საქართველოს მორაგბეთა ნაკრები სრულიად მოიშალა და ფიჯისთან დიდი ანგარიშით წააგო [VIDEO]

AutoSharing Option
ფოტო: worldrugby

3 ოქტომბერს საქართველოს მორაგბეთა ნაკრები 2019 წლის მსოფლიო თასზე ფიჯის ეროვნულ გუნდთან ანგარიშით 10:45 დამარცხდა და თუ სასწაული არ მოხდა, ჯგუფში მე-3 ადგილზე გასვლას ვეღარ შევძლებთ.

მე-12 წუთზე "ბორჯღალოსნებმა" პირველად დააჯარიმეს შერკინებაში ფიჯელები. ხმალაძემ კიდეზე გადაიტანა ბურთი და საქართველოს ნაკრებმა აუტიდან მოწოდებული ბურთის შემდეგ შეუტია და მე-14 წუთზე ფიჯელები მაღალი ბოჭვის გამო დაჯარიმდნენ, თუმცა სოსო მათიაშვილმა ჯარიმა ზუსტად ვერ შეასრულა.

მე-20 წუთზე ქართველებმა სამწუხარო შეცდომა დაუშვეს. ფეხით შეყელებული ბურთის მოედნის ფარგლებს მიღმა გაშვებას კვესელაძე შეეცადა, თუმცა ბურთი ვერ
დაფარა, ის ფიჯელებს ჩაუვარდათ ხელში და ნაიკალევუმ დაგვალელოვა. ვოლავოლამ გარდასახვა ზუსტად შეასრულა - 7:0.

34-ე წუთზე საქართველოს ნაკრებმა ძალიან კარგი კონტრშეტევა გააკეთა. ლობჟანიძემ ხმალაძეს გაატანა და თითქოს ძალიან ცოტა გვქონდა ლელომდე დარჩენილი, თუმცა ჯერ თოდუა შებოჭეს წესების დარღვევით, შემდეგ კი ნემსაძემ ბურთის მეტოქის ჩათვლის მოედანში დამიწება ვერ მოახერხა. მსაჯმა ჯარიმა დაგვიბრუნა და მათიაშვილმა ამჯერად ზუსტად დაარტყა - 3:7. პირველი ტაიმი