მილტონ ჰეიგი: გასაკეთებელი გავაკეთეთ!

AutoSharing Option
საქართველოს მორაგბეთა ნაკრების ახალზელანდიელმა მთავარმა მწვრთნელმა ურუგვაისთან გამართული მატჩის შემდეგ მსოფლიო რაგბის ტელევიზიას მოკლე ინტერვიუ მისცა.

"ძალიან ამაყი ვარ ბიჭებითა და იმ თამაშით, რაც ვაჩვენეთ. ჩვენი ნაკრებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო დასახულ გზაზე პირველი შეხვედრის მოგება.

უკანასკნელი 4 თვის განმავლობაში და მეტიც, უკანასკნელი 4 წლის განმავლობაშიც კი მუხლჩაუხრელად ვშრომობდით და გახარებული ვართ, რომ ეს შეხვედრაც მოვიგეთ და გასაკეთებელი გავაკეთეთ.

წინა ხაზი ჩვენი ძლიერი მხარეა - შერკინება, მოლი, ფიზიკური თამაში. ჩვენ ვიცოდით, რომ ისინი დაიღლებოდნენ, 4 დღიანი შესვენება ურუგვაისთვის საკმარისი არ იყო.
ვიცოდით, რომ მათ ძალიან გაუჭირდებოდათ,"- განაცხადა მილტონ ჰეიგმა.

მკითხველის კომენტარები / 9 /
ურუგვაი ძალიან სუსტად გამოიყურებოდა ხოლო ფიჯის რაც შეეხება ორმოცდაათი ორმოცდაათზეა რა შანსები. გინდა თუარა მოიგე ეგრე არაა ისე ფიჯელები გასაციმბირებელი არიან ურუგვაისთან წაგებისთვის ან როგორ მოახერეხეს.დდ
zaza
18:31 29-09-2019
0
ხო მელიტოჯან, მარა იგივე პრობლემის წინაშე ფიჯისთან ჩვენც აღმოვჩნდებით რადგან აშკარად მცირე დრო გვაქ ძალების აღსადგენათ.
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული