ფიჯელი მორაგბე: კარგად ვიცით, რას შემოგვთავაზებს საქართველოს ნაკრები

AutoSharing Option
ფიჯის მორაგბეთა ნაკრებმა საქართველოსთან 2019 წლის მსოფლიო თასის ფარგლებში გასამართი შეხვედრის წინ პრესკონფერენცია მოაწყო, სადაც ფიჯელთა 2-მა ნომერმა კამპესე მააფუმ საინტერესო კომენტარი გააკეთა.

"კარგად ვიცით, რას შემოგვთავაზებს საქართველოს ნაკრები. ისინი ძლიერები არინ ფიზიკურ რაგბიში, შერკინებასა და მოლში. აქედან გამომდინარე, განსაკუთრებულად კარგები ამ კომპონენტებში უნდა ვიყოთ, რათა ჩვენი მკვლელი უკანა ხაზისთვის კარგი პასების მიწოდება შევძლოთ.

ყველამ შესანიშნავად იცის ჩვენ შესახებ, "მფრინავი ფიჯელები" ტყუილად არ შეურქმევიათ. ჩვენ მოედნის ყველა ნაწილში ძალიან ბევრს დავფრინავთ. თუმცა ამ შეხვედრაში ჩვენი მთავარი მიზანი გეგმების განხორციელება და
შერკინებასა და მოლში ძლიერი თამაშია", - განაცხადა 34 წლის მორაგბემ.

ფიჯისა და საქართველოს ნაკრებებს შორის მატჩი ხვალ, 3 ოქტომბერს, თბილისის დროით 09:15 საათზე გაიმართება.

მკითხველის კომენტარები / 9 /
სამაგიეროდ. ჩვენ ვასკა გვყავს, ხელების შვერას რომ დაიწყებს რაქიდან ბურთის გამოტანამდე. - შენ იქით შენ აქეთ დამიდექიო, რომ გაანაწილებს. მოულოდნელობის ეფექტს თქვენ ხვალ ნახავთ მფრინავი ფიჯელებო, განსაკუთრებით პირველ ნახევარში. აბა მერე აფრასიზე გამოვა და სულ აურევს ჩვენს საათივით დაწყობილი და დინჯ თამაშს, სწრაფად ბურთის გამოტანებით და სწრაფი და მოულოდნელი გარღვევებით და ოფლოუდებით.. ჰო კიდევ შერკინება. ჩვენ სამაგიეროდ შერკინება გვყავს ფიჯელებო, ბურთს რომ შევაგდებთ არ გამოვიტანოთ სანამ თქვენს ჩათვლის მოედნამდე არ მივალთ, ნუ თუ თქვენ კაცურად მოიქცევით და დაგვიდგებით მანეკენებივით (არ ცაიქცეთ, წინასწარ არ მოგვაწვეთ, თამაშგარედან არ შემოხვიდეთ), უბრალოდ ლავიწის ძვლებით მოგვაწექით, თორემ მერე ჯარიმას 60 მეტრიც რომ იყოს დისტანცია, მაინც კარში დავარტყავთ, და... აი მანდ დაგერხათ!..
გურია
13:13 02-10-2019
5
ურუგვაისთან ფრთების დაქნევა დაავიწყდათ ალბათ
ირაკლი ქუთაისელი
15:04 02-10-2019
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული