dailymail: გრეგორ ტაუნსენდის გუნდს ჯიუტი ქართველების ძლევა ძვირად დაუჯდა

AutoSharing Option
ბრიტანულმა მედიამ შოტლანდიისა და საქართველოს მორაგბეთა ნაკრებების მატჩს (36:9) დიდი ყურადღება არ დაუთმო, აქცენტი უფრო ინგლისელთა მიერ იტალიელების 37:0 დამარცხებაზე გააკეთა, მხოლოდ "დეილი მეილმა" მიუძღვნა მიმოხილვა, რომლის თქვენთვის საინტერესო ამონარიდსაც გაგაცნობთ:

"გრეგორ ტაუნსენდის გუნდს ჯიუტი სტუმრების დამარცხება და მსოფლიოს ჩემპიონატის წინ, გასახურებელ მატჩებში ზედიზედ მესამე გამარჯვების მოპოვება ძვირად დაუჯდა.

ჯიუტი ქართველების წინააღმდეგობა მასპინძლებმა 1 ქულით მოგებული პირველი ტაიმის შემდეგ, მხოლოდ მეორე ტაიმში დაძლიეს. შოტლანდიამ პარასკევ საღამოს "მარიფილდზე" ჩვეულად საუკეთესოდ ითამაშა და მეტოქე შეცდომებისთვის
დასაჯა, გულშემატკივრები კი ლამაზი და ენერგიული თამაშით და 6 ლელოთი გაახარა.

თუმცა, ტრავმები მიიღეს ჯეიმი რიჩიმ, ბლერ კირჰორნმა და ბენ ტულისმა. მათ ერთი მეორის მიყოლებით დატოვეს მოედანი და გაემგზავრებინ თუ არა იაპონიაში, ამას სამედიცინო შემოწმება დაადგენს".

მკითხველის კომენტარები / 5 /
რატოა იტალია 1 დონის გუნდი ვერ გავიგე რა
gagi
18:33 07-09-2019
8
იმედით ვუყურებ მომავალს, ეს ჩემპიონატი რომ ჩამთავრდება და ახალი მწვრთნელი მოვა{იმედია საკმაოდ მაღალი დონის იქნება} ჰეიგმა უკვე კარგა ხანია ამოწურა თავისი შესაძლებლობები
ალეკსანდრე
17:26 07-09-2019
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული