დღეს, 12 სექტემბერს, ქართული რაგბისთვის საიუბილეო თარიღია.
1989 წლის 12 სექტემბერს პირველად შეიკრიბა საქართველოს მორაგბეთა ნაკრები და ქუთაისში, დავით კილასონიას ხელმძღვანელობით, პირველ საერთაშორისო მატჩში ზიმბაბვეს ნაკრებს შეხვდა და ანგარიშით 16:3 დაამარცხა.
"ბორჯღალოსნების" პირველი კაპიტანი კი ოლეგ ლიპარტელიანი გახლდათ.
აღნიშნულ თარიღთან დაკავშირებით "ფეისბუქზე" ვრცელ პოსტს ყოფილი მორაგბე, საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ყოფილი წევრი ალექს ჩიქოვანი აქვეყნებს, რომელიც ჩვენი მკითხველისთვისაც საინტერესო იქნება.
გთავაზობთ პოსტს უცვლელად:
"დღეს ბორჯღალოსნების დაბადების დღეა! 30 წლის წინ... 1989 წლის 12 სექტემბერს დავით კილასონიას გაბედული ნაბიჯის შედეგად შეიკრიბა საქართველოს ისტორიაში
პირველი საქართველოს ნაკრები, რომელიც იმ დროისთვის ორი უმაღლესი ლიგის ლეგენდარული გუნდის, ქუთაისის "აიასა" და თბილისის "ლოკომოტივის" მოთამაშეებისაგან შედგებოდა. ამ ნაკრებში თამაშობდნენ ქართული რაგბის დიდი ლეგენდები, ყველას არ ჩამოვთვლი, დასასახელებლად ნუგზარ ძაგნიძეც კმარა.
ყველაზე მნიშვნელოვანია ის, რომ საქართველოს ნაკრები ბოროტების იმპერია - საბჭოთა კავშირის დანგრევამდე შეიქმნა (და რაგბის კავშირიც გამოეყო საბჭოთა რაგბის კავშირს) და 9 აპრილის ტრაგედიიდან 5 თვეში (12/09/89) საქართველოს რაგბის ნაკრებმა პირველი საერთაშორისო მატჩი გამართა ზიმბაბვეს ნაკრებთან ქუთაისში (ესეც სიმბოლური მგონია, რადგან ჩემი აზრით ისტორიულად ყველაზე დიდი და დიადი საქართველოს, დავითის საქართველოს, დედაქალაქში გაიმართა ეს მატჩი) და 16:3 გაიმარჯვა!
ძალიან მეამაყება, რომ ქართულ სპორტში დამოუკიდებლობისკენ ერთ-ერთი პირველი ნაბიჯი მორაგბეებმა გადადგეს და რთული გზა გამარჯვებით დაიწყეს. ძალიან მიხარია ისიც, რომ ამ გაბედული ნაბიჯით ჩაყრილი საფუძველის გამო მეც მომეცა შესაძლებლობა, ჩემი სამშობლოსთვის 1994 წლის მსოფლიო თასზე საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების შემადგენლობაში მეთამაშა. ასეთი შანსი ბევრ ჩემზე და ჩემს გუნდელებზე მაგარ ბიჭებს არ მიეცათ, ჩვენ იღბლიანები აღმოვჩნდით, ძალიან გაგვიმართლა. როდესაც პირველად გავედით მოედანზე და მაშინდელი საქართველოს ჰიმნი დაუკრეს და ჩვენი დროშის ზემოთ აწევა დაიწყეს, მთელ სხეულზე დამბურძგლა და დიახ, მუხლები ამიკანკალდა, დიახ, ცრემლები ჩამომიგორდა, სიხარულისგან და მეტწილად უსაზღვრო პასუხისმგებლობის გამო. ასე იყვნენ დანარჩენი ბიჭებიც. მას შემდეგ ასეთი ემოცია ძალიან ცოტა განმიცდია.

