6 ერი? - საქართველომ ვერ აჩვენა, რომ ამას იმსახურებს - ბრიტანული გამოცემა

AutoSharing Option
რაგბის მსოფლიო თასზე საქართველოსა და უელსის ნაკრებების შეხვედრას გამოხმაურება მოჰყვა ბრიტანულ პრესაში და DAILY EXPRESS-მა მატჩის მიმდინარეობის ტექსტური ასახვის შემდეგ მოკლე დასკვნა გააკეთა:

"საქართველოს იმედი აქვს, რომ ამ მსოფლიო თასს 6 ერში მისაღებ გამოცდად გამოიყენებს, თუმცა მორკინალი შალვა მამუკაშვილისა და ლევან ჩილაჩავას, ლელოების გარდა, ქართველებმა ვერანაირი ნიშანი ვერ მოგვცეს, რომ 6 ერში სათამაშოდ მზად არიან."

საქართველოს ნაკრებმა 6 ერის გამარჯვებულ უელსის გუნდთან 29-ქულიანი მარცხი განიცადა - 14:43. ჩაგდებული პირველი ტაიმის შემდეგ "ბორჯღალოსნები" გამოცოცხლდნენ და მეორე ნახევარში მეტოქეს ორი ლელო დაუდეს.

287" target="_blank">alt2 ლელო 6-ის წინააღმდეგ - "ბორჯღალოსნები" უელსთან დამარცხდა [VIDEO]

alt"საქართველოსთან კარგი ვარჯიში გამოვიდა, 5 ფაზაზე მეტით ვერ შემოგვიტიეს" - უელსის ნაკრების ყოფილი მორაგბე

altმამუკა გორგოძე: ქართველი გულშემატკივარი არ არის ამ ანგარიშის ღირსი [VIDEO]

