საქართველოს ნაკრები ფიჯისთან პირველი ტაიმის შემდეგ მარცხდება [VIDEO]

AutoSharing Option
ფოტო: თამუნა ყულუმბეგაშვილი/rugby.ge

დღეს, 3 ოქტომბერს, 2019 წლის მსოფლიო თასის შეხვედრაში საქართველოს მორაგბეთა ნაკრები ფიჯის ეროვნულ გუნდს ხვდება. პირველი ტაიმის შემდეგ ანგარიშია 7:3, ფიჯელების სასარგებლოდ.

მე-12 წუთზე "ბორჯღალოსნებმა" პირველად დააჯარიმეს შერკინებაში ფიჯელები. ხმალაძემ კიდეზე გადაიტანა ბურთი და საქართველოს ნაკრებმა აუტიდან მოწოდებული ბურთის შემდეგ შეუტია და მე-14 წუთზე ფიჯელები მაღალი ბოჭვის გამო დაჯარიმდნენ, თუმცა სოსო მათიაშვილმა ჯარიმა ზუსტად ვერ შეასრულა.

მე-20 წუთზე ქართველებმა სამწუხარო შეცდომა დაუშვეს. ფეხით შეყელებული ბურთის მოედნის ფარგლებს მიღმა გაშვებას კვესელაძე შეეცადა, თუმცა ბურთი ვერ დაფარა, ის ფიჯელებს
ჩაუვარდათ ხელში და ნაიკალევუმ დაგვალელოვა. ვოლავოლამ გარდასახვა ზუსტად შეასრულა - 7:0.

34-ე წუთზე საქართველოს ნაკრებმა ძალიან კარგი კონტრშეტევა გააკეთა. ლობჟანიძემ ხმალაძეს გაატანა და თითქოს ძალიან ცოტა გვქონდა ლელომდე დარჩენილი, თუმცა ჯერ თოდუა შებოჭეს წესების დარღვევით, შემდეგ კი ნემსაძემ ბურთის მეტოქის ჩათვლის მოედანში დამიწება ვერ მოახერხა. მსაჯმა ჯარიმა დაგვიბრუნა და მათიაშვილმა ამჯერად ზუსტად დაარტყა - 3:7.


alt"ბორჯღალოსნების" საოცარი ემოცია სამშობლოს ჰიმნის შესრულებისას [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 25 /
ამ თამაშს ფიჯი თუ წააგებს ძალად თორემ ესენი რაის მომგებები არიან რაგბის გაგნებაში არ არიან.ფეხბურთია და გიჟებივით კიდებენ ბურთს წინ და ეტყობა ამათაც აითვისეს ეს კომპონენტი და უბაგუნებენ უაზროდ იმათ ნახევარზე მარა მეტიც რომ არ იციან? სუსტები არიან თან საკმაოდ სუსტები
nodo
10:14 03-10-2019
3
ძალიან მიკვირს ერთი ფაქტი და რომ არ ვთქვა არ გამოვა . სამივე თამაშში რასაც ვუყურებ , 9 ნომერზე უალტერნატივოა აფრასიძე და მისი კრეატიული თანამედროვე თამაში და მაინც ლობჟანიძეს რომ აყენებ ასეთ მნიშვნელოვან თამაშში , დავიჯერო მარტო მე ვხედავ ამას , მითუმეტეს მაშინ როცა აფრასიძე მენტალურად მზად არის ამხელა პასუხისგებლპბისათვის ?
ATP 16
10:30 03-10-2019
2

სიახლეები პოპულარული