არც პირველ ეროვნულ ნაკრებს, არც ჩვენ გულზე ბორჯღალი არ გვეხატა. მაშინ არც ბერენდინგის დრო იყო, არც ცოდნა და განწყობა. ეროვნულ ნაკრებს შინდისფერი მაისური ეცვა (იხილეთ ფოტო) და გულზე ბურთიანი შევარდენი ეხატა. იქვე იყო მაშინდელი ქართული დროშაც, ხოლო ჩვენ იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ მაშინ უდიდესი გაჭირვება იყო, ძლივს შეკერილი უბრალო მაისურები გვეცვა, ყველანაირი იდენტიფიკაციის გარეშე. საფრანგეთში მოგზაურობაც ერთი თავგადასავალი იყო, თბილისიდან ლვოვში პატარა თვითმფრინავით ვიმგზავრეთ და მერე ლვოვიდან ლიონამდე სამი დღე ავტობუსით ვიარეთ. ბევრი ვიწვალეთ, ფეხები დაგვისივდა, მაგრამ ჩვენ საქართველოს ნაკრები ვიყავით! გვეამაყებოდა და გვიხაროდა! ამ ნაკრებიდან 7-მა ბიჭმა დიდი ბორჯღალოსნების შემადგენლობაშიც ითამაშა!
ყველას, მთელ საქართველოს, გილოცავთ დამოუკიდებელი საქართველოს ნაკრების შექმნის დღეს! იმ ნაკრების, რომლის ყველა თაობა თავდადებით იბრძვის მოედანზე, დებს ყველაფერს და ჯიგრით თამაშობს, ისე და ხშირად იმაზე მეტადაც, როგორც შეუძლია!
მადლობა მინდა გადავუხადო დათო კილასონიას იმისთვის, რომ გაბედა, ეს დიდი საქმე გააკეთა და ბოლომდე მიაწვაააააააააა! დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ჩემზე უფროს თაობას, რომ რაგბი ჩემამდე მოიტანა. მადლობა უნდა გადავუხადო ჩემს თაობას, რომ რაგბი მომავალ თაობამდე მიიტანა და მადლობა მინდა გადავუხადო დღევანდელ თაობას, რომ ისინი აგრძელებენ რაგბის თამაშს და შემდეგ თაობას გადასცემენ.
განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო ბათუ კევლიშვილს, მაშინდელი ჩემი საბავშვო კლუბის პრეზიდენტს, რომელიც დღეს "ლელოს" სახელით არის ცნობილი, იმისთვის, რომ არ დაიზარა, არ დაინანა არაფერი და ავტობუსებით წაგვიყვანა ამ ისტორიულ თამაშზე საქართველოს რაგბის უდიდეს ცენტრში - ქუთაისში. მახსოვს, წვიმიანი და ცივი დღე იყო, მაგრამ ის განცდა, რომ ჩვენ, პატარა მორაგბეები საქართველოს ნაკრების პირველი თამაშის მომსწრე და დამსწრე ვიყავით, ყველა დისკომფორტს აქარწყლებდა.
დიდი მადლობა უნდა გადავუხადო 1994 წლის ფორმაციის საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების (იხილეთ ფოტო) მწვრთნელებს - ლევან მგელაძეს და დიმა ფულარიას, რომლებმაც შემარჩიეს და მომცეს საშუალება საქართველოსთვის მეთამაშა. დიდი მადლობა უნდა გადავუხადო ბურძგლას! (გურამ მოდებაძეს) რომელიც ამ პერიოდში მამხნევებდა, მხარს მიჭერდა და რეკომენდაციას აძლევდა მწვრთნელებს!
და ბოლოს, დიდი მადლობა ეკუთვნის ბიძინა გეგიძეს და მის გუნდს, რომლის რაგბის კავშირის პრეზიდენტობის დროსაც ერთხელ და იმედია, სამუდამოდ დადგინდა ქართული ბორჯღალი ქართული რაგბის სიმბოლოდ!
ყველას გილოცავთ! მიაწვააააააა!"
შეგახსენებთ, რომ ამ დროისთვის "ბორჯღალოსნები" იაპონიაში იმყოფება და მსოფლიოს თასისთვის ემზადება. საქართველოს მორაგბეთა ნაკრები პირველ მატჩს 23 სექტემბერს, ჩვენი დროით 14:15 საათზე უელსთან გამართავს.
მილტონ ჰეიგზე მეტს კი მიაღწევდა,,,,