ბრიტანულმა მედიამ შოტლანდიისა და საქართველოს მორაგბეთა ნაკრებების მატჩს (36:9) დიდი ყურადღება არ დაუთმო, აქცენტი უფრო ინგლისელთა მიერ იტალიელების 37:0 დამარცხებაზე გააკეთა, მხოლოდ "დეილი მეილმა" მიუძღვნა მიმოხილვა, რომლის თქვენთვის საინტერესო ამონარიდსაც გაგაცნობთ:
"გრეგორ ტაუნსენდის გუნდს ჯიუტი სტუმრების დამარცხება და მსოფლიოს ჩემპიონატის წინ, გასახურებელ მატჩებში ზედიზედ მესამე გამარჯვების მოპოვება ძვირად დაუჯდა.
ჯიუტი ქართველების წინააღმდეგობა მასპინძლებმა 1 ქულით მოგებული პირველი ტაიმის შემდეგ, მხოლოდ მეორე ტაიმში დაძლიეს. შოტლანდიამ პარასკევ საღამოს "მარიფილდზე" ჩვეულად საუკეთესოდ ითამაშა და მეტოქე შეცდომებისთვის
დასაჯა, გულშემატკივრები კი ლამაზი და ენერგიული თამაშით და 6 ლელოთი გაახარა.
თუმცა, ტრავმები მიიღეს ჯეიმი რიჩიმ, ბლერ კირჰორნმა და ბენ ტულისმა. მათ ერთი მეორის მიყოლებით დატოვეს მოედანი და გაემგზავრებინ თუ არა იაპონიაში, ამას სამედიცინო შემოწმება დაადგენს".