გიორგი ჩხაიძე "ბორჯღალოსანთა" მწვრთნელს აკრიტიკებს: "არ ხარ შენ კაი კაცი, მილტონ"

AutoSharing Option
ვეტერანმა მორაგბემ, გიორგი ჩხაიძემ, რომელსაც საქართველოს ნაკრებში 101 მატჩი აქვს ჩატარებული, "ბორჯღალოსანთა" მწვრთნელი მილტონ ჰეიგი მწვავედ გააკრიტიკა. ტექსტს უცვლელად გთავაზობთ.

"ბიჭებს ვულოცავ და წარმატებას ვუსურვებ!

ახლა რაც შეეხება იმ მოთამაშეს, რომელსაც 4 მსოფლიო აქ ნათამაშები და მეხუთეზე უნდა წასულიყო. ცოტა ხომ არ გააფრინეთ თქვე ოჯახაშენებულებო! სულ მსოფლიოში 2 კაცს აქვს ნათამაშები 5 მსოფლიო თასი, ისტორიაში არიან ჩაწერილები და ის ქვეყნები ამაყობენ ამით. არც ლიმას მოუწყვეტია ვარსკვლავები, არც ბერგამასკოს გაუტანია 5 ლელო ბოლო მსოფლიოზე, მაგრამ ადამიანს ის შრომა და თავდადება დაუფასეს
მაინც.

მე როგორც ვიცი, 3 კვირაზე მეტია მეკოს ფეხი აწუხებს და წესიერი რეაბილიტაცია არ ჩაუტარეს, მიუხედავად იმისა, რომ ნაკრებს საკმაოდ გამოცდილი (სამედიცინო) სტაფი ჰყავს. იმ პატარა კლოუნს, რომელსაც სულით ქართველს უძახით, იმდენი შეგნება თუ არ აქვს, რომ ეს საქართველოსთვის აუცილებელია, მაშინ ვიღაცამ უნდა უთხრას ან უნდა დაავალოს! იმიტომ, რომ ეს ქვეყნისთვის არის აუცილებელი!!!

რა გჭირთ ამ ფედერაციაში, რა შეგაშინათ ასე ამ გადაჭრილმა კაცმა? მაგას პროფესიონალიზმი აღარ ჰქვია. ამის დაწერისთვის მეკო ძალიან გამინაწყენდება, მაგრამ არა უშავს. ეს ასე უნდა ყოფილიყო, ისედაც დიდი ხანია ვითმენ.

არ ხარ შენ კაი კაცი, მილტონ.

გიორგი ჩხაიძე (ბინგო)", - წერს ჩხაიძე თავის "ფეისბუქის" გვერდზე.

მკითხველის კომენტარები / 79 /
აქაც კიდევ ერთი უსამართლობაა ...იქ ხარაიშვილი აქ კი კვირიკაშვილი ...თუ კი მართლაც არ უმკურნალეს თუ კი მართლაც ისტორიულ მომენტთან გვაქვს საქმე თუ კი ამ კაცს ძირითადად ჯარიმები და გარდასახვები ავალია რასაც მშვენიარად აკეთებდა და გააკეთებდა კიდევ ...რა უბედურება გახდა 31 კაცში რომ მისი ადგილი არ მოიძებნა ...მითუმეტეს როდესაც ჯგუფში ისეთი მეტოქეები გყავს ძირითადად რომ თითქმის ტურისტებად მიდიხართ იქ ...ერთ ისტორიული შედეგის დადება შეგეძლოთ და ისიც დაკარგეთ სპეციალურად ...აბა ვისთან ვართ მომგები უელსს თუ ავსტრალიას ...ფიჯი დძააან დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ არის და კანადასთან კი თუ კი ითამაშებდა ეს კაცი რა დაშავდებოდა ამით ...მაგრამ ვიღაცას არ აწყობდა რომ ქართველიც ყოფილიყო ხუთჯერ მსოფლიო თასის მონაწილე ეს ხომ მესამე შემთხვევა იქნებოდა ისტორიაში ...რა გვჩირს ნეტავ ასეთი რომ ყველგან და ყველაფერში უსამართლობა ხდება და თანაც მართლმადიდებელ ქვეყანაში ...!!!
რა გვჩირს ნეტავ
03 სექტემბერი 2019 13:45
29
ჯერ გაიგეთ ჩვენთან ვინ არის ჯგუფში და მერე ილაპარაკეთ. არაკომპეტენტურობის მწვერვალი ხართ
რა გვჭირს ნეტავ-ს
05 სექტემბერი 2019 15:47
0
გეთანხმები თურმე ჯოჯოხეთში კრება იყო ეშმაკების და გაიგეს რომ მეკო მე-5 მსოფლიოზე მიდიოდა რითაც ჩრდილი მიადგებოდა კათოლიკე რაგბისტების მიღწვებს და მასონებს დაავალეს რომ ჩაეშალათ ეს ყველაფერი, იმათმა ბიძოს იმან კიდე ბახტოს დააავალა. ბახტაძეც ადგა გორგოძეს დაურეკა ნაკრებში დაბრუნებაზე დაითანხმა და მელიტონა იძულებული გახდა მეკოსთვის გაეჩალიჩებინა. ასე იყო ერთმა წმინდა კაცმა ნახა სიზმარში.
semi
03 სექტემბერი 2019 17:27
2
ყველა გამოხმაურება
კომენტარებიდან კარგად ჩანს რომ წერილმა რა დათვური სამსახური გაუწია მექოს.კაცს ისედაც დიდი პრობლემები აქვს საზოგადოების გარკვეულ ნაწილთან და რა დიდი მნიშვნელობა აქვს მეხუთედ წავა თუ არა მსოფლიოზე მითუმეტეს რო წარმატების შანსი არა გვაქვს.თან წესიერ კაცს ჰეიგს დაუმსახურებელ შეურაცყოფას აყენებს. ჩხაიძემ ან არაფხიზელ მდგომარეობაში დაწერა და ბოდიში მოიხადოს ან მთლად ნორმალური არ არის.
ზოგჯერ თქმითაც დაშავდების
03 სექტემბერი 2019 13:36
3
ეს ლანძღვა და შეურაწყოფა რა კაცის საქმეა, მითუმეტეს მორაგბის.
ლაშა
03 სექტემბერი 2019 13:32
1
ნაკრებში გამოსაძახებელი მოთამაშეების რაოდენობა რომ ლიმიტირებული არ ყოფილიყო იქნებ მხარიც დამეჭირა მისთვის მაგრამ დავიჯერო ჩხაიძემ არ იცის რომ ლიმიტირებულია ეს რაოდენობა და ტრამვის შემთხვევაში ან თუნდაც ტაქტიკური სქემის შეცვლის შემთხვევაში საჭირო კაცს საქართველოდან ვეღარ დაუძახებ? არა მგონია არ იცოდეს, ნაკრებში თვიტონაა არაერთხელ გამოძახებული. ამიტომ მე მგონია რომ ჰეიგის პირადი ბოღმა ჰქონდა და მომენტი არ გამოტოვა, მოკლედ, კვირიკაშვილი გამოიყენა. აბა სხვა რა ვიფიქრო როცა კაცი ნაკრებში ნათამეშები კაცი რასაც სთავაზობს ნაკრებს არის პირდაპირი მავნებლობა ამოფარებული ვითომ პატრიოტობას? არა ჰეიგი არ არის ცუდი კაცი, ეს მაგის საქციელია შეუფერებელი კარგი და კომპეტენტური კაცისთვის.
გიორგი
03 სექტემბერი 2019 13:30
3
ამდენი წელი ეს კაცი ეროვნული ნაკრების მწვრთნელია ნაკრების სადაც შენც თამაშობდი თუ მთელი ეს დრო არაკაცი იყო აქამდე სად იყავი?თუ ეხლა შეეშალა (ჩემი აზრით არ შეშლია) ამის გამო როგორ ლაპარაკობ ესე შე კარგო კაცო?
dat
03 სექტემბერი 2019 13:22
2
მეკო იყო კარგი მორაგბე ბევრი ძალიან მაგარი მომენტი და ლელო გვაჩუქა მაგრამ წავიდა ის დრო ვეღარ თამაშობს აღარ არია იმ ასაკში და არულიად ვეთანხმები იმ აზრს რომ არ წაიყვანეს...ბინგო სხვანაირი ქართველი მეგონეე..ეგ არაა სწორი საქციელი..ან ეა გადაჭრილი კაცი რა პონტიაა.მაგ კაცმაა ბევრი გააკეთა ქართული რაგბისთვის..ძალიან.მეტი აღარ უნდა დაგელიაა.თან რა დროს მსოფლიო კარზეა მომდგარი ტოო.გეტყობა არაპროფეაიონალიზმი
Gio
03 სექტემბერი 2019 13:05
2
ჩხაიძე-100%!
გივი-გია
03 სექტემბერი 2019 12:56
46
როგორც ვიყავით "ძმაოების" ქვეყანა, ისე დავრჩით. არ არის ჩვენი საშველი.
აზრის გამოთქმა კი ბატონო, მაგრამ ეს შეურაცყოფა და გარეგნობაზე აქცენტი რა საქციელი და ზრდილობაა? ბარემ საქმე გაურჩიე და ქუედების ჩარევა არ დაგავიწყდეს.
Irakliy
03 სექტემბერი 2019 12:15
4
Es erti sportiga iyo saqartveloshi darchenili,risi imedic gvqonda da mivadeqit amasac? sircxvilia kacebo,sircxvili.
Misha
03 სექტემბერი 2019 11:47
1
მე გული იმაზე მწყდება,რომ იმდენი ვაქეთ ჩვენი რეგბისტები-ჯირები,ლომები,ვეფხვები,დიდი ერთი ოჯახი და ა.შ. და ბოლოს ამებმაც იფიქრებს ჩვენ ვყოფილვართ ვინც ვყოფილვართო და ბევრის უფლებას აძლევენ თავის თავს.მართალია უმეტესობას არ ეხება,მარა მაინც ის ძველი რაც იყო სამწუხაროდ ნელ-ნელა....დავუბრუნდით ბიჭებო ძველ დროს.წარმატებები.p.s.კაცმა მთელი თავისი სამწვრთნელო კარიერა ჩვენთან გაატარა,რამდენი კარგი ქნა,მელიტონაც დავარქვით,და უმადურობაა წასვლის წინ მისთვის ეგეთი რამეების თქმა.
კახა ქ.
03 სექტემბერი 2019 11:41
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული