უელსელების მწვრთნელი: მეორე ტაიმში "გაზის პედალს" ფეხი ავუშვით

AutoSharing Option
მსოფლიო თასის პირველ მატჩში საქართველოს ნაკრების ძლევის (43:14) შემდეგ უელსის ნაკრების მწვრთნელმა უორენ გეთლანდმა და საუკეთესო მოთამაშედ აღიარებულმა ჯეიკ ბოლმა კომენტარები უელსის ასოციაციის საიტზე გააკეთეს.

გეთლანდი: "კარგი პირველი ტაიმი ჩავატარეთ, მეორე ტაიმში კი მთლად დამაჯერებელნი ვერ ვიყავით. ბურთი საკმაოდ სრიალებდა და მომავალი მატჩებისთვის ვზრუნავდით, რათა ზოგიერთ ჩვენს მორაგბეს ტრავმა არ მიეღო.

ეს კარგი შედეგია, მაგრამ წუნი გვქონდა და ამაზე სამუშაო გვაქვს. სიფრთხილის ატმოსფერო ასეთ თამაშს მუდამ თან ახლავს, თუმცა საერთო შთაბეჭდილება იმაში მდგომარეობს, რომ მეორე ტაიმში, ალბათ, ამაჩქარებლის (გაზის) "პედალს"
ფეხი ავუშვით".

ბოლი: "საქართველომ ძლიერი წინააღმდეგობა გაგვიწია და ადვილად არ მოგვიგია. გამარჯვებამ გაგვახარა და ახლა მხოლოდ ავსტრალიასთან თამაშზე ვიქნებით კონცენტრირებულნი.

დღევანდელ შეხვედრაზე ადრეც ბევრს ვლაპარაკობდით. ტურნირის კარგად დაწყება ძალიან მაგარია. აქ რაგბის სათამაშოდ ფანტასტიკური ადგილია. სტადიონზე არაჩვეულებრივი ატმოსფერო იყო. დიდი მადლობა ჩვენს და იაპონელ გულშემატკივრებს, რომლებმაც მხარი დაგვიჭირეს".

მკითხველის კომენტარები / 4 /
არა უშავს, მოვა დრო და მთლად დაჭერილზეც გადაგივლით, მართალია ალბათ ვერც შენ მოესწრები და ვერც მე წლოვანებიდან გამომდინარე.
emigranti
22:48 23-09-2019
1
ერთი კარგი მწვრთნელი გვინდა და 7-10 წელიწადში განახებთ პედალზე დაჭერას...
Maximus
13:08 24-09-2019
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული