საქართველოს მორაგბეთა ნაკრები სრულიად მოიშალა და ფიჯისთან დიდი ანგარიშით წააგო [VIDEO]

AutoSharing Option
ფოტო: worldrugby

3 ოქტომბერს საქართველოს მორაგბეთა ნაკრები 2019 წლის მსოფლიო თასზე ფიჯის ეროვნულ გუნდთან ანგარიშით 10:45 დამარცხდა და თუ სასწაული არ მოხდა, ჯგუფში მე-3 ადგილზე გასვლას ვეღარ შევძლებთ.

მე-12 წუთზე "ბორჯღალოსნებმა" პირველად დააჯარიმეს შერკინებაში ფიჯელები. ხმალაძემ კიდეზე გადაიტანა ბურთი და საქართველოს ნაკრებმა აუტიდან მოწოდებული ბურთის შემდეგ შეუტია და მე-14 წუთზე ფიჯელები მაღალი ბოჭვის გამო დაჯარიმდნენ, თუმცა სოსო მათიაშვილმა ჯარიმა ზუსტად ვერ შეასრულა.

მე-20 წუთზე ქართველებმა სამწუხარო შეცდომა დაუშვეს. ფეხით შეყელებული ბურთის მოედნის ფარგლებს მიღმა გაშვებას კვესელაძე შეეცადა, თუმცა ბურთი ვერ
დაფარა, ის ფიჯელებს ჩაუვარდათ ხელში და ნაიკალევუმ დაგვალელოვა. ვოლავოლამ გარდასახვა ზუსტად შეასრულა - 7:0.

34-ე წუთზე საქართველოს ნაკრებმა ძალიან კარგი კონტრშეტევა გააკეთა. ლობჟანიძემ ხმალაძეს გაატანა და თითქოს ძალიან ცოტა გვქონდა ლელომდე დარჩენილი, თუმცა ჯერ თოდუა შებოჭეს წესების დარღვევით, შემდეგ კი ნემსაძემ ბურთის მეტოქის ჩათვლის მოედანში დამიწება ვერ მოახერხა. მსაჯმა ჯარიმა დაგვიბრუნა და მათიაშვილმა ამჯერად ზუსტად დაარტყა - 3:7. პირველი ტაიმი სწორედ ამ ანგარიშით დამთავრდა.


მეორე ტაიმში კი, საწყის 10 წუთში "ბორჯღალოსნებმა" 2 ლელო გაუშვა. ჩვენი ჩათვლის მოედანში ბურთი ლომანიმ და ტუისოვამ დაამიწეს. მართალია, გიორგი კვესელაძის კარგი თამაშის წყალობით 54-ე წუთზე მამუკა გორგოძემ დადო ლელო და სიტუაცია თითქოს დაიძაბა - 10:17.


თუმცა ეს ბოლო პოზიტიური მომენტი იყო საქართველოს ნაკრებისთვის. 61-დან 71-ე წუთამდე ფიჯელებმა 3 ლელო დაგვიდეს, 3-ვე გარდასახვა ზუსტად შეასრულეს და ანგარიში უკვე თითქმის გამანადგურებელი გახდა - 10:38.

თუმცა, ფიჯელები ამაზე არ გაჩერებულან და მე-7 ლელოც დაგვიდეს. რადრადრამ დუბლი შეასრულა და საერთოდაც, სწორედ ამ კაცის უდიდესი დამსახურება იყო, ამ სხვაობით რომ დაამარცხეს საქართველო. ვოლავოლამ გარდასახვა ისევ ზუსტად დაარტყა - 45:10.

ფიჯიმ საქართველოს ნაკრებს აბსოლუტურად ყველა სათამაშო კომპონენტში აჯობა. რაც ყველაზე გასაკვირი იყო, კუნძულელებმა შერკინებაშიც კი აჯობეს "ბორჯღალოსნებს" და ამის გათვალისწინებით, ამ ანგარიშით მარცხი გასაკვირი სულაც არ ყოფილა.


"ბორჯღალოსნები" მსოფლიოს თასი D ჯგუფის ბოლო მატჩს 11 ოქტომბერს ავსტრალიასთან გამართავს. ამ დროისთვის ჩვენს ჯგუფში მდგომარეობა ასე გამოიყურება:

1. უელსი            2 2 0 0 +33 9
2. ფიჯი              3 2 0 1 +14 7
3. ავსტრალია     2 1 0 1 +14 6
4. საქართველო   3 1 0 2 -38 5
5. ურუგვაი         2 1 0 1 -23 4


მკითხველის კომენტარები / 169 /
და რომელია ჩვენი თამაში რაგბს როეცი შე დალოცვილო სად ბდღვნი ყველაფერს არსად ხოდა ეგ იცით რისი ბრალია ზედმეტი მოლოდინების რეალობას რო წყდები და კიდე წინასწარ ბაქიბუქის.ისე კი თაობათა ცვლა გარდაუალია რადგან ესეთი რაგბი ჩაბარდა პატრონს და კაი ხამია გავიდა მარილზე
zaza
03 ოქტომბერი 2019 11:31
6
ცოტა თვალი გაახილე და დაინახავ რომ ბოლო თვენახევარში რვა მსოფლიოს ჩემპიონი გყავს!!!! ჩხვიმიანი წურწუმია გობაძე პეტრიაშვილი ლომთაძე დავითაშვილი პლესნოი ტალახაძე!!!!
გურამი
03 ოქტომბერი 2019 11:54
4
თავს ზევით ძალა არაა რაც ვართ ეს ვართ!!!
912
03 ოქტომბერი 2019 11:21
4
ვერ ისწავლით ეგრე თამაშს. ისინი ერთობიან, თამაშობენ თქვენ წვალობთ. ბრძოლა-ბრძოლა გაიძახით. ისინი ლაღად თამაშობენ თქვენ სახეები ჩამოგტირით. გაერთეთ რა დრო ატარეთ :) დგახართ ხაზში კუთხეში დაყენებული ბავშვებივით. ჩაათამაშე რა ეგ ბურთი და თუ გაგივარდება მისი დედაც ვატირე მე. დასანანია, კაი ბიჭები ხართ, მაგრამ ძაან უღიმღამოდ თამაშობთ (თამაშობთ ხმამაღალი ნათქვამია).
gocha
03 ოქტომბერი 2019 13:01
1
ზოგიერთების აზრით , თურმე საქართველოში ყველამ იცის სპორტის ყველა სახეობა და პროფესორები გონიათ თავებიო !! მათ გასაგონად მინდა ვთქვა , პროფესორობა არ ჭირდება იმის მიხვედრას , რომ ერთ ცხრა ნომერი , აზრონების სისწრაფით ჯობია მეორეს , რომ გიორგაძე რომელიც ურუგვაისთან საუკეთესო მორაგბედ აღიარეს სკამზე არ უნდა დასვა , რომ ჟვანია არ წაიყვანო იმის გამო რომ ტაქტიკურ მონახაზში ვერ ჯდებიო , ჩილაჩავა დატოვო სკამზე და კიდევ რამდენი ჩამოვთვალო ? თაობათა ცვლა სახეზეა , მენტალურად ეს ახალგაზრდები მზად არიან , იმიტომ რომ ნათამაშები აქვთ და მოუგიათ თითქმის ყველა გუნდისათვის , ეს თავდანერებულობაც იქედან მოდის , სისწრაფე და სხარტი აზროვნება ჭორდება ნაკრებს , აბჟანდაძის ავანტიურული პასები ფეხით , სხვნაირად შანსი არ გვაქვს განვითარების . მადლობა მელიტონს , მაგრამ მენტალურადაც და გამოცდილებითაც უფრო მაღალი რანგის მწვრთნელი გვჭირდბა .
ATP 16
03 ოქტომბერი 2019 11:53
3
ძმურად, დაცვაში ახალგაზრდობა ჩავარდა უმოწყალოდ და ნგრევაც მაქედან დაიწყო ნურც შენ იპროფესორებ.
ანდრი
03 ოქტომბერი 2019 12:01
6
კარგი , დაგიჯერებთ და მასე მოვიქცევი , უარს ვამბობ პროფესორობაზე .
ATP 16
03 ოქტომბერი 2019 12:49
1
დიდი მადლობა მთელ გუნდს სამწვრთნელო შტაბთან ერთად აგრეთვე ფედერაციის ხელმძღვანელობას.გმადლობთ ბატონებო რამეთუ დაგვაბრუნეთ ჩვენს ბავშვობაში როცა საქართველოში რაგბი პირველად შემოვიდა და ამათმა გაგვახსენეს როგორ იწყებოდა რაგბის განვითარება ჩვენს ქვეყანაში.
nika
03 ოქტომბერი 2019 15:18
4
რამდენიმე წელია, აშკარა რეგრესი გვაქვს. ბოლოს რუსებსაც ძლივს მოვუგეთ. კარგა ხანია, ახალი სისხლი იყო საჭირო.
და კიდევ - რაგბი ბრიტანელების თამაშია!
Omega
03 ოქტომბერი 2019 11:08
3
რამდენი ტკივილი და რამდენი გულისწუხილია გამოხატული კომენტარებში. 163 კომენტარი წავიკითხე, ზოგი თავშეკავებული და სამართლიანი, ზოგიც ემოციური და ჭეშმარიტი სიყვარულით გამსჭვალული. რაღა უნდა დავწერო ამდენის შემდეგ-მეთქი ვიფიქრე, მაგრამ თქვენის ნებით მეც მინდა ერთი-ორი სიტყვით მოგახსენოთ ჩემი მოსაზრება, თუ რა თქმა უნდა ნებას მომცემთ.
საქართველოს 20 წლამდელთა ნაკრებმა ბევრი ღირშესანიშნავი მატჩები მოიგეს ( არგენტინა, შოტლანდია, ირლანდია, იაპონია, ფიჯი), მოიგეს ზუსტად იმ თანამედროვე რაგბის ხარჯზე, როგორიც ჩვენ ასე ძალიან გვიყვარს და ასე ძალიან შევნატრით. რაგბში შემთხვევითობები თითქმის არ ხდება და თუ ხდება, ძალზედ იშვიათად. მათ დაამტკიცეს, რომ ტოლ-სწორად შეუძლიათ თამაში ნებისმიერ ნაკრებთან. ზუსტად იმ პარამეტრების და იმ გამართული თამაშის შედეგია, რასაც ჩვენმა ახალგაზრდებმა მიაღწიეს. ძალისმიერი და ზანტი რაგბი უკვე წარსულია, თანამედროვე რაგბის მოთამაშეები ტანისა და კომპლექციის მიხედვით დიდათ არ განსხვავდებიან ერთმანეთისაგან, სანამ მათ ნომერს არ შეხედავთ მაისურის უკანა მხარეს, ვერც კი გაარჩევ წინა ხაზელია თუ უკანა. დაძარღვული "ხვლიკებივით" დაძვრებიან ყველგან და "ძვრებიან" შეუსვლელ ხვრელებში. მათ არ ჭირდებათ ( და თავსაც არ იკლავენ) ფიზიკური და ძალისმიერი თამაშის ხარჯზე ხაზის გაჭრა. ყველაფერი სისწრაფეზე და სწორ ტაქტიკაზეა აგებული. განა სპილო შეძლებს მანგუსტის დაჭერას? ვერა რა თქმა უნდა. პირველი და მეორე დონის გუნდები, თითქმის ყველა თამაშობს ხელდახელ რაგბს ( ვის როგორ გამოდის ვიცით), სადაც პრიორიტეტი ენიჭება სისწრაფეს. გამომდინარე აქედან, ეს ფორმაციის ნაკრები ( ბორჯღალოსნები), ვერ აკმაყოფილებენ ამ მოთხოვნებს და პარამეტრებს. რეგრესი? არა ძმებო, ჩვენ ვთამაშობთ ისევ იმ რაგბს, რასაც ვთამაშობდით ადრე, უბრალოდ სხვები განვითარდნენ, რაგბი შეიცვალა და უფრო სხვა დონეზე გადავიდა. იმ მოლსაც,რომ ვაგებთ და შერკინებასაც ეგეც ძველი მოდის ბრალია. სხვა გუნდები მაგასაც ანვითარებენ და მაგიტომაცაა დომინანტები, რომ აღარ ვართ. ჩაბარდა წარსულს, როცა მიწოლით იგებდნენ პირველი დონის გუნდები. ამიტომაც იყო, რომ უჭირდათ ჩვენთან თამაში. ჯანი და ღონე ქართველებს სულ ქონდათ და სულ ექნებათ, ეს გენეტიკურია, რომელიც ღმერთმა გვიბოძა. რა? ჩვენმა 20 წლამდელებმა შერკინებაში არ დაჯაბნეს ყველა თუ რა? რა პრობლემაა იყო ძლერი და ამასთან ერთად სწრაფიც? არანაირი. ჩვენ ჰო, ჩვენი თვალებით ვნახეთ ეს ყველაფერი. რამდენი თაობები გამოვიცვალეთ გულშემატკივრებმა? 30 წელია ვუყურებ რაგბის და ვხედავ როგორ გეომეტრიული პროგრესიასავით ვითარდება. ამას თუ არ ავყევით, ძალიან სავალალო შედეგებამდე მივალთ. მახსოვს როგორ უგებდა რუმინეთი საფრანგეთს და რა დაემართა რუმინეთს ყველამ კარგად ვიცით. ასე, რომ დიდი მადლობა ჩვენ ბებერ ლომებს, გავაცილოთ ვაჯკაცურად და გზა მივცეთ ახალგაზრდა ლომებს. რომლებიც, აუცილებლად დაამტკიცებენ, რომ გარდა ჯანისა და ღონისა არის კიდევ სისწრაფე და სპორტისადმი პროფესიონალური მიდგომა. დადგება ის დღე, როდესაც, სიმწრისგან კი არ მოგვადგება "ბურთი" ყელში, არამედ სიამაყისგან აგვევსება, ვაჯკაცებს თვალები ცრემლით.
TanoLife
04 ოქტომბერი 2019 03:04
0
საქმე იმაშია, რომ გადაჭარბებულად შევაფასეთ ჩვენი ნაკრების შესაძლებლობები - რადგან ევროპის tier2-ში დომინირებდნენ, ამბიცია გაგვიჩნდა რომ შეგვიძლია tier1 გუნდებს ტოლსწორად ვეთამაშოთ. თუმცა ბოლო პერიოდის თამაშებს თუ ავიღებთ, რაიმე სენსაციური შედეგი არც ერთთან არ დაგვიდია, იმით დავიმშვიდეთ თავი რომ რამდენჯერმე კარგად ვეთამაშეთ, თუმცა დავმარცხდით. ამავე დროს tier2-ში არიან ისეთი გუნდებიც, რომლებთანაც ბოლო პერიოდში საკმაოდ წარუმატებელი შედეგი გვაქვს - იაპონია და ფიჯი. იაპონიამ თავისი წილი სენსაციები მოახდინა, რითიც ჩვენ ვერ დავიკვეხნით. მოკლედ ნაკრებმა ვერ დადო ჩვენი მოლოდინის (კიდევ ვამბობ გადაჭარბებული) შესაბამისი შედეგი - წააგო ევროპულ გრანდებთან და წავაგეთ იტალიასთან, რომელსაც ვეჭიმებოდით და ლამის ექვის ერიდან ამოგდებას ვუპირებდით. მეტი მუშაობაა საჭირო ნაკრების განვითარებისთვის, მაგრამ არც ისეა საქმე რომ ყურები ჩამოვყაროთ და ნაცარი დავიყაროთ თავზე. ფაქტია საქართველოს ნაკრები არ ითვლება ხელწამოსაკრავ გუნდათ, თუმცა არც შიშის ზარს არ სცემს გრანდებს. გეთანხმებით, რომ სხვა თამაში გვინდა ნაკრებისგან, მაგრამ მარტო სურვილი არ კმარა. კი ბატონო, უელსი-ავსტრალიის თამაშს რომ ვუყურე და საქართველოს ნაკრებს რომ ვუყურებ, ასე მგონია სხვადასხვა სპორტის სახეობაა, ერთში დარბიან და ლელოს დებენ და მეორეში ტრაქტორივით შეაქვს მთელ გუნდს ბურთი დასალელოვებლად. მადლობა ბიჭებს, მადლობა მელიტანოს და გავაგრძელოთ ყველამ ერთად მუშაობა, გვერდში დგომა, ჯანსაღი კრიტიკაც უფრო მაღალი შედეგებისთვის. თავზე ნაცარ-ტურტლის დასაყრელად ნამდვილად არ გვაქვს საქმე!
გიორგი
03 ოქტომბერი 2019 17:36
0
თამაში წააგო მათიაშვილმა, სამი უმნისვნელოვანესი ლელო გავიდა მისგან, ბატივით იყო დაბნეული, არ იცოდა საით წასულიყო, უსუსტესი იყო კვესელაძე და ლობჟანიძე და ამ დროს გიზის ჩილაჩავა, მალაღურაძე და აფრასიძე. ას პროცენტიანი მოსაგები თამაში იყო. ეს ბიჭები რომ ყოლოდა, პირველ ტაიმს დიდი სხვაობით მოვიგებდით და მეორეშიც ტაქტიკურად გამართულები გავიდოდით. ამას მწვრთნელი ვერ ხედავს? არ მესმის მათიაშვილი რა ლოგიკით უნდა დაეყენებია, ან კვესელაძე-ლობჟანიძე. მსაჯიც არ მომეწონა. როგორც სჩანს, აქაც ტოტალიზატორი ჩაერია, ან ურუგვაისთან როგორ წააგო ფიჯიმ. თამაში მოსაგები იყო და იგი ჰეიგმა და მატიაშვილმა წააგო. მტელმა ქვეყანამ ვიცოდით რომ მათიაშვილი ფორმაში არ იყო. ამ დროს ლომები ისხდნენ. არ ვიცი, არა. გასაკვირია ეს ყველაფერი. ფედერაციის პრეზიდენტი დასახვრეტია. აქაც ნეპოტიზმია? კაროჩე, ხო ვერ გავიხარეთ
ვასო
03 ოქტომბერი 2019 11:34
2
ოცნება კარგია როდესაც ის შეეფერება საშუალებებს...
მეორე ნახევარში გამოჩნდა ქართველი ათლეტების სისუსტეები
თავს ზემოთ ვერ ახტები როდესაჩ მოედანზე საუკეთესო მოთამაშე პენსიიდან დაბრუნებული გორგოძე (ნამდვილად ვამაყობ და ვისურვებ დარჩეს ქართულ რაგბში მწვრთნელის რანგში ეს პიროვნება)გეყოლება
იმედია ამ მწარე გაკვეთილს დაიმახსოვრებენ და 4 წლის შემდეგ განახლებული ძალებით და მოშუშებული იარებით ოდნავ უკეთ იასპარეზებენ
(მე არ ვარ ბოროტი და არც რობოტი)
ვოვა
03 ოქტომბერი 2019 11:13
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული