საქართველოს მორაგბეთა ნაკრები სრულიად მოიშალა და ფიჯისთან დიდი ანგარიშით წააგო [VIDEO]

AutoSharing Option
ფოტო: worldrugby

3 ოქტომბერს საქართველოს მორაგბეთა ნაკრები 2019 წლის მსოფლიო თასზე ფიჯის ეროვნულ გუნდთან ანგარიშით 10:45 დამარცხდა და თუ სასწაული არ მოხდა, ჯგუფში მე-3 ადგილზე გასვლას ვეღარ შევძლებთ.

მე-12 წუთზე "ბორჯღალოსნებმა" პირველად დააჯარიმეს შერკინებაში ფიჯელები. ხმალაძემ კიდეზე გადაიტანა ბურთი და საქართველოს ნაკრებმა აუტიდან მოწოდებული ბურთის შემდეგ შეუტია და მე-14 წუთზე ფიჯელები მაღალი ბოჭვის გამო დაჯარიმდნენ, თუმცა სოსო მათიაშვილმა ჯარიმა ზუსტად ვერ შეასრულა.

მე-20 წუთზე ქართველებმა სამწუხარო შეცდომა დაუშვეს. ფეხით შეყელებული ბურთის მოედნის ფარგლებს მიღმა გაშვებას კვესელაძე შეეცადა, თუმცა ბურთი ვერ
დაფარა, ის ფიჯელებს ჩაუვარდათ ხელში და ნაიკალევუმ დაგვალელოვა. ვოლავოლამ გარდასახვა ზუსტად შეასრულა - 7:0.

34-ე წუთზე საქართველოს ნაკრებმა ძალიან კარგი კონტრშეტევა გააკეთა. ლობჟანიძემ ხმალაძეს გაატანა და თითქოს ძალიან ცოტა გვქონდა ლელომდე დარჩენილი, თუმცა ჯერ თოდუა შებოჭეს წესების დარღვევით, შემდეგ კი ნემსაძემ ბურთის მეტოქის ჩათვლის მოედანში დამიწება ვერ მოახერხა. მსაჯმა ჯარიმა დაგვიბრუნა და მათიაშვილმა ამჯერად ზუსტად დაარტყა - 3:7. პირველი ტაიმი სწორედ ამ ანგარიშით დამთავრდა.


მეორე ტაიმში კი, საწყის 10 წუთში "ბორჯღალოსნებმა" 2 ლელო გაუშვა. ჩვენი ჩათვლის მოედანში ბურთი ლომანიმ და ტუისოვამ დაამიწეს. მართალია, გიორგი კვესელაძის კარგი თამაშის წყალობით 54-ე წუთზე მამუკა გორგოძემ დადო ლელო და სიტუაცია თითქოს დაიძაბა - 10:17.


თუმცა ეს ბოლო პოზიტიური მომენტი იყო საქართველოს ნაკრებისთვის. 61-დან 71-ე წუთამდე ფიჯელებმა 3 ლელო დაგვიდეს, 3-ვე გარდასახვა ზუსტად შეასრულეს და ანგარიში უკვე თითქმის გამანადგურებელი გახდა - 10:38.

თუმცა, ფიჯელები ამაზე არ გაჩერებულან და მე-7 ლელოც დაგვიდეს. რადრადრამ დუბლი შეასრულა და საერთოდაც, სწორედ ამ კაცის უდიდესი დამსახურება იყო, ამ სხვაობით რომ დაამარცხეს საქართველო. ვოლავოლამ გარდასახვა ისევ ზუსტად დაარტყა - 45:10.

ფიჯიმ საქართველოს ნაკრებს აბსოლუტურად ყველა სათამაშო კომპონენტში აჯობა. რაც ყველაზე გასაკვირი იყო, კუნძულელებმა შერკინებაშიც კი აჯობეს "ბორჯღალოსნებს" და ამის გათვალისწინებით, ამ ანგარიშით მარცხი გასაკვირი სულაც არ ყოფილა.


"ბორჯღალოსნები" მსოფლიოს თასი D ჯგუფის ბოლო მატჩს 11 ოქტომბერს ავსტრალიასთან გამართავს. ამ დროისთვის ჩვენს ჯგუფში მდგომარეობა ასე გამოიყურება:

1. უელსი            2 2 0 0 +33 9
2. ფიჯი              3 2 0 1 +14 7
3. ავსტრალია     2 1 0 1 +14 6
4. საქართველო   3 1 0 2 -38 5
5. ურუგვაი         2 1 0 1 -23 4


მკითხველის კომენტარები / 169 /
ძალიან ჩქარა რომ ირბინონ, წვერები გასცვივდებათ
ინკვიზიტორი
03 ოქტომბერი 2019 21:41
12
ღიპიანი მორაგბეების დრო წავიდა. ისევ ჭიდაობის ილეთით ვდებთ ლელოებს, არადა თანამედროვე რაგბიში სისწრაფე და ხელდახელ კომბინაციით დადებული ლელოები მომრავლდა. როცა რაგბი პირველყოფილ სპორტი იყო ვიგებდით, როცა განვითარება დაიწყო ჩამოვრჩით. სადაც პროგრესია იქ ქართველებს უჭირთ. იმედია ჭიდაობა არასდროს არ განვითარდება. რაც დავწერე ამ ტექსტში რაგბის მაგივრად რომ ჩავსვათ ფეხბურთი, ჩოგბურთი, ხელბურთი, ფრენბურთი, ფორმულა 1, ყველა შემთხვევაში სწორი ტექსტი გამომივა. საქართველოში ბოლო 4 წელია კალათბურთი სპორტის გუნდურ სათამაშო სახეობებში N1-ია.
ჩვენ ვჭიდაობ, სხვები დარბიან
03 ოქტომბერი 2019 13:59
3
ნაკრებს ჭირდება (ინგლისის და იაპონიის მსგავსად) ფიჯელი,სამოელი,ავსტრალიელი ახალზელანდიელი და ა.შ
ნატურალიზირებული "ქართველები" რომლებიც თავიანთ ნაკრებებში ვერ ხვდებიან და მზად არიან სხვა ქვეყნის სახელით იასპარეზონ
9 ნომრიდან 15 ჩათვლით არავინ მორაგბეს შთაბეჭდილება არ დამიტოვა ამ ასპარეზობაზე
დროა წონის და "ვაჟკაცი სულის" იმედზე აღარ ვიყოთ
ვოვა
03 ოქტომბერი 2019 12:15
17
ჩვენი ნაკრები ყოველთვის იყო საშუალო დონის გუნდი და ეს ჩანს არამარტო ამ მსოფლიო ჩემპიონატიდან არამედ სხვა განვლილ მსოფლიო ჩემპიონატებშიც კარგად გამოჩნდა, მილტონ ჰეიგმა ათამაშა ნაკრები ზუსტად ისე როგორც 90-იან წლებში თამაშობდა ჩვენი ნაკრები, ახალი არაფერი და ვერაფერი შესძინა ჰეიგმა ნაკრებს, ასე რომ საქართველოს ნაკრებს სჭირდება უფრო ძლიერი მწვრთნელი და ასეთი დრომოჭმული ტაქთიკით ჩვენი გუნდი ყოველთვის წააგებს მსოფლიოს უძლიერეს გუნდებთან, გაშლილი და სწრაფი თამაში ჩვენებს დღეს არ შეუძლიათ, აქედან გამომდინარე საჭიროა მთლიანად შეიცვალოს თამაშის მანერა, სხვადასხვა ტაქთიკით უნდა ეთამაშო გუნდებს, მაგრამ მთავარი აქცენტი სწრაფი და გაშლილი თამაში უნდა იყოს.
ხვიჩა
03 ოქტომბერი 2019 12:02
1
1.ზოგჯერ უკან უნდა დაიხიო რომ ძალიან წინ გაიქცე..
2.ჰეიგი ჯადოქარი არაა..
3.მათიაშვილს კვირიკაშვილი ჯიბეში ჩაისვავდა..
4.მამუკა ყველა თამაშში კი არ ამხნევებდა ბიჭებს არა!ედ ბევრა ლაპარაკობდა და ეს ახალბედებს აკომოლექსებს..
5. კაჭარავა,გორგაძე,მამუკა,თოდუა,ხმალაძე,აფრასიძემალაღურაძე მაგრაბი ხართ..
6მამუკაშვილი არასდროს მესიმპატურებოდა შერკინებაში ჟვანია ბევრად ჯობდა..
7.ჩილაჩავას და მჭედლიძეს რას ერჩიან?
აბჟანდაძე საუკეთესოხარ
შიო
03 ოქტომბერი 2019 11:25
8
პრობლემა მარტო ეს თამაში არ ყოფილა და ეს უმძიმესი ჩავარდნა მხოლოდ ჰეიგის ბრალი არ არის. იმის მაგივრად რომ გასული 4 წლის განმავლობაში ჩვენი რაგბი განვითარებულიყო და წინ წავსულიყავით, პირიქით მოხდა...ფედერაციამ ვერცერთი ნაბიჯით წინ ვერ წაწია საქმე (ვერც ჩემპიონატი, ვერც ფრანჩაიზის საქმე... აწი ან განხორციელდება ეს პროექტი ან არა!). სვანიძის უვიცობამ, მავნებლურმა იდეებმა და რუსებთან ღლაბუცმა თავისი მძიმე შედეგი გამოიღო...ძალიან რთული იქნება ამ ჩავარდნის ამოქაჩვა, მით უმეტეს თუ ფედერაციაში ისევ სვანიძის მაგვარი რუსეთზე ორიენტირებული ადამიანი მოვა.
პაატა
03 ოქტომბერი 2019 14:41
0
თამაშის გარჩევას უკვე დიდი აზრი აღარ აქვს სამწუხარიდ...
ავსტრალიასთან დასაკარგი აღარაფერი გვაქვს და თუ რამეს წარმოვადგენთ იქ უნდა ვაჩვენოთ და ამით დამთავრდება....
შეცდომებს რაც შეეხება უამრავი იყო, საიდანაც უმთავრესი შეცდომა დაუშვა ჩბენმა მწვრთნელმა დაწყებული არასწორი შემადგენლობის დაყენებით და გაგრძელებული არადროული შეცვლებით....
მორჩა წავა ჰეიგი ...მადლობას ვეტყვით მას გაწეული სამსახურისთვის. .
და მოგვყავს მწვრთნელი რიმელიც არავითარ შემთხვევაში არ ათამაშებს ერთიდაიგივე ამოჩემებულ მოთამაშეებს მაშინაც კი როცა ფორმაში არ იქნებიან....
ეს იყო ჰეიგის მოკლედ რო ვთქვათ ერთადერთი მინუსი რა...
მომავალი თაობა გვყავს ახალ სარაგბო ხედვებზე გაზრდილი და გვინდა ამ ახალი ხედვების გამტარებელი მაღალი დონის მწვრთნელი....
იმედი მაქ გია ნიჟარაძე კვლავ ჩაუდგება ჩვენ ფედერაციას სათავეში და აღდგება მის მიერ დანერგილი პროგრესული ხედვები თორემ....
მოკლედ ყველას გვქონდა გულში შიში ასეთი შედეგისა მიუხედავად ურუგვაისთან ნაჩვენები ბრწყინვალე შედეგისა--- რომელიც ასევე ჰეიგის დამსახურება იყო, მაგრამ დღევანდელი შედეგიც მისი ბრალია შემადგენლობიდან გამომდინარე და მორჩა...
მადლობა მას და წარმატებები ჩვენ ნაკრებს მომავალში!!!
სპორტ ფაზა
03 ოქტომბერი 2019 14:24
0
სამწუხაროდ ყველაზე სწრაფად მზარდი ქვეყანა კიარავართ მსოფლიოში, არამედ უკვე რამდენიმე წელია ერთ ადგილზე ვართ გაყინულები და თუ გვინდა რამეს მივაღწიოთ ყველაფრის თავიდან დაწყება მოგვიწევს, მანამდე კი არსად არაფერი გვესაქმება არც 6 ერში და არც არსად.
ენთაზი
03 ოქტომბერი 2019 11:49
2
ძალიან მტკივნეული მარცხია, ფავორიტი ფიჯი კი იყო მაგრამ ასე უსუსურად და უნიათოდ თუ ვითამაშებდით არც კი წარმომედგინა. ამ მსოფლიო ჩემპიონატზე ყველაზე სუსტი უკანა ხაზი გვყავს, ისე მიდის ჩვენი საქმე უახლოეს წლებში რუმინეთი და რუსეთიც თავზე წამოგვარტყამენ...
musenbezi
03 ოქტომბერი 2019 11:48
1
გამარჯვებულ შემადგენლობას ვინ ცვლის,მელიტონამ მაგარი მიქარა.მიდის და დაგვიკიდა ისე გამოვიდა.ძნელაძე 1-2 ლელოსგან გადაგვარჩენდა,მისი გამოცვლა დიდი უაზრობა იყო!!!

დათო
03 ოქტომბერი 2019 11:22
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული