მსოფლიო თასის პირველი სენსაცია საქართველოს სასარგებლოდ [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
დღეს, 25 სექტემბერს, რაგბის მსოფლიო თასის D ჯგუფის შეხვედრაში ერთმანეთს ფიჯისა და ურუგვაის ნაკრები გუნდები დაუპირისპირდნენ და წლევანდელი მსოფლიო ჩემპიონატის პირველი სენსაციაც ვიხილეთ - ურუგვაიმ ფიჯი ანგარიშით 30:27 დაამარცხა. მოგეხსენებათ, ეს საქართველოს ნაკრების ქვეჯგუფია.

ანგარიში ფიჯელებმა გახსნეს. მე-7 წუთზე სამხრეთამერიკელთა ჩათვლის მოედანში ბურთი დოლოკოტომ დაამიწა, თუმცა ურუგვაელებმა კუნძულელებს 7 წუთში უპასუხეს არატას ლელოთი, ბერჩესიმ გარდასახვაც სწორად შეასრულა და ურუგვაი დაწინაურდა - 7:5.

ფიჯელები წინ მე-18 წუთზე გავიდნენ. ლელო მავიმ დადო, ხოლო გარდასახვა ამჯერად მატავესიმ სწორად შეასრულა - 12:7. თუმცა ამის
შემდეგ პირველ ნახევარში ურუგვაელებმა 2 ლელო დადეს, მარჩესიმ 2-ვე გარდასახვა ზუსტად შეასრულა, ზედ ჯარიმაც მიაყოლა და ურუგვაიმ პირველი ტაიმი 12 ქულით მოიგო - 24:12.

მეორე ნახევარში ფიჯელებმა სამი ლელო დადეს, თუმცა ვერცერთი გარდასახვა ვერ გაიტანეს. ურუგვაიმ კი 2 ჯარიმა შეასრულა ზუსტად, რაც გამარჯვებისთვის საკმარისი აღმოჩნდა.

მართალია, ბოლო წუთზე ოკეანელებმა დადეს ლელო, თუმცა ამან მხოლოდ დამატებით 1 ბონუს ქულა მოუტანა მათ. აღსანიშნავია, რომ ფიჯელებმა ძირითადი შემადგენლობის მოთამაშეები თავიდან დაასვენეს, თუმცა მარცხისაგან ვერც მათ მოედანზე გამოსვლამ იხსნა.

ამ შეხვედრის შემდეგ ფიჯის 2 თამაში და 2 წაგება აქვს, თუმცა 2 ქულა აქვს მოპოვებული. 1 ქულა 7-ზე ნაკლები სხვაობით მარცხის გამო მიიღეს, 1 ქულაც - 4 ან მეტი ლელოს დადებისათვის. ურუგვაისთვის ეს პირველი მატჩის იყო 2019 წლის მსოფლიო თასზე და 4 ქულით სამხრეთამერიკელები მე-3 პოზიციაზე იმყოფებიან.

შედეგის მიუხედავად, ფიჯი გაცილებით უფრო ძლიერი გუნდია, ვიდრე ურუგვაი. საქართველოს ნაკრებს ფიჯის დამარცხება უფრო გაუჭირდება, ვიდრე ურუგვაის. თუ ყველაფერი ლოგიკურად განვითარდა ჯგუფში, პროგრამა მინიმუმის შესასრულებლად და მესამე ადგილის დასაკავებლად, შესაძლოა, ბორჯღალოსნებისთვის ურუგვაის დამარცხებაც საკმარისი აღმოჩნდეს.

შეგახსენებთ, 29 სექტემბერს საქართველოს ნაკრები სწორედ ურუგვაის ეროვნულ გუნდს შეხვდება. თამაში თბილისის დროით 09:15 საათზე დაიწყება.


მკითხველის კომენტარები / 73 /
კიდევ კარგი,რომ ფიჯის დაემართა ურუგვაისთან, (იმედი მაქვს ჩვენი ბიჭები ბოლომდე მობილიზებულნი იქნებიან) ხომ გახსოვთ 2015 ში ნამიბიასთან,(ბეწვზე გადავრჩით)
ასე იცის მეტოქის არ დაფასებამ
ნიკ
25 სექტემბერი 2019 22:32
0
ერთი ის გამაგებინეთ აქ საქართველოს სასარგებლოდ რა არის და მხოლოდ ურუგვაის დამარცხება მესამესთვის როგორ იქნება საკმარისი - ფიჯიმ თუ მოგვიგო არ იღებს 4 ქულას? თუ იმას გულისხმობთ რომ მაგ შემთხვევაში (ურუგვაის მოვუგეთ და ავსტრალია-უელსთან სამივემ წავაგეთ) ფრეც ჩვენია, როგორ შეიძლება ფრეზე თამაში რაგბში აგვიხსენით რა. და რეებს ითვლით, ჯერ მთავარია გუნდმა თამაში აჩვენოს ფიჯიმ დღეს წააგო, მაგრამ ურუგვაიზე გაცილებით მაღლა რომ დგას ამ წაგებულ მატჩშიც ჩანდა და უელსთანაც რომ არ დაემართება ის რაც ჩვენ ეგეც.
???
26 სექტემბერი 2019 00:12
0
საქართველოს ნაკრებზე სუსტად რომელმა ნაკრებმა ჩაატარა პირველი ტური?
ორმაგი სტანდარტი ცუდია
25 სექტემბერი 2019 17:41
10
რუსეთმა, შოტლანდიამ, ნამიბიამ, ფიჯიმ მეორეში იყოჩაღა და პირველშიც მაყურებლად დაასრულა თამაში მეორე ტაიმში, არც სამოამ გაიბრწყინა, აგერ კანადაც გამოჩნდება ხვალ.
ანდრი
25 სექტემბერი 2019 23:17
0
რეალურად ჩვენთვის ყველაზე ცუდი შედეგით დაფიქსირდა დღეს! ორივე გუნდმა ქულა აიღეს !
ისე ცუდი არ იქნება მილტონმა ურუგვაის მწვრთნელს მიბაძოს ნაკლები იბაქიბუქოს და გაკეთებული საქმე მოედანზე გვანახოს !
4 დღემ არ შეგიყვანოთ შეცდომაში მეგობრებო ურუგვაი ამ მსოფლიოზე ჩვენთან სათამაშოთ ჩამოვიდა !
წარმატებები მინდა უსურვო ჩვენს ბიჭებს
Best
25 სექტემბერი 2019 15:14
7
ეს შედეგი იმით გვაწყობს, რომ ურუგვაისთან მოგების შემთხვევაში, ფიჯისთან ფრეც კი იქნება საკმარისი მესამე ადგილისთვის. ნუ გავიწყდებათ, რომ ეს რაგბია, და არა კალათბურთი.
კონსტანტინე
25 სექტემბერი 2019 17:50
9
მათიაშვილია ძაან სუსტი,ბურთს რომ იღებს ფაქტიურად დაკარგულია,ურუგვაის მოგებაში ლომის წილი მწვრთნელს მიუძღვნის
მთ
25 სექტემბერი 2019 17:23
4
პატივცემულებო,მინდა გაცნობოთ,რომ ფიჯიმ ურუგვაისთნ ძირითადის 12? მორაგბე დაასვენა.ალბათ დამეთანხმებით-რთულია ამ თამაშიდან რაიმე დასკვნის გამოტანა.
+
26 სექტემბერი 2019 05:14
0
ძაანაც მიჰქარა!
bs
26 სექტემბერი 2019 17:37
0
და ვისთვის ინახავს?:)))
:)
26 სექტემბერი 2019 09:34
0
ურუგავაის აღდგენისთვის მხოლოდ 4 დღე აქვს რაც უნდა გამოვიყენოთ, მშვენიერი გუნდია ურუგვაი, დაახლოებით თანაბარი დონის გუნდები ვართ, აი ფიჯისთან თამაშამდე რამდენად მოასწრებს გუნდი ძალის შენახვას ეგაა მნიშვნელოვანი... მთავარია ჯგუფში ბოლო ადგილზე არ გავიდეთ!
musenbezi
25 სექტემბერი 2019 14:18
5
ადვილი შესაძლებელია რომ ამ ჯგუფიდან რომელიმე გუნდი მხოლოდ ერთი მოგებით გავიდეს მესამეზე
$$$$$$$
25 სექტემბერი 2019 12:18
2
დიდი ალბათობით ფიჯი, ავსტრალიასთაბ 2 ბონუსის აღების ყველაზე დიდი ალბათობით. ჩვებ კი როგორ გვეყოფა გასასვლელად მხოლოდ ურუგვაისთან მოგება ძალიან მაინტერესებს :) ჟურნალისტური გამოძიებაა საჭირო :)

გვინდა ორი მოგება, და ურუგვაისთან ბონუსით თუ მოვიგეთეგ ძალიან დიდი მიღწევა იქნება.
ანდრი
25 სექტემბერი 2019 12:30
1
ჯგუფში სულ 5 გუნდია, თითოს უწევს 4 მატჩის ჩატარება, თუ მათემატიკაში ძალიან მწყრალად არ ხარ კი მიხვდები რომ 1 მოგებით მესამე ადგილზე გასვლა სავსებით შესაძლებელია :)
N-ს
25 სექტემბერი 2019 14:30
2
ყველა გამოხმაურება
ყველანი კარგად მივხვდით,რაგბის თამაში ვისაც კარგად ესმით და ვისაც არ ესმით და ინფორმაცია აქვთ,რომ ფიიჯიმ ავსტრალიასთან კარგად ნათამაშევი თითქმის მთლიანი გუნდი ურუგვაისთან არ ათამაშა,ბიჭები გადაიღალნენო...???
+
25 სექტემბერი 2019 11:54
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული