტარები / 40 /
ერთი კითხვა მაქვს. აბა ფეხბურთელებს რატო აგინებთ ხოლმე ისინიც ყოველთვის თავისზე ძლიერებთან აგებენ ხოლმე თან ასე უშანსოოდ.
Buxrika
01 სექტემბერი 2019 13:17
26
განსხვავება ის არის რომ...რაგბისტები თამაშობენ მაშინაც კი როდესაც აგებენ...:)
saba
01 სექტემბერი 2019 14:19
2
ვინც ფეხბურთის და რაგბის აზრზეა,ასეთ კითხვას,არც კი დასვამს.
სოსო
01 სექტემბერი 2019 16:03
1
ყველა გამოხმაურება
ზოგადად არ მიყვარს წარსულისკენ მობრუნება, მაგრამ დღეს, როდესაც უკვე აგერ მეხუთე მსოფლიოსთვის ვემზადებით , სპარინგად შოტლანდიის ნაკრები გვყავს და მასთან ვნადგურდებით, გვავიწყდება რა გზა გავიარეთ აქამდე მოსასვლელად. პორტუგალიასთან, ესპანეთთან და რუმინეთთან გადამწყვეტ შეხვედრებში რამდენჯერ გაგვამწარეს მსაჯებმა და ბოლოს მიზანს მაინც მივაღწიეთ. ვისაც რაგბი უყვარს, ეს ყველამ იცის.შოტლანდიას კი არა, ბრიტანეთის ჯარის გუნდებს ვეთამაშებოდით ტესტებს. ძალიან გულდასაწყვეტია გუშინდელი მარცხი და რეალობას ვერ გავექცევით, მაგრამ უნდა გვახსოვდეს რომ მოდის ახალი თაობა, რომელსაც უფრო მეტის მიღწევა შეუძლია და ამიტომ იმედიანად უნდა ვიყოთ. ბიჭებს მსოფლიოზე ვუგულშემატკივროთ და მომავალს იმედის თვალით შევხედოთ
:)))))
01 სექტემბერი 2019 22:46
0
რა რაგბი რის რაგბი,ფეხბურთს მიხედონ და დაუბრუნონ ის სტადიონები რაც რაგბმა მიისაკუთრა,მაინც მხოლოდ მუყვარულებს უგებენ
ჯიჯი
01 სექტემბერი 2019 14:21
51
ნაკრების და ქომაგის აუგად მოხსენიაბა არავის ეპატიება!
ამაზე დიდი ბრძოლა წაგვიგია, ომო არასდროს!
ვოლასის სამშობლოში დრო უნდა გავაჩეროთ!
დიმა
01 სექტემბერი 2019 22:56
0
დაშოშმინდით ნაკრების და მწვრთელის მლაძღველნო. წავა ერთ თვეში ჰეიგი და მერე "ამტვრიეთ კაკალი" ვის ჩავაბაროთ გუნდიო.
აგერ ნახავთ დააყრით ერთმანეთს მომავალი მწვრთელის გამო.

სანანებელი არ მერე, მაგრამ გატყობთ ახლა ვერ გაიგებთ.
ლევანი
01 სექტემბერი 2019 19:45
3
უფრო სწრაფი თამაში და დისციპლინა გვჭირდება! სხვაგვარად უკეთეს მომავალზე ფიქრი ჯერ ნაადრევია,თანამედროვე რაგბში რაიმე წარმატების მიღწევა ამის გარაეშე შეუძლებელია.წარმატებად შეიძლება ჩაითვალოს შოტლანდიის ნაკრების დონის გუნდს ტოლსწორად რომ ეთამაშები და არა ასე...იაპონელებმა თუ შეძლეს ამის მიღწევა ჩვენ რატომ ვერ უნდა შევძლოთ?
+
02 სექტემბერი 2019 04:50
0
ჩემი აზრით, მორაგბეების ეს თაობა ნაკლებად მოახერხებს ამას. ახალგაზრდები კი ნამდვილად თანამედროვედ ბურთაობენ და დარწმუნებული ვარ, როცა მოვლენ, ბევრად უკეთესად ითამაშებენ.ამიტომ დროთა განმავლობაში სათამაშო პროგრესი ნამდვილად იქნება
: )))))))
02 სექტემბერი 2019 11:35
0
რაც ამ 2 თამაშიდან გამოჩდა ნაკრებს მწვრთნელი ს ხელი არ ეტყობა ტაკტიკურად და ტექნიკურად გუნდი არ არის მომზადებული: აუტი, ფეხით თამაში, დაცვა და აშშ!!! ამის და მიუხედავათ ჩვენი ბიჭები მსოფლიოზე თავის სათქმელს იტყვიან იმიტომ რომ უყვართ თავის ქვეყანა და თავისი ხალხი !!!! გენაცვალეთ ბიჭებო თქვენ საქართველოს საამაყო შვილები იყავით ხართ და მომოვალშიც დარჩებით !!! :)
იმედია ფედერაცია სწორად შეაფასებს დაშვებულ შეცდომებს და მაღალი დონის სპეციალისტს მონახავენ ვისაც ექნება სანაკრებო გამოცდილება და პიარზე და მხოლოდ ლაყბობაზე არ იქნება გადასული!!!!

წარმატებები ჩვენს ბიჭებს :)
ტარიელი
02 სექტემბერი 2019 10:06
3
მიშა ნარიაშვილი ჯიგარია, მაგრამ ამჯერად არ დავეთანხმები,მალე კი არ უნდა დავივიწყოთ ეს თამაში,არამედ კარგად გავაანალიზოთ და ვისწავლოთ ბევრი რამ აქედან. მითუმეტეს რომ შოტლანდიის ნაკრების დონის გუნდებს სამწუხაროდ ხშირად ვერ ვეთამაშებით
giorgi
02 სექტემბერი 2019 03:30
0
უფრო სწრაფი თამაში და დისციპლინა გვჭირდება! სხვაგვარად უკეთეს მომავალზე ფიქრი ნაადრევია,თანამედროვე რაგბში რაიმე წარმატების მიღწევა ამის გარაეშე შეუძლებელია.წარმატებად შეიძლება ჩაითვალოს შოტლანდიის დონის გუნდს ტოლსწორად რომ ეთამაშები და არა ასე...იაპონელებმა თუ შეძლეს ამის მიღწევა ჩვენ რატომ არ უნდა შევძლოთ?
+
02 სექტემბერი 2019 03:02
0
:) ადმინ,გასაგებათ ვწერ ყველაფერს და კომენტარს რატომ მიმახინჯებ? აქ ყველა ჩვენთაგანი რაგბზე ვწერთ! ქართული ენის გრამატიკის საიტი სხვაგან არის!
+
02 სექტემბერი 2019 04:34
0
"მულო შენ გეუბნები,რძალო შენ გაიგონეო"
+
02 სექტემბერი 2019 04:57
0
აქ 90%ისეთი აკეთებს კომენტარს აზზე როარაა რაგბის...ის წავიდეს ეს წამოვიდეს...6ერზე შოტლანდიის თამაშს თუ უყურებთ მოაზროვნეებო..ბრძნული სიტყევებით რომ გამოდიხართ და მარტო სამჯერ რომ გაქვთ რაგბი ნანახი.
Gio
02 სექტემბერი 2019 01:17
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული