ფოტო: rugby.ge/ლევან ვერძეული
საქართველოს მორაგბეთა ნაკრების ფულბეკი სოსო მათიაშვილი ავტორიტეტულმა Ultimaterugby-მ კვირის სიმბოლურ ნაკრებში დაასახელა.
ის ერთადერთი წარმომადგენელია "მეორე დონის" ქვეყნებიდან.
გამოცემა წერს: "მათიაშვილი გამორჩეული იყო შოტლანდიასთან მატჩში. მან 11 მცველი ჩამოიცილა და ბურთით ხელში 80-ზე მეტი მეტრი გაიარა".
სიმბოლურშია ჩვენი მეტოქის მგეზავი ადამ ჰეისთინგსი. სულ სიმბოლურში 3-3 ინგლისელი, ახალზელანდიელი და ირლანდიელი, ორ-ორი სამხრეთაფრიკელი და ავსტრალიელი და თითო-თითო ქართველი და შოტლანდიელი მოხვდნენ.
მათიაშვილს "ბორჯღალოსანთა" კვართით 19-ჯერ უთამაშია და მის ანგარიშზე 135 ქულაა.
საქართველოს რაგბის ნაკრების მწვრთნელი: ზოგიერთი ადამიანის დაშინება გვინდა
რა ელის "ბორჯღალოსნებს"? - იაპონიაში ტაიფუნმა მსოფლიოს თასს საფრთხე უკვე შეუქმნა [VIDEO]
მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით