გიორგი ჩხაიძე "ბორჯღალოსანთა" მწვრთნელს აკრიტიკებს: "არ ხარ შენ კაი კაცი, მილტონ"

AutoSharing Option
ვეტერანმა მორაგბემ, გიორგი ჩხაიძემ, რომელსაც საქართველოს ნაკრებში 101 მატჩი აქვს ჩატარებული, "ბორჯღალოსანთა" მწვრთნელი მილტონ ჰეიგი მწვავედ გააკრიტიკა. ტექსტს უცვლელად გთავაზობთ.

"ბიჭებს ვულოცავ და წარმატებას ვუსურვებ!

ახლა რაც შეეხება იმ მოთამაშეს, რომელსაც 4 მსოფლიო აქ ნათამაშები და მეხუთეზე უნდა წასულიყო. ცოტა ხომ არ გააფრინეთ თქვე ოჯახაშენებულებო! სულ მსოფლიოში 2 კაცს აქვს ნათამაშები 5 მსოფლიო თასი, ისტორიაში არიან ჩაწერილები და ის ქვეყნები ამაყობენ ამით. არც ლიმას მოუწყვეტია ვარსკვლავები, არც ბერგამასკოს გაუტანია 5 ლელო ბოლო მსოფლიოზე, მაგრამ ადამიანს ის შრომა და თავდადება დაუფასეს
მაინც.

მე როგორც ვიცი, 3 კვირაზე მეტია მეკოს ფეხი აწუხებს და წესიერი რეაბილიტაცია არ ჩაუტარეს, მიუხედავად იმისა, რომ ნაკრებს საკმაოდ გამოცდილი (სამედიცინო) სტაფი ჰყავს. იმ პატარა კლოუნს, რომელსაც სულით ქართველს უძახით, იმდენი შეგნება თუ არ აქვს, რომ ეს საქართველოსთვის აუცილებელია, მაშინ ვიღაცამ უნდა უთხრას ან უნდა დაავალოს! იმიტომ, რომ ეს ქვეყნისთვის არის აუცილებელი!!!

რა გჭირთ ამ ფედერაციაში, რა შეგაშინათ ასე ამ გადაჭრილმა კაცმა? მაგას პროფესიონალიზმი აღარ ჰქვია. ამის დაწერისთვის მეკო ძალიან გამინაწყენდება, მაგრამ არა უშავს. ეს ასე უნდა ყოფილიყო, ისედაც დიდი ხანია ვითმენ.

არ ხარ შენ კაი კაცი, მილტონ.

გიორგი ჩხაიძე (ბინგო)", - წერს ჩხაიძე თავის "ფეისბუქის" გვერდზე.

მკითხველის კომენტარები / 79 /
რა უაზრობას ამბობს ეს კაცი რა უნდა ვერ გავიგე? ნაკრებში მოთამაშე სათამაშო ფორმის მიხედვით უნდა ხვდებოდეს და არა იმიტომ რომ 4 მსოფლიო ითამაშა და ბარემ მე-5 ვათამაშოთ. მაგრე ხელოვნურად შეიძლება 7 მსოფლიო ვათამაშოდ და მერე ვიამაყოთ ყველაზე მეტი მსოფლიოზე ქართველს უთამაშიაო. რბილად რომ ვთქვათ გოიმობაა.პატარა ინტელექტში მომატება ჭირდებათ ქართველ სპოტსმენებს. ამას Xშირად ვამჩნევ სამწუხაროდ.
irakli81
03 სექტემბერი 2019 02:06
9
ქართული სენი.. ე ბიჭო ამხელა კაცი ხარ ნაკრებს მსოფლიოზე აქვს სათამაშო.. წავა ის კაცი ნაკრებიდან, ჩამოვლენ და მერე დაწერე რაც გინდა. ახლა რომ წერ სწორია?
zaali
03 სექტემბერი 2019 02:06
1
'ქართული სენი.. ე ბიჭო ამხელა კაცი ხარ ნაკრებს მსოფლიოზე აქვს სათამაშო.. წავა ის კაცი ნაკრებიდან, ჩამოვლენ და მერე დაწერე რაც გინდა. ახლა რომ წერ სწორია?'- 100%
მომავალ თაობისთვის "მაგარი" მაგალითია.
დათო
03 სექტემბერი 2019 12:23
2
ჯერ ერთი მეკო ნაკრებში კი არა ნორმალურ ქვეყანაში ციხეში უნდა იჯდეს 5 ადამიანის ავტო ავარიაში გაუფრთხილებლობით მკვლელობაში და შენმა საძმაკაცომ საქმე რომ ჩაუწყვეთ და გარეთ დადის,ეს არ ნიშნავს რომ მართალია .მეორც შჰენ რომ მილტონის მასთი სიტყვებით აგინებ მაქედანაც ჩანს შენი შეშა ინტელექტი.
mamulo
03 სექტემბერი 2019 01:37
11
მაგაზე ბინგოს მარტივ პასუხს მიიღებს: ჰეიგთან სიმაღლეში სხვაობა ხმლის სულ რაღაც ერთი მოქნევით გამოსწორებადია (ნაპოლეონს მიაწერენ ამ სიტყვებს)
pasuxi
03 სექტემბერი 2019 13:08
3
ეჰ ამათაც აურიეს
Racha
03 სექტემბერი 2019 01:34
1
ნაწერზე ეტყობა რა ინტელექტიც აქვს.
niko
03 სექტემბერი 2019 01:22
3
ვერალი რაცხა საქმე კაათ, ჩხაიძე კია გურული მარა ასე ემოციურიც არ იქნება გაუაზრებლად აძაგოს მელიტონა
03 სექტემბერი 2019 01:16
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული