ფოტო: თამუნა ყულუმბეგაშვილი/rugby.ge

"ბორჯღალოსნებისა" და ურუგვაის ნაკრების შეხვედრამდე 24 საათზე ნაკლები რჩება. გუნდებმა კუმაგაიაში უკვე ჩაატარეს კაპიტნის ვარჯიში და ტრადიციული პრესკონფერენცია გამართეს.

პირველი კითხვა ჯაბა ბრეგვაძეს დაუსვეს, რომელიც "ბორჯღალოსნებს" ურუგვაისთან პირველად უკაპიტნებს და ნაკრების ისტორიაში გახდება 32-ე მორაგბე, რომელსაც გუნდი თამაშზე გაუყვანია.

"ეს მსოფლიოს ჩემპიონატია, ყველა თამაშს უდიდესი მნიშვნელობა აქვს და მოტივირებულები ვართ. უელსთან მატჩის შემდეგ, გვქონდა აღდგენა და მომავალი თამაშისთვის კარგად ვართ მომზადებული. კაპიტნად არჩევა ჩემთვის დიდი პასუხისმგებლობაა. ველოდები მერაბ შარიქაძის დაბრუნებას, რომელიც ჩემს მაგივრად ამ ადგილს დაიკავებს", - განაცხადა ბრეგვაძემ.

ამის შემდეგ მილტონ ჰეიგის დრო დადგა, რომელსაც გუნდში გრეემ როუნთრისა და ჯო ვურზლის როლზე მოუწია საუბარია:

"მათ გუნდში უდიდესი გამოცდილება შემოიტანეს და ამავდროულად, ძალიან კარგი პიროვნებები არიან. ჯო 2003 წლის მსოფლიო თასის გამარჯვებულია, გრეემის ბიოგრაფია კი მის სიძლიერეზე თავად მეტყველებს - "ბრიტანელი და ირლანდიელი ლომების", ასევე ინგლისის ნაკრების მწვრთნელი იყო. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ქართულ რაგბიში კარგი ადამიანები იყვნენ ჩართული, რომლებიც გუნდში პოზიტიურ განწყობას შემოიტანენ და ისინი ამ პირობას აკმაყოფილებენ".

უელსთან მატჩის შემდეგ, ჰეიგმა სასტარტო შემადგენლობაში 12 მორაგბე შეცვალა. ის ამბობს, რომ ცვლილებები წინდაწინვე ჰქონდა დაგეგმილი და არ ფიქრობს, რომ ეს შემადგენლობა უელსთან ნაბრძოლ 15-ეულს რამით ჩამოუვარდება:

"ტურნირზე გარდამტეხი მომენტი გვაქვს და ურუგვაისთან აუცილებლად უნდა მოვიგოთ. ჯერ კიდევ ოთხი წლის წინ, როდესაც ამ მსოფლიო თასზე გამოსვლას ვგეგმავდით, ზუსტად ვიცოდით, რომ შემადგენლობაში 31 ძლიერი მორაგბე უნდა გვყოლოდა. მნიშვნელოვანი იყო, რომ კონკურენცია აგვემაღლებინა და დიდი განსხვავება არ ყოფილიყო პირველი და მეორე მატჩის სასტარტო შემადგენლობებს შორის. ოთხი წელი სწორედ ამაზე ვმუშაობდით.

კენჭისყრის შემდეგ უკვე ზუსტად ვიცოდით, რომ ურუგვაისა და ფიჯის მატჩებს შორის მხოლოდ 4 დღე გვექნებოდა. კიდევ ერთხელ აღვნიშნეთ, რამდენად მნიშვნელოვანი იქნებოდა შემადგენლობაში სიღრმეების ქონა და ამ მიმართულებით ბევრს ვმუშაობდით. სწორედ ამიტომ, ვერ ვხედავთ დიდ განსხვავებას იმ გუნდებს შორის, რომელმაც თამაში უელსთან დაიწყო და ახლა იწყებს.

მწვრთნელები ყველას თანაბრად ვაძლევთ შანსს და ხვალ მოედანზე საუკეთესო მორაგბეები გადიან. მათგან ნებისმიერი, შესაძლოა სასტარტო შემადგენლობაში იყოს მომდევნო შეხვედრაშიც. კონკურენცია ყველას ეხება და მსგავს ტურნირებზე ეს აუცილებელია. ბედნიერები ვართ, რადგან გვაქვს შესაძლებლობა დავაყენოთ ორი თანაბარძალოვანი გუნდი და ხვალ ეს ბიჭები თავის გასაკეთებელს გააკეთებენ".

4 დღის წინ ურუგვაიმ იაპონიაში პირველი თამაში გამართა და ფიჯის ძლიერ გუნდს სენსაციურად, 30:27 სძლია. ახალ ზელანდიელი სპეციალისტისთვის ეს შედეგი მოულოდნელი არ ყოფილა:

"ეს შედეგი არ გამკვირვებია. თუ უკანასკნელი 12 თვის განმავლობაში თვალს ადევნებდით ურუგვაის პროგრესს, რომელიც განსაკუთრებით თვალში საცემი უკანასკნელ 3 თვეში გახდა, აღმოაჩენდით, რომ მათი თამაში ყველა კომპონენტში მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა. გუნდი ფიზიკურად კარგადაა მომზადებული და სამწვრთნელო შტაბშიც ჭკვიანი პროფესიონალები მუშაობენ. რამდენიმე მათგანს პირადად ვიცნობ და ვიცოდი, რომ ისინი იაპონიაში ტყუილად არ ჩამოვიდოდნენ. ურუგვაისთან თბილისში გვითამაშია და ვიცით, რომ ესაა ვაჟკაცებით დაკომპლექტებული მებრძოლი გუნდი, რომელსაც პატივისცემით უნდა მოეპყრო.

კარგად ვიცით ურუგვაის ძლიერი და სუსტი მხარეები. მათი ფიჯისთან გამარჯვება ჩვენს სტრატეგიას არ ცვლის. მეტოქის შესაძლებლობები დიდი ხანია ცნობილია და დარწმუნებულები ვარ, რომ გამოვიყენებთ ჩვენს ძლიერ მხარეებს და მოვახდენთ უნარების რეალიზებას."

"ბორჯღალოსანთა" შერკინების შემკვრელი ბექა გორგაძე ამბობს, რომ ურუგვაელები სწრაფი თამაშით გამოირჩევიან და მათ შესაჩერებლად მნიშვნელოვანია, რომ განსაკუთრებით კარგად ვითამაშოთ დაცვაში:

"ვიცით, რომ ურუგვაი სწრაფი რაგბის მიმდევარია და მათ ბურთი არ უნდა მივცეთ. განსაკუთრებით სწრაფები არიან უკანა ხაზის მოთამაშეები და თუ ისინი უპირატესობის ხაზის გადაკვეთას შეძლებენ, მერე მათი შეჩერება რთული იქნება. სწორედ ამიტომ, განსაკუთრებით კარგად უნდა ვითამაშოთ დაცვაში და არ მივცეთ მეტოქეს ბურთი, რათა ვერ შეძლონ ქულების დაგროვება".

საქართველოსა და ურუგვაის ნაკრებების შეხვედრა 29 სექტემბერს, საქართველოს დროით 09:15 საათზე დაიწყება.

მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით

otaf
თავად შენ რას ემსგავსები ასეთი უმსგავსო კომენტარებით?
გია
ურუგვაის მოუგებთ. მე უფრო ფიჯი მადარდებს
Gurami
მოედანზე ვნახავთ ხვალ მილტონ მოედანზე !!!!! მერე არ თქვა უი კაი გუნდი ყოფილა ეს ურუგვაი ფიჯის მოუგოვო !!!!!
iufT
სამწუხაროა, რომ აქ 2 - 3 კაცი დაკავენბულია მხოლოდ იმით, რომ ღვარძლიანი კომენტარები წეროს, შემი ჩათვლით.
avto
ჰეიგ, ლელა კაკულიას ემსგავსები) რას არ გაგკვირევებია. მთელი მსოფლიოს გაუკვირდა და შენ არა, ხო? მაიცა, რა! შენ საქმეს მხიედე ჯობია და მოიგე ეს 2 თამაში და მერე თუ გინდა ქვა მესროლე.
Tfui
Exla fiqrobt mogebaze? Pirvel tamashu xo mosalodneli shedegit caaget,ratom ar moaxdinet sensacia?
კაკო
პაპა, შენი ლომები თამაშამდე ერთი საათით ადრე გააღვიძე და მოიგებთ მაშ რას იზამთ! მეორე ტაიმში უკვე დაგვიანებული არის ხოლმე!
მძიმე არტილერია ბრუნდება! - "ბორჯღალოსნების" შემადგენლობა მსოფლიო ჩემპიონ სამხრეთ აფრიკის წინააღმდეგ
შოტლანდიელების წინააღმდეგ მეოთხედ მოსაგებად - უმცროსი "ბორჯღალოსნების" შემადგენლობა
"ბორჯღალოსნები" | მომავალი მეტოქე - მსოფლიოს 4-გზის ჩემპიონი და რეიტინგ-ლიდერი სამხრეთ აფრიკა
საქართველოს U18 ნაკრებმა A დივიზიონის წევრი გერმანია ლატვიაში დაამარცხა
პსჟ-ს თავდამსხმელის გაყიდვა სურს და შეთავაზებებს ელის
20 წ. | ცვლილებები რაზმში
დიეგო ლონგო: "დილა" თავისი შესაძლებლობების მაქსიმუმისგან ჯერ კიდევ შორს არის
"მილანს" რასმუს ჰოილუნის შეძენა სურს
[PHOTO] მორიგი ბრწყინვალე ჟესტი - "ლივერპული" ჟოტას არ ივიწყებს
იქ, სადაც განსაკუთრებულად უყვართ - დემიენ ლილარდი "პორტლენდში" დაბრუნდა
დირკ შუსტერი: უზომოდ ბედნიერი ვარ და თითოეული ფეხბურთელით ვამაყობ
აზაროვმაც ითამაშა და გოჩოლეიშვილმაც - "შახტარის" მომავალი მეტოქე "ბეშიქთაშია"
მძიმე არტილერია ბრუნდება! - "ბორჯღალოსნების" შემადგენლობა მსოფლიო ჩემპიონ სამხრეთ აფრიკის წინააღმდეგ
"დილამ" "რასინგს" ისევ მოუგო და მეორე ეტაპზე "რიგას" შეხვდება
[VIDEO] მიკერძოებული მსაჯობის მიუხედავად "ტორპედომ" "ორდაბასის" ბარიერი გადალახა და მეორე ეტაპზე გავიდა
Nuovo Kvara - "ნაპოლიმ" ქართველის შემცვლელი შეიძინა
პსჟ შეიძლება მალე დონარუმას გარეშე დარჩეს
Giorgi² - ფრანგული "მეცი" ქართული ფრთებით შეუტევს
ქართული კლუბების შესაძლო მეტოქეები კონფერენციის ლიგის შესარჩევის მეორე რაუნდში
გრანიტ ჯაკა შესაძლოა, პრემიერლიგაში დაბრუნდეს
"რა გაუკეთებია, რომ "ბარსელონაში" ითამაშოს?" - "იუნაიტედის" ლეგენდამ რაშფორდი გააკრიტიკა
"რეალს" ალაბასთან კონტრაქტის გაწყვეტა სურს
"თუკი კვარაცხელიას ხელი არ შეუშალეს, ოსიმენს პრობლემებს რატომ უქმნიან?!" - ნიგერიელის მეგობარმა დე ლაურენტისი გააკრიტიკა
ლეგიონერები: ბრეგვაძისა და ლობჟანიძის ლელოები
საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები, სულ რაღაც, ერთ თვეში თბილისში ირლანდიის ნაკრებს ხვდება!
ჯაბა ბრეგვაძე: სულ მალე მსგავსი შეხვედრები ჩვენ სასარგებლოდ დასრულდება
თედო აბჟანდაძე "ბორჯღალოსნების" პროგრესზე, ნინიაშვილის წარმატების ფაქტორებსა და საკლუბო სირთულეებზე
მილტონ ჰეიგი: ჩვენს ქვეყანას სიამაყის საბაბი მივეცით
მილტონ ჰეიგი: ავსტრალიური მედიის დამოკიდებულება აგდებული და უპატივცემულო იყო
რაგბი ევროპა | მზადება ნიდერლანდებისთვის, ბექა გორგაძესთან ერთად
"არ ვითხოვთ ფულს, ვითხოვთ შესაძლებლობას" - ლევან მაისაშვილი
ლეგიონერები | 31 ქულა საფრანგეთში
საქართველო ირლანდიას მასპინძლობს - პირველი შეხვედრა თბილისში!
ჯაბა ბრეგვაძე: ფორმის შესანარჩუნებლად სახლში ვვარჯიშობ
ჯაბა ბრეგვაძე: "ბორჯღალოსნების" კვართით თამაშს ფასი წინა თაობებმა შესძინეს
ბექა გორგაძე: ფინალის მოსაგებად დამატებითი მოტივაცია არ გვჭირდება
ჯაბა ბრეგვაძემ "სანვულვზთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა
ლეგიონერები | ორი ლელო და სამნი სიმბოლურში
სავსე ტრიბუნების დროა!
რა უნდა ვისწავლოთ მსოფლიო თასიდან - World Rugby "ბორჯღალოსნებზე" სტატიას აქვეყნებს
ბექა გორგაძე: შეცდომების დაშვების უფლება არ გვაქვს
ბექა გორგაძე: შეცდომების დაშვების უფლება არ გვაქვს
ჯორჯიის შტატი მსოფლიო თასზე საქართველოს მორაგბეთა ნაკრებს უქომაგებს - ოფიციალური განცხადება
"როგორც ჩანს, რაღაც მომენტში ჰეიგი საკუთარი წარმატების ტყვე გახდა და მოსალოდნელი მარცხის შიშით პრაგმატული თამაში დაგეგმა"
ლეგიონერები: ბრეგვაძემ ზე-რაგბის სეზონი ლელოთი გახსნა
ხაბი ალონსოს პატიმრობა ელის - 10 ოქტომბრის დაიჯესტი
"All Blacks"-ის ვარსკვლავი მილტონ ჰეიგთან ითამაშებს