მსოფლიო თასის პირველი სენსაცია საქართველოს სასარგებლოდ [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
დღეს, 25 სექტემბერს, რაგბის მსოფლიო თასის D ჯგუფის შეხვედრაში ერთმანეთს ფიჯისა და ურუგვაის ნაკრები გუნდები დაუპირისპირდნენ და წლევანდელი მსოფლიო ჩემპიონატის პირველი სენსაციაც ვიხილეთ - ურუგვაიმ ფიჯი ანგარიშით 30:27 დაამარცხა. მოგეხსენებათ, ეს საქართველოს ნაკრების ქვეჯგუფია.

ანგარიში ფიჯელებმა გახსნეს. მე-7 წუთზე სამხრეთამერიკელთა ჩათვლის მოედანში ბურთი დოლოკოტომ დაამიწა, თუმცა ურუგვაელებმა კუნძულელებს 7 წუთში უპასუხეს არატას ლელოთი, ბერჩესიმ გარდასახვაც სწორად შეასრულა და ურუგვაი დაწინაურდა - 7:5.

ფიჯელები წინ მე-18 წუთზე გავიდნენ. ლელო მავიმ დადო, ხოლო გარდასახვა ამჯერად მატავესიმ სწორად შეასრულა - 12:7. თუმცა ამის
შემდეგ პირველ ნახევარში ურუგვაელებმა 2 ლელო დადეს, მარჩესიმ 2-ვე გარდასახვა ზუსტად შეასრულა, ზედ ჯარიმაც მიაყოლა და ურუგვაიმ პირველი ტაიმი 12 ქულით მოიგო - 24:12.

მეორე ნახევარში ფიჯელებმა სამი ლელო დადეს, თუმცა ვერცერთი გარდასახვა ვერ გაიტანეს. ურუგვაიმ კი 2 ჯარიმა შეასრულა ზუსტად, რაც გამარჯვებისთვის საკმარისი აღმოჩნდა.

მართალია, ბოლო წუთზე ოკეანელებმა დადეს ლელო, თუმცა ამან მხოლოდ დამატებით 1 ბონუს ქულა მოუტანა მათ. აღსანიშნავია, რომ ფიჯელებმა ძირითადი შემადგენლობის მოთამაშეები თავიდან დაასვენეს, თუმცა მარცხისაგან ვერც მათ მოედანზე გამოსვლამ იხსნა.

ამ შეხვედრის შემდეგ ფიჯის 2 თამაში და 2 წაგება აქვს, თუმცა 2 ქულა აქვს მოპოვებული. 1 ქულა 7-ზე ნაკლები სხვაობით მარცხის გამო მიიღეს, 1 ქულაც - 4 ან მეტი ლელოს დადებისათვის. ურუგვაისთვის ეს პირველი მატჩის იყო 2019 წლის მსოფლიო თასზე და 4 ქულით სამხრეთამერიკელები მე-3 პოზიციაზე იმყოფებიან.

შედეგის მიუხედავად, ფიჯი გაცილებით უფრო ძლიერი გუნდია, ვიდრე ურუგვაი. საქართველოს ნაკრებს ფიჯის დამარცხება უფრო გაუჭირდება, ვიდრე ურუგვაის. თუ ყველაფერი ლოგიკურად განვითარდა ჯგუფში, პროგრამა მინიმუმის შესასრულებლად და მესამე ადგილის დასაკავებლად, შესაძლოა, ბორჯღალოსნებისთვის ურუგვაის დამარცხებაც საკმარისი აღმოჩნდეს.

შეგახსენებთ, 29 სექტემბერს საქართველოს ნაკრები სწორედ ურუგვაის ეროვნულ გუნდს შეხვდება. თამაში თბილისის დროით 09:15 საათზე დაიწყება.


მკითხველის კომენტარები / 73 /
იცით რა მიკვირს ხალხო ყველაზე მეტად? ეს საკმაოდ ლოგიკური სპორტის სახეობაა და იგებს ის, ვინც იმ მომენტში მეორეზე ძლიერია. მაგრამ ეს ღვარძლიანი და ბოღმით სავსე სიტყვებით კომენტარების წერა მოგწონთ ?? მეც მეწყინა ძალიან, რაც ვნახე ამ ბოლო თამაშებში, მაგრამ მოდი პატივი ვცეთ ჩვენს ნაკრებს და აქ მყოფებმა კიდევ ერთმანეთს. რაგბიმ ბოლო წლებში ბევრს შეაყვარა საქართველოში თავი, ბავშვები მიიყვარა ამ სახეობაზე და ზუსტად ეს არის ზოგადად სპორტის დანიშნულებაც: იყო ჯანმრთელი და ძლიერი. ამიტომ ჩვენი რაგბისტების გაწეული საქმე დაუფასებელია. თავს დებენ ყველა თამაშში, ჩვენთან ერთად უხარიათ წარმატება და სწყინთ წარუმატებლობა. და ვინც არ უნდა და როგორც არ უნდა თქვას, ერთად-ერთი გუნდური სპორტის სახეობაა საქართველოში, რომელიც უკვე მეხუთე მსოფლიოს ჩემპიონატს თამაშობს. ნიშნის მოგებით არ ვამბობ. ჰო და, ჯერ ეხლა დაიწყო მსოფლიო ჩემპიონატი. უყურეთ და ისიამოვნეთ ამ სანახაობით. და ყველამ ერთად ვუგულშემატკივროთ ჩვენს ნაკრებს.... " მიაწვაააა"