altუელსელების მწვრთნელი: მეორე ტაიმში "გაზის პედალს" ფეხი ავუშვით

მკითხველის კომენტარები / 66 /
აუ შევეშვათ რა მაგათ 6 ერს. მაგათგან წელიწადში გადმოგდებული ორიოდე თამაშით ვერ განვვითარდებით.
1. დროა არსებითი ნაბიჯები გადადგას ჩვენმა ფედერაციამ რათა ოკეანიის და იაპონიის გუნდებთან ერთად ჩაერთოს ყოველწლიურ ტურნირში.
ჯერ იქ უნდა გავხდეთ დომინანტები და მერე ვნახოთ 6 ერის გუნდები როგორ მოგვიგებენ 30 ქულით.
2. უნდა ვითხოვდეთ ევროპის ჩემპიონატის ჩატარებას, თუნდაც 4 წელიწადში ერთხელ, რასაც სხვადასხვა მიზეზებით თავს არიდებენ მსოფლიო რაგბის მამები. ამისთანა გაგონილა! ,,6 ერი" კომერციული ტურნირიაო და მაშინ შე ... ჩაატარე ევროპის ღია ჩემპიონატი 8-10 გუნდის მონაწილეობით, რაგბია ერთადერთი სპორტი ევროპაში ჩემპიონატს რომ არ ატარებს.
წარმატების მიღწევა ამ გზებიც არი შესაძლებელი და როცა 6 ერის გარეთ მყოფ გუნდს ევროპაში 7-ე კი არა მე-2 და მე-3 გუნდობის რეალური, დადასტურებული პრეტენზია გვექნება მერე ვნახოთ როგორი სასაცილოები გახდებიან თავინთი ,,6 ერით".
ამ ყველაფერს დრო და მუშაობა უნდა, მარა სხვანაირად დავრჩებით ჩიხში, წისვლის გარეშე, ევროპის მე-7 გუნდად.
bs
27 სექტემბერი 2019 10:00
0
ჯაბა ბრეგვაძე თავის ინტერვიუში ამბობს,რომ ძალიან ძნელია 12 საათიანი გადაფრენების შემდეგ თამაშების ჩატარება და ფორმის აღდგენა,რომ ვარჯიშებს,თითქმის ვერ ატარებენ.ეს იაპონიიდან არგენტინა ავსტრალიაში ფრენა და საქართველოდან ფრენა წარმოიდგინეთ 9-10 სასაათო სარტყელზე და ვინ იცის რამდენ საათ ფრენაზე.ამას ალბათ ვერავინ გაუძლებს.ისევ ევროპაში უმდა მოვნახოთ რაიმე გზა
სოსო
27 სექტემბერი 2019 12:50
0
სამივე წამყვან გუნდურ სპორტში(ფეხბურთი, რაგბი,კალათბურთი) მსოფლიოს მაშტაბით ვართ ერთ დონეზე. ნუ ვიტყუებთ თავს, კარგათ თუ გავაანალიზებთ ეგრე გამოგვივა. ეს ესე იქნება სანამ სპორტი ჩვენთვის თამაშია. თამაში სპორტი იყო მე-20 საუკუნის 90 ინაებამდე და მანამდე კი ვაჩვენებთიდ საერთაშორისო დონეზე კარგ შედეგებს, მიუხედავად იმისა რომ ჩვენი ქვეყნის სახელით ვერ გამოვდიოთ. 90იანების შემდეგ და ბოლო 15 წელი განსაკუთრებით სპორტი არის უდიდესი ბიზნესის სფერო, რომლისთვისაც არც სპეციალისტები(ფიზიოტერაპევტებიდან მენეჯერებამდე)არც ინფრასტრუქტურა და არც პროფესიონალიზმი გაგვაჩნია. სპორცმენებიც სპორტს როგორც თამაშს ისე უყურებენ როდესაც მსოფლიო დონის წარმატებები მხოლოდ პროფესიონალიზმით მიიღწევა, დაწყებული სწორი კვებიდან და დამთავრებული მაყურებლის და გუნდის პატივისცემით.
ასეა ეს
25 სექტემბერი 2019 17:07
1
სამივე წამყვან გუნდურ სპორტში(ფეხბურთი, რაგბი,კალათბურთი) მსოფლიოს მაშტაბით ვართ ერთ დონეზე. ნუ ვიტყუებთ თავს, კარგათ თუ გავაანალიზებთ ეგრე გამოგვივა. ეს ესე იქნება სანამ სპორტი ჩვენთვის თამაშია. თამაში სპორტი იყო მე-20 საუკუნის 90 ინაებამდე და მანამდე კი ვაჩვენებთიდ საერთაშორისო დონეზე კარგ შედეგებს, მიუხედავად იმისა რომ ჩვენი ქვეყნის სახელით ვერ გამოვდიოთ. 90იანების შემდეგ და ბოლო 15 წელი განსაკუთრებით სპორტი არის უდიდესი ბიზნესის სფერო, რომლისთვისაც არც სპეციალისტები(ფიზიოტერაპევტებიდან მენეჯერებამდე)არც ინფრასტრუქტურა და არც პროფესიონალიზმი გაგვაჩნია. სპორცმენებიც სპორტს როგორც თამაშს ისე უყურებენ როდესაც მსოფლიო დონის წარმატებები მხოლოდ პროფესიონალიზმით მიიღწევა, დაწყებული სწორი კვებიდან და დამთავრებული მაყურებლის და გუნდის პატივისცემით.
ასე ეს
25 სექტემბერი 2019 16:44
1
ბიჯოო-რ ა ტ ო მ აპირისპირებთ რაგბს - ფეხბურთს,რ ა ტ ო მ ?! - რუსული დემაგოგია- პროპაგანდა ხომ არ არის შიდა ქართული მუდმივი დაპირისპირებისათვის, ამჯერად სპორტში ?! - აბა ვის რაში ჭირდება ეს ?! ორივეში წარმატება გვინდა და მ ი ვ ა ღ წ ე ვ თ, როცა სახელმწიფოებრიობას განვამტკიცებთ, ანუ შევქმნით პროგრესსა და წარმატებაზე ორიენტირებულ თანამედროვე სახელმწიფოს, ანუ დასავლურ -დემოკრატიულ სამართლებრივ ( სწორად ის დასავლეთი -საფრანგეთი დაგვეხმარა ამ დონეზე ასვილსათვისაც) , მით ეკონომიკურად, ფინანსურად, სოციალურად მომძლავრებული სერიოზული ფინანსები ჩაიდება ეროვნულ ჩემპიონატებში და ძლიერ კონკურენტულს გახდის, მით ხარისხი გაცილებით აიწევს და რაგბში გ რ ა ნ დ ე ბ ს ა ც მოვუგებთ, რა არის აქ მიუღებელი ?! თუ ეს მიუღებელია ქართველობის მტრების და ქართული სახელებით აქ მიზანმიმართულად ეწევიან სიძულვილი- დაპირისპირების პროპაგანდას ?! - არა მაინც , ვინ ადარებს რაგბს - ფეხბურთს , ეს ა რ ს ა დ არ ხდება, არცერთ სხვა სახელმწიფოში ?! და მე-2-ე -რაგბში მართლა ს ე რ ი ო ზ უ ლ წარმატებას -რ ა ტ ო მ ცდილობენ მავანნი ნიველირებას, დისკრედიტირებას ?! რაში უნდა ჭირდებოდეთ ?! - გ ა უ გ ე ბ ა რ ი ა ?! - ხო , ვინც რაგბი კ ა რ გ ა დ იცის, მას ესმის- უელსთანაც მ ხ ო ლ ო დ ტექნიკური შეცდომებით წავაგეთ , და არა ძალით, ენერგიითის, ვაჟკაცობით , შემართებით ( როგორც მე-2-ე ტაიმი ითამაშეს ბიჭებმა, ასე
თუ ითამაშეს მთელი თამაში ფუჯისთან და ურუგვაისთან - ორივეს მოვუგებთ) ,რისი აღმოფხვრაც სწორად გრანდებთან პრაქტიკის ნაკლებობაა და მეტი ა რ ა ფ ე რ ი, და ესეც არც ისე რთული მოსახსნელი პრობლებაა!
გლახუნა
25 სექტემბერი 2019 11:35
0
მასე ინგლისმა მოუგო 6 ერზე წელს საფრანგეთს 44-8 და მერე იტალიას 57-14 მარა არ გაუგდიათ არცერთი 6 ერიდან
me
25 სექტემბერი 2019 10:15
0
მე მგონი ჯობია მოვრჩეთ თვითგვემას და ვეძებოთ ჩამორჩენის აღმოფხვრის გზები. ჩვენ ვაგრძელებთ ძველი გზით სიარულს და არ ვმუშაობთ სიახლეების დანერგვაზე. მთავარი რითაც ტოპ გუნდებს ჩამოვრჩებით არის მოძრაობა (სწრაფი სირბილი) და ხელით თამაში. როცა ამ ორ კომპონენტის განვითარებაზე დავიწყებთ მუშაობას, მერე უნდა ვიფიქროთ კომბინაციებზე და მათ სწრაფად შესრულებაზე. ამის ხარჯზე მოუმატეს იაპონიამ და არგენტინამ და სწორი მუშაობის პირობებში ჩვენც გვექნება სერიოზული წინსვლა.
თენგაბი
25 სექტემბერი 2019 06:13
0
ჯერჯერობით ვერა, მაგრამ სამომავლოდ ამის დამტკიცებას შევძლებთ!!!...
არტაგი
24 სექტემბერი 2019 23:40
4
რას 6 ერი რას ვგვავართ ჩავიხედოთ სარკეში.
kico
24 სექტემბერი 2019 20:57
16
გამარჯჯობათ. გუნდური სპორტის განვითარებისათვის ყველაზე მნიშვნელოვანი არის პრაქტიკა. რაგბის შემთხვევაშიც ასეა. თუ არ შეხვდები ძლიერ გამოცდილ მოწინააღმდეგეს გუნდის განვითარება რთულია ან დაგვიანებული. მსოფლიო რაგბის მესვეურებს პრიორიტეტად რომ ჰქონდეთ რაგბის პოპულარიზაცია სხვაგვარად იქნებოდა. რაგბის და ფეხბურთის შედარებას, თავისი სპეციფიკიდან გამომდინარე ვფიქრობ უადგილოა. არც მავანთა ბოღმა კომენტარია მისასალმებელი.
ჩვენს ქვეყანას სპორტის ყველა სახეობაში ვუსურვებ წარმატებას და მრავალჯერ გავეხარებინეთ ყველა. ზოგი ფეხბურთში ვერ ერკვევა, ზოგი რაგბში... ზოგიც საკუთარ თავში.
"რაგბისტი" არა - მორაგბე.
"ფუტბალისტი" არა - ფეხბურთელი.
"ჭ" ლიგა არა - ევროპის ერთა თასი (უმაღლესი არაკომერციული ჩემპიონატი კონტინენტზე).
წარმატებები ყველას.
გიგი
24 სექტემბერი 2019 17:44
3
პატივცემულო გიგი,ნუთუ ვერ ხვდებით,რომ თქვენი ცოდნით,განსწავლულობით და აქ თქვენს მიერ გაკეთებული მითითებებით ხალხს შეურაცყოფას აყენებთ! ისმის კითხვა-ვინ გთხოვათ ეს ან რატომ აძლევთ საკუთარ თავს ამის უფლებას???
....
25 სექტემბერი 2019 15:11
10
რეგბს და რეგბისტებს რაც შეეხება...)) მასწავლებლებისთვის ვაგონია ჩამომდგარი...ჩვენ ვეძებთ და ვცდილობთ ვიპოვოთ ჭეშმარიტება,თუ როგორ შეიძლება დღეს რაგბის თამაშში არსებული პრობლემების აღმოფვრა.აქ სპორტული საიტია და არა ქართული გრამატიკის შესასწავლი.კარგად გაგიგია ხალხი რას წერს და...?
....
25 სექტემბერი 2019 05:18
13
შოტლანდიის ირლანდიასთან 3 ქულას აღარ ჯობია ჩვენი უელსთან 14 ქულა? ხომ ტიერ1 გუნდი ეთამაშებოდა ტიერ1-ს? უელსთან 14 ქულა, მათ შორის ორი ლელო კარგი შედეგია წინასწარ წაგებული თამაშისთვის. ფიჯისთან და ურუგვაისთან თამაშის შემდეგ ჯობია დასკვნების გაკეთება. მერე ამოყვინთეთ და იყიყინეთ ზოგიერთმა:)))
ლაგუნა
24 სექტემბერი 2019 17:20
6
იტალიამ ბოლოს 2007 წელს მოუგო უელსს 3 ქულით..2015 წლის მერე მოგება საერთოდ არ აქვს 6 ერის გუნდთან... და მგონი 2 ლელოც არ დაუდია ამდენი წელია
ZUra
24 სექტემბერი 2019 18:03
3
ყი ყი ყი ყი ყი
.
24 სექტემბერი 2019 17:31
7

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული