მსოფლიო თასი წელს მეცხრედ იმართება (1987 წლიდან 4 წელიწადში ერთხელ) და მას პირველად მასპინძლობს ეგრეთ წოდებული ტიერ2-ის ქვეყანა. საქართველოს ნაკრები ზედიზედ მეხუთე მსოფლიო თასს (2003 წლიდან) თამაშობს და მიზნად ოთხი წლის წინ ნაჩვენები შედეგის გამეორება დაისახა - ორი თამაშის მოგება.
პლანეტის 20 საუკეთესო გუნდი პირველობისთვის 20 სექტემბრიდან 2 ნოემბრამდე იბრძოლებს. ისინი ოთხ 5-გუნდა ჯგუფში არიან განაწილებულნი, საიდანაც ორ-ორი მოწინავე თასის მეოთხედფინალში გადის, დანარჩენები კი ტურნირს ასრულებენ. ჯგუფის ოთხივე მესამეადგილოსანი, თასის მეოთხედფინალისტებთან ერთად, 4 წლით ადრე იბევებს 2023 წლის მსოფლიო თასის საგზურს.
იაპონიაში, "ა" ჯგუფში ირლანდია, შოტლანდია, იაპონია, რუსეთი და სამოა ითამაშებენ; "ბ" ჯგუფში ახალი ზელანდია, სამხრეთი აფრიკა, იტალია, ნამიბია და კანადა მოხვდნენ; "გ" ჯგუფში ინგლისი, საფრანგეთი, არგენტინა, აშშ და ტონგა ითამაშებენ; "დ" ჯგუფშია საქართველო - ავსტრალიასთან, უელსთან, ფიჯისა და ურუგვაის ნაკრებებთან ერთად.
პირველი შეხვედრა 23 სექტემბერს, საქართველოს დროით 14:15 საათზე, ქალაქ ტოიოტაში უელსთან გვაქვს; 29 სექტემბერს, 09:15 საათზე, კუმაგაიაში ურუგვაის ვეთამაშებით; 3 ოქტომბერს, ასევე 09:15 საათზე, ოსაკაში ფიჯის შევხვდებით, ხოლო ჯგუფურ ეტაპს 11 ოქტომბერს, 14:15 საათზე, შიზუოკაში ავსტრალიასთან მატჩით ვასრულებთ.
მოსამზადებელი ეტაპი
"ბორჯღალოსნებმა" მსოფლიო თასისთვის მზადება 24 ივნისს დაიწყო და სამი ურთულესი ეტაპი გაიარა. პირველი, ფიზმომზადების 3-კვირიანი ეტაპი "შევარდენის" სანაკრებო ბაზაზე ჰქონდათ; მეორე, ასევე ფიზმომზადების 3-კვირიანი ეტაპი - თურქეთში, ანტალიაში; მესამე ეტაპზე გუნდი კომბინაციებს და სათამაშო ელემენტებს ამუშავებდა და სამი გასახურებელი თამაში ჰქონდა.27 აგვისტოს "მიხეილ მესხზე" პრო 14-ის სამხრეთაფრიკული ფრანჩაიზი "საუზერნ კინგსი" გვეწვია და დასკვნით 12 წუთში გატანილი 3 ლელოთი 24:20 დავამარცხეთ; 31 აგვისტოს "დინამო არენაზე" შოტლანდიის ნაკრებს დავუხვდით. ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც საქართველოში ტიერ1-ის ნაკრები ჩამოვიდა და მეტოქემ 44:10 გაიმარჯვა. 6 სექტემბერს შოტლანდიას უკვე ლეგენდარულ "მარიფილდზე" ვეწვიეთ და კლასით მაღლა მდგომმა მეტოქემ აქაც გაიმარჯვა - 36:9. აღსანიშნავია, რომ ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც საქართველოს ნაკრებმა მოსამზადებელ ეტაპზე ტიერ1-ის ქვეყნის ნაკრებთან ითამაშა.
"ბორჯღალოსნებს" 8 სექტემბერს ლონდონის აეროპორტში შეუერთდა ლეგენდარული კაპიტანი მამუკა გორგოძე, რომელსაც სანაკრებო კარიერა სამი წლის დასრულებული ჰქონდა, თუმცა ტრავმების ფონზე მორაგბეების თხოვნა გაითვალისწინა და ნაკრებს დაუბრუნდა.
!["GO Georgia, მიაწვა" - საქართველოს ნაკრები იაპონიაშია [VIDEO] Sportall.Ge](/pictures/artimages/original/7f251b78b26131f5a2db9d75078b18be.jpg)
იაპონიაში "ბორჯღალოსნებს" საქართველოს სრულუფლებიანი და საგანგებო დესპანი თემურ ლეჟავა, ასევე, საელჩოს წარმომადგენლები დახვდნენ.
ხანგრძლივი მოსამზადებელი პერიოდი ჰქონდათ ჩვენს მომავალ მეტოქეებსაც. უელსმა ოთხი მოსამზადებელი ტესტ-მატჩი გამართა - ორ-ორჯერ ინგლისთან და ირლანდიასთან. პირველ შეხვედრაში მათ ინგლისმა 33:19 სძლია, 17 აგვისტოს კი იმავე მეტოქესთან რევანში შედგა. უელსმა 13:6 იმარჯვა და ერთი კვირით მსოფლიო რაგბის რეიტინგის სათავეში მოექცა. ირლანდიამ "დრაკონებს" სტუმრად 22:17 სძლია, ხოლო შინ 19:10 დაამარცხა და რეიტინგის სათავეშიც თავად აღზევდა.
სამი თამაში ჰქონდა ურუგვაის. მათ პირველ შეხვედრაში სამხრეთ ამერიკის XV (ნაკრები) 24:20 დაამარცხეს, მერე ბრაზილიას 43:5 სძლიეს, ხოლო 7 სექტემბერს არგენტინის მეორე ნაკრებთან 24:35 დამარცხდნენ.
ფიჯიმ ივლისის თვეში ახალზელანდიელ "მაორებთან" ორი ტესტი გამართა და პირველში 27:10 იმარჯვა, ხოლო მეორეში 17:26 დამარცხდა. მერე ის წყნარი ოკეანის თასის გათამაშებაში ჩაერთო და იაპონიასთან 21:34 დამარცხდა, კანადასა და სამოას კი, შესაბამისად, 38:13 და 10:3 სძლია. 31 აგვისტოს ფიჯელები ტონგას ეთამაშნენ და 29:19 დაამარცხეს.
ავსტრალიამ ზაფხულის პირველი სამი მატჩი ოთხი ერის, იგივე რაგბი ჩემპიონშიფის ეგიდით გამართა და სამხრეთ აფრიკასთან სტუმრად 17:35 მარცხის შემდეგ, შინ არგენტინას 16:10, ხოლო ახალ ზელანდიას 47:26 სძლია. ერთ კვირაში "ოლ ბლექსმა" უკვე "ბლედისლოუსთვის" განმეორებით მატჩში რევანში აიღო და "ვოლაბები" 36:0 დაამარცხა. ბოლო ტესტი ავსტრალიას 7 სექტემბერს სამოასთან ჰქონდა და 34:15 იმარჯვა.
2007 წლის მსოფლიო თასზე გუნდი ქართველი მწვრთნელების სამეულმა წაიყვანა - მალხაზ ჭეიშვილი, პაატა ნარიმანაშვილი და დავით ჩავლეიშვილი. გუნდმა პირველ ტაიმში დიდი წინააღმდეგობა გაუწია არგენტინას, მაგრამ მეორეში 4 ლელო გაუშვა (3:33); დასამახსოვრებელი მატჩი ჩაატარა ირლანდიასთან, სადაც ტიერ1-ის გუნდი მარცხს სასწაულად გადაურჩა - 10:14 და გუნდმა მსოფლიო თასის ისტორიაში პირველი საცხრილო ქულა (მცირე სხვაობით მარცხისთვის) ჩაიწერა; მერე მსოფლიო თასზე პირველი გამარჯვება მოიპოვა, როდესაც ნამიბიას 30:0 სძლია; ბოლოს კი მასპინძელ საფრანგეთთან 7:64 დამარცხდა;
2011 წელს გუნდს ახალ ზელანდიაში რიჩი დიქსონი გაუძღვა. შოტლანდიისგან ლელო არ მივიღეთ, თუმცა ეს გამარჯვებისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა (6:15); ინგლისთან ბრძოლა საათზე მეტხანს გაგრძელდა, მაგრამ მეტოქემ დასკვნით წუთებში უპირატესობა გაზარდა (10:41); სამაგიეროდ დაგეგმილი გამარჯვება მოიპოვა რუმინეთთან (25:9); ბოლოს კი არგენტინას ტაიმი მოუგო, მაგრამ საბოლოოდ შეხვედრა 7:25 დათმო.
2015 წელს, მილტონ ჰეიგის ხელმძღვანელობით, მსოფლიო თასზე მონაწილეობის ისტორიაში პირველად, გუნდმა ორი გამარჯვება მოიპოვა და ნაადრევად დაიბევა იაპონიის საგზური. "ბორჯღალოსნებმა" პირველ შეხვედრაში ბევრისთვის მოულოდნელად დაამარცხა ტონგა - 17:10; არგენტინამ მეორე ტაიმის დასაწყისში გაილაღა და 54:9 იმარჯვა; მსოფლიოს ჩემპიონ ახალ ზელანდიას საქართველო მედგრად ებრძოლა, რაც მთელმა მსოფლიომ აღიარა (10:43); ბოლოს კი ნამიბიას დაძაბულ მატჩში მინიმალური სხვაობით, 17:16 სძლია და ისტორიული შედეგი დააფიქსირა.
ხანგრძლივი მოსამზადებელი პერიოდი ჰქონდათ ჩვენს მომავალ მეტოქეებსაც. უელსმა ოთხი მოსამზადებელი ტესტ-მატჩი გამართა - ორ-ორჯერ ინგლისთან და ირლანდიასთან. პირველ შეხვედრაში მათ ინგლისმა 33:19 სძლია, 17 აგვისტოს კი იმავე მეტოქესთან რევანში შედგა. უელსმა 13:6 იმარჯვა და ერთი კვირით მსოფლიო რაგბის რეიტინგის სათავეში მოექცა. ირლანდიამ "დრაკონებს" სტუმრად 22:17 სძლია, ხოლო შინ 19:10 დაამარცხა და რეიტინგის სათავეშიც თავად აღზევდა.
სამი თამაში ჰქონდა ურუგვაის. მათ პირველ შეხვედრაში სამხრეთ ამერიკის XV (ნაკრები) 24:20 დაამარცხეს, მერე ბრაზილიას 43:5 სძლიეს, ხოლო 7 სექტემბერს არგენტინის მეორე ნაკრებთან 24:35 დამარცხდნენ.
ფიჯიმ ივლისის თვეში ახალზელანდიელ "მაორებთან" ორი ტესტი გამართა და პირველში 27:10 იმარჯვა, ხოლო მეორეში 17:26 დამარცხდა. მერე ის წყნარი ოკეანის თასის გათამაშებაში ჩაერთო და იაპონიასთან 21:34 დამარცხდა, კანადასა და სამოას კი, შესაბამისად, 38:13 და 10:3 სძლია. 31 აგვისტოს ფიჯელები ტონგას ეთამაშნენ და 29:19 დაამარცხეს.
ავსტრალიამ ზაფხულის პირველი სამი მატჩი ოთხი ერის, იგივე რაგბი ჩემპიონშიფის ეგიდით გამართა და სამხრეთ აფრიკასთან სტუმრად 17:35 მარცხის შემდეგ, შინ არგენტინას 16:10, ხოლო ახალ ზელანდიას 47:26 სძლია. ერთ კვირაში "ოლ ბლექსმა" უკვე "ბლედისლოუსთვის" განმეორებით მატჩში რევანში აიღო და "ვოლაბები" 36:0 დაამარცხა. ბოლო ტესტი ავსტრალიას 7 სექტემბერს სამოასთან ჰქონდა და 34:15 იმარჯვა.
მეხუთე მსოფლიო
"ბორჯღალოსნებმა" სადებიუტო მსოფლიო თასზე 2003 წელს, ფრანგი კლოდ სორელის ხელმძღვანელობით ითამაშა და ოთხივე თამაში დათმო - ინგლისთან 6:84, სამოასთან 9:46, სამხრეთ აფრიკასთან 19:46 და ურუგვაისთან 12:24.2007 წლის მსოფლიო თასზე გუნდი ქართველი მწვრთნელების სამეულმა წაიყვანა - მალხაზ ჭეიშვილი, პაატა ნარიმანაშვილი და დავით ჩავლეიშვილი. გუნდმა პირველ ტაიმში დიდი წინააღმდეგობა გაუწია არგენტინას, მაგრამ მეორეში 4 ლელო გაუშვა (3:33); დასამახსოვრებელი მატჩი ჩაატარა ირლანდიასთან, სადაც ტიერ1-ის გუნდი მარცხს სასწაულად გადაურჩა - 10:14 და გუნდმა მსოფლიო თასის ისტორიაში პირველი საცხრილო ქულა (მცირე სხვაობით მარცხისთვის) ჩაიწერა; მერე მსოფლიო თასზე პირველი გამარჯვება მოიპოვა, როდესაც ნამიბიას 30:0 სძლია; ბოლოს კი მასპინძელ საფრანგეთთან 7:64 დამარცხდა;
2011 წელს გუნდს ახალ ზელანდიაში რიჩი დიქსონი გაუძღვა. შოტლანდიისგან ლელო არ მივიღეთ, თუმცა ეს გამარჯვებისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა (6:15); ინგლისთან ბრძოლა საათზე მეტხანს გაგრძელდა, მაგრამ მეტოქემ დასკვნით წუთებში უპირატესობა გაზარდა (10:41); სამაგიეროდ დაგეგმილი გამარჯვება მოიპოვა რუმინეთთან (25:9); ბოლოს კი არგენტინას ტაიმი მოუგო, მაგრამ საბოლოოდ შეხვედრა 7:25 დათმო.
2015 წელს, მილტონ ჰეიგის ხელმძღვანელობით, მსოფლიო თასზე მონაწილეობის ისტორიაში პირველად, გუნდმა ორი გამარჯვება მოიპოვა და ნაადრევად დაიბევა იაპონიის საგზური. "ბორჯღალოსნებმა" პირველ შეხვედრაში ბევრისთვის მოულოდნელად დაამარცხა ტონგა - 17:10; არგენტინამ მეორე ტაიმის დასაწყისში გაილაღა და 54:9 იმარჯვა; მსოფლიოს ჩემპიონ ახალ ზელანდიას საქართველო მედგრად ებრძოლა, რაც მთელმა მსოფლიომ აღიარა (10:43); ბოლოს კი ნამიბიას დაძაბულ მატჩში მინიმალური სხვაობით, 17:16 სძლია და ისტორიული შედეგი დააფიქსირა.
მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით
მადლობა