მე მიყვარს რაგბი
26 სექტემბერი 2019 14:00
0
ძლივს არ ვნახე ნორმალურად მოაზროვნე ადამიანი, 100% გეთანხმები ყველაფერი, ხალხს ავიწყდება სპორტის უპირველესი დანიშნულბა
mixeili
26 სექტემბერი 2019 21:58
0
პატივცემულებო,მინდა გაცნობოთ,რომ ფიჯიმ ურუგვაისთნ ძირითადის 12? მორაგბე დაასვენა.ალბათ დამეთანხმებით-რთულია ამ თამაშიდან რაიმე დასკვნის გამოტანა.
+
26 სექტემბერი 2019 05:14
0
ძაანაც მიჰქარა!
bs
26 სექტემბერი 2019 17:37
0
და ვისთვის ინახავს?:)))
:)
26 სექტემბერი 2019 09:34
0
ვუყურე თამაშის მიმოხილვას. ძალიან მარტივი ლელობი გაუშვეს. მგონია საქართველო ორივეს მარტივად მოუგებს, ძალისმიერი რაგბის ხარჯზე
პოზიტივი
26 სექტემბერი 2019 00:59
6
მიმოხილვა საკმარისი არაა,მთელი მატჩი უნდა გენახა.თუმცა მაგ თამაშით,დასკვნა მაინც იგივე იქნებოდა.აი ავსტრალია ფიჯის თამაშსაც თუ უყურებდი,მაშინ დამიჯერე,ძალიან მაგრად შეფიქრიანდებოდი და დასკვნის ხასიათიც განსხვავებული იქნებოდა.ისეთი ომი გვექნება ფიჯისთან,რომ დედა შვილს არ აიყვანს და მხოლოდ ჩვენი ბიჭების თავგანწირვის უნარი მაძლევს რწმენას,რომ გავიმარჯვებთ.ურუგვაითან ფიჯის თამაში,დაივიწყე.ეგ ის ფიჯი არ იყო,ჩვენ რომ შეგვხვდება.
სოსო
26 სექტემბერი 2019 10:53
0
ერთი ის გამაგებინეთ აქ საქართველოს სასარგებლოდ რა არის და მხოლოდ ურუგვაის დამარცხება მესამესთვის როგორ იქნება საკმარისი - ფიჯიმ თუ მოგვიგო არ იღებს 4 ქულას? თუ იმას გულისხმობთ რომ მაგ შემთხვევაში (ურუგვაის მოვუგეთ და ავსტრალია-უელსთან სამივემ წავაგეთ) ფრეც ჩვენია, როგორ შეიძლება ფრეზე თამაში რაგბში აგვიხსენით რა. და რეებს ითვლით, ჯერ მთავარია გუნდმა თამაში აჩვენოს ფიჯიმ დღეს წააგო, მაგრამ ურუგვაიზე გაცილებით მაღლა რომ დგას ამ წაგებულ მატჩშიც ჩანდა და უელსთანაც რომ არ დაემართება ის რაც ჩვენ ეგეც.
???
26 სექტემბერი 2019 00:12
0
კიდევ კარგი,რომ ფიჯის დაემართა ურუგვაისთან, (იმედი მაქვს ჩვენი ბიჭები ბოლომდე მობილიზებულნი იქნებიან) ხომ გახსოვთ 2015 ში ნამიბიასთან,(ბეწვზე გადავრჩით)
ასე იცის მეტოქის არ დაფასებამ
ნიკ
25 სექტემბერი 2019 22:32
0
არ მოკლულ დათვის ტყავს ვიყოფთ ჯერ მოუგე ურუგვაის და ფიჯის და მერე იძახე ჰოპლა. ურუგვაი ჩვენნაირი მცირე ქვეყანა ა და არა ჩვენზე ნაკლებ ამბიციური და ხორცსაც შემწვარს მსოფლიოში ყველაზე მეტს სჭამენ ერთ სულზე გადათვლით და ფიჯისთანაც გაგვიჭირდება ტონგა სამოაზე ძლიერები არიან. რა გვიყვარს ლაპარაკი უაზრო ვითარებების წინწასწრებებით მერე კი...
იაპონიიდან
25 სექტემბერი 2019 20:27
2
არსებობს ასეთი გამოთქმა: გამარჯვებულებს ჭრილობები უფრო მალე უხორცდებათ ვიდრე დამარცხებულებსო...
ასე რო არამგონია "დაჩეჩქვილმა" მაგრამ გამარჯ ებულ ურუგვაის ძალების აღდგენა გაუჭირდეს!!
რაგბია ბოლოსდაბოლოს და რას ამოიჩემეთ ეს ძალების აღდგენა და დაღლა....4 წელი მაგისთვის ემზადება გუნდები და თან იაპონიაში უმაღლეს დონეზეა აღდგენითი "მედიცინა" განვითარებული!!!
ასე რო ეს დიდად არაა იმედისმომცემი ფაქტორი და ნუ ჩაიკასეტებთ...
მთავარია ჩვენ ვითამაშოთ აზრიანად და ყველაფერი გამოვა..
სპორტ ფაზა
25 სექტემბერი 2019 17:58
0
ეს შედეგი იმით გვაწყობს, რომ ურუგვაისთან მოგების შემთხვევაში, ფიჯისთან ფრეც კი იქნება საკმარისი მესამე ადგილისთვის. ნუ გავიწყდებათ, რომ ეს რაგბია, და არა კალათბურთი.
კონსტანტინე
25 სექტემბერი 2019 17:50
9
საქართველოს ნაკრებზე სუსტად რომელმა ნაკრებმა ჩაატარა პირველი ტური?
ორმაგი სტანდარტი ცუდია
25 სექტემბერი 2019 17:41
10
რუსეთმა, შოტლანდიამ, ნამიბიამ, ფიჯიმ მეორეში იყოჩაღა და პირველშიც მაყურებლად დაასრულა თამაში მეორე ტაიმში, არც სამოამ გაიბრწყინა, აგერ კანადაც გამოჩნდება ხვალ.
ანდრი
25 სექტემბერი 2019 23:17
0
მათიაშვილია ძაან სუსტი,ბურთს რომ იღებს ფაქტიურად დაკარგულია,ურუგვაის მოგებაში ლომის წილი მწვრთნელს მიუძღვნის
მთ
25 სექტემბერი 2019 17:23
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული