"ბორჯღალოსნების" შემადგენლობა ფიჯისთან - მილტონ ჰეიგმა 11 ცვლილება განახორციელა

AutoSharing Option
ფოტო: ლევან ვერძეული/rugby.ge

საქართველოს ნაკრები 3 ოქტომბერს ოსაკაში, მსოფლიოს თასის გათამაშებაში თავის ყველაზე მნიშვნელოვან მატჩს გამართავს. მეტოქე ფიჯის ნაკრებია, რომლის სიძლიერეზე ახლა არ შევჩერდებით.

"ბორჯღალოსნების" მთავარმა მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა გუნდის საბრძოლო შემადგენლობა დაასახელა, რომელშიც ურუგვაისთან მატჩთან შედარებით, ძირითად შემადგენლობაში 11 ცვლილება განახორციელა. ჰეიგის არჩევანი გასაგებია. მრისხანე მეტოქესთან ის, ძირითადად, გამოცდილ მორაგბეებს დაეყრდნო.

ფიჯისთან "ბორჯღალოსნებს" ჩვეულ, 12 ნომრის პოზიციაზე უბრუნდება მერაბ შარიქაძე. ის ცენტრში დავით კაჭარავასთან ერთად ითამაშებს. სასტარტო შემადგენლობაში ბრუნდება 9 ნომერი ვასილ ლობჟანიძე, ხოლო მგეზავად, პირველად მიმდინარე მსოფლიო თასზე,
თამაშს ლაშა ხმალაძე იწყებს. მან უელსთან შეცვლაზე, ხოლო ურუგვაისთან სასტარტოში ფულბეკად ითამაშა. ამჟამად ფულბეკის პოზიციას ისევ სოსო მათიაშვილი დაიკავებს.

ზედიზედ მესამე თამაშს იწყებს გიორგი კვესელაძე. ის ისევ გარემარბად ითამაშებს. მეორე ფრთაზე გამოცდილ ალექსანდრე თოდუას ვიხილავთ. აღსანიშნავია, რომ ორივემ ურუგვაის დალელოვება შეძლო.

პირველ ხაზში ბრუნდებიან მიხეილ ნარიაშვილი, შალვა მამუკაშვილი და ბექა გიგაშვილი. მეორე ხაზში ზედიზედ მესამე თამაშია ძირითადში ადგილს ინარჩუნებს კოტე მიქაუტაძე, რომელსაც ამჯერად კვლავ გიორგი ნემსაძე შეუწყვილდება. მესამე ხაზში, ფლანკერებად ბრუნდებიან გიორგი თხილაიშვილი და მამუკა გორგოძე, ხოლო შემკვრელი ბექა გორგაძე იქნება.

პირველი ხაზის მარქაფაში არიან ჯაბა ბრეგვაძე, გურამ გოგიჩაშვილი და ლევან ჩილაჩავა. ამ სამეულმა უელსთან შეცვლაზე ითამაშა, ორი დღის წინ კი ძირითადში იყო. მათ გარდა, მორკინალებიდან მარქაფაში არიან ოთარ გიორგაძე და ბექა საღინაძე.

საქართველოსა და ფიჯის ნაკრებების შეხვედრა 3 ოქტომბერს, საქართველოს დროით 09:15 საათზე დაიწყება.

საქართველოს ნაკრები
15. იოსებ მათიაშვილი, 14. გიორგი კვესელაძე, 13. დავით კაჭარავა, 12. მერაბ შარიქაძე, 11. ალექსანდრე თოდუა, 10. ლაშა ხმალაძე, 9. ვასილ ლობჟანიძე; 1. მიხეილ ნარიაშვილი, 2. შალვა მამუკაშვილი, 3. ბექა გიგაშვილი, 4. გიორგი ნემსაძე, 5. კოტე მიქაუტაძე, 6. გიორგი თხილაიშვილი, 7. მამუკა გორგოძე, 8. ბექა გორგაძე.

მარქაფა: 16. ჯაბა ბრეგვაძე, 17 გურამ გოგიჩაშვილი, 18. ლევან ჩილაჩავა, 19. ოთარ გიორგაძე, 20. ბექა საღინაძე, 21. გელა აფრასიძე, 22. ლაშა მალაღურაძე, 23. მირიან მოდებაძე.

ფიჯის ნაკრების შემადგენლობა კი ასე გამოიყურება:

15. კინი მურიმურივალუ, 14. ჯოსუა ტუისოვა, 13. ვაისეა ნაიაკალევუ, 12. ლევანი ბოტია, 11. სემი რადრადრა, 10. ბენ ვოლავოლა, 9. ფრენკ ლომანი. 1. კემპესე მააფუ, 2. სამუელ მატავესი, 3. მანასა საულო, 4. ტევიტა კავუბატი, 5. ლეონე ნაკარავა, 6. დომინიკო ვაკანიბუროტუ, 7. სემი კუნატანი, 8. პესელი იატო

მარქაფა: 16. ტუვერე ვუგაკოტო, 17. ერონი მავი, 18. პენი რავაი, 19. აპისალომე რატუნიარავა, 20. ვილიამე მატა, 21. ნიკოლა მატავალუ, 22. ჯალე ვატუბუა, 23. ჯოშ მატავესი

ბესიკ ჯანგავაძე ოსაკიდან

მკითხველის კომენტარები / 47 /
ეს არის ოპტიმალური შემადგენლობა. თუ რამე შეგვიძლია, ამით უნდა მივაღწიოთ. მაქსიმალური კონცენტრაცია და მინიმალური შეცდომები, სხვანაირად გამორიცხულია. დაცვაში მჭიდროდ და უშეცდომოდ წარმატებები ბიჭებს!
: )))))))
01 ოქტომბერი 2019 10:32
4
ამ შემადგენლობით სიჩქარეში ძაან დაგვჩაგრავენ, ხაზზე ბურთს ვერ გაათამაშებენ. იმდენად მძიმე შემადგენლობაა ხაზსაც ვერ აწევენ დროულად და დიდი უპირატესობა მიეცემა სამწუხაროდ ფიჯის. მეტი ახალგაზრდული ნაკრების ბიჭები გჭირდება ნაკრებში რომ იბურთაონ. ჰეიგმა კიდე რით ვერ გაიგო რომ აფრასიძე ძირითადის კაცია, ლობჟანიძეს ძალიან გვიან გააქვს ბურთი და მეტოქის ხაზიც მოწყობას ასწრებს . კიდე ერთი - ნარიაშვილის ნაცვლად გოგიჩაშვილს დავაყენებდი და მამუკაშვილის ნაცვლად ბრეგვაძეს და საერთოდაც ნარიაშვილის ნაცვლად ჟვანიას წავიყვანდი. ნარიაშვილი გასაგებია სტატიკაში უძლიერესია თუმცა მის მიერ ხაზში გაკეთებული პასი არ მინახავს, ძველი ყაიდის მორაგბეა სამწუხაროდ.
Dima
01 ოქტომბერი 2019 10:32
12
ურუგვაისთან მატჩით ნუ ვიმსჯელებთ, ფიჯი ბევრად გამოცდილი გუნდია და ჩვენი მწვრთნელიც გამოცდილებს ენდო. ახალგაზრდები რომ დააყენოს, ფიჯისაც ეგ უნდა.
თხილაიშვილმა ბურთზე ჩაჯდომა იცის, ხმალაძის 10 ნომრად დაყენებაც სწორია - დაცვას კარგად თამაშობს და თავის თავზეც იღებს თამაშს, ფეხითაც მშვენიერია. ხელით თამაშში ვერ ავყვებით და ამიტომ შერკინებით უნდა ვაჯარიმოთ და მაქსიმალური ქულები ავიღოთ. იმათაც თუ აურიეს, მთლად უკეთესი
: )))))))
01 ოქტომბერი 2019 12:41
1
Saqmec magashia rom mdzime tamashi unda iyos chveni tamashi unda movaxviot tavs neknebis knata knuti unda davacyebinot da aset tamashi dzlieri bichebia sachiro janianebi. Marqapashic dzlieri bichebi gvizis mat tamashi tu avyevit cavagebt chvebi tamashi unda vitamashot da vaidzulot vatamashot egenic chven tamashi agvyvnen!!!
Roma
01 ოქტომბერი 2019 11:58
0
ყველა გამოხმაურება
ანგარიშზე ვერაფერს ვიტყვი, მაგრამ ფიჯელების ძვლების მტვრევის ხმას გაიგებთ :დ
ისევ რაგბის მივაწვეთ
01 ოქტომბერი 2019 10:27
4
ჩვენი ბიჭების თამაშებს ვუყურებ და რასაც მე პირადად ვხედავ იქიდან გამომდინარე არ მგონია რომ ეს საუკეთესო შემადგენლობა იყოს..

1. ლობჟანიძეს ნელა გამოაქვს ბურთი და მოწინააღმდეგეს დაწყობის საშუალებას აძლევს, ვიტყოდი რომ ჳინც შეტევებს ამწვავებს და ვისი დამსახურებითაც არაერთი ლელო იდება ეს არის გელა აფრასიძე, ის უფრო სწრაფად აზროვნებს და უფრო გამბედავია. არ ვიცი რა გათვლა აქვს მწვრთნელს თუმცა აფრასიძე ამ ეტაპზე უკეთესად თამაშობს ვიდრე ლობჟანიძე.

2. ჩილაჩავას არ დავსვამდი მარქაფაში, მე პირადად თავის პოზიციაზე უძლიერესი მგონია.

3. ოთარ(ოთია) გიორგაძე — მარქაფაში?? მე არ ვეთანხმები. ამ ბიჭზე ჩემი ხედვა ასეთია: ძალიან ძლიერი, უშიშარი, შედეგიანი და პერსპექტიული რომ გახდეს იგივე "მამუკა გორგოძე", ჩემი აზრით მას აქვს ამის პოტენციალი, ძალაც და გამბედაობაც.

4. სოსო მათიაშვილი - ვფიქობ ძალიან სუსტია ამ მსოფლიო ჩემპიონატზე, თითქმის ვერაფერს აკეთებს სასარგებლოს.

5. გიორგი კვესელაძე - ბურთს ხშირად კარგავს.

6. აბჟანდაძე ძალიან სასარგებლო მორაგბეა, თუმცა განაცხადში არ არის, თუ ტრამვა არის მიზეზი გასაგებია, თუ არა მაშინ.. არ მესმის!

7. მჭედლიძე - მისდამი ყოველთვის დადებითად ვიყავი განწყობილი, ძალიან ძლიერია და კარგად თამაშობს, არ ვიცი რატომ არ არის განაცხადში შეყვანილი..

დანარჩენებზე ვერაფერს ვიტყვი, კმაყოფილი ვარ პირადად, ისინი იმსახურებენ სასტარტოში თამაშს, იმედით ველოდები ზეგინდელ დღეს, გაუმარჯოს საქართველოს!
ლაშა
01 ოქტომბერი 2019 14:06
1
ფიჯის ნაკრებიდან მე-5 და მე-12 ნომრებს უნდა ვუფრთხოდეთ. სახელ-გვარებიდან ჩანს, რომ მეგრული ფესვები უნდა ჰქონდეთ))))))
გიო
01 ოქტომბერი 2019 11:33
2
სახელიც ლევანი ჰქვია
giorgi
01 ოქტომბერი 2019 16:09
0
ვასკა თუ კითხულობს ამას. მთელი საქართველო გეუბნება მალე მიდი რაქიდან შენთვის გამზადებულ ბურთზე და მალე გააკეთე ეგ პასი. ცეცხლი უნდა იყო ცეცხლი. სანამ შენ ბურთი გაგაქ ღამდება და რაც კიდე უარესი ვკარგავთ ხანდახან.
ჩვენ გულშემატკივრები ვატყობთ ამას და მოწინააღმდეგე მორაგბეები რას იზავენ?!
გაითვალისწინე შე დალოცვილო. ღმერთი შენსკენ და მთელი ნაკრებისკენ.
Gio
01 ოქტომბერი 2019 11:55
0
რა ქნას რაჭველია და.. ქვე შენი ჭირიმე, უნდა მიუტევოთ
.
02 ოქტომბერი 2019 02:36
0
თედო აბჟანდაძე რატომ არაა განაცხადში? ან ძნელაძე, რომელიც ურუგვაისთან ერთ-ერთი საუკეთესო იყო სისწრაფით და ამოტანილ ბურთზე პირველი ეგ თამაშობდა, საკმაოდ კარგად.
გულშემატკივარი
01 ოქტომბერი 2019 10:57
0
მეც ვერ გავიგე, მაგრამ ალბათ, ტანით ძალიან პატარა რომ არის.
gio
01 ოქტომბერი 2019 11:49
0
ვინმემ იცის ჩვენ გუნდში 9 ნომერს რა პრინციპით აყენებენ სასწარტოში?
SL
01 ოქტომბერი 2019 16:13
0
მეც ეგ კითხვა დამებადა, რა პრინციპით არჩევენ 9 ნომერს, აფრასიძეს რას ერჩიან არ ვიცი
ჯონა
01 ოქტომბერი 2019 20:08
0
ამ კაცმა რით ვერ გაიგო რომ აფრასიძე ძირიტადში უნდა დააყენოს?რა არ მოწონს ვერ გავიგე?ბიჭი გუნდის მოტორი გახდა და ასეთ მნიშვნელოვან მომენტში მისი არ დაყენება დიდი შეცდომა მგონია.ნეტა ვცდებოდე..
კახი
01 ოქტომბერი 2019 13:00
1
ეს როგორ არის ოპტიმალური შემადგენლობა??? ამ შემადგენლობით შოტლანდია და უელსთან პირველ ტაიმებში დანთავრდა თამაშები. ნეტა ვცდებოდე...წარმსტრბები ჩვენს ბიჭებს!
პაატა
01 ოქტომბერი 2019 12:55
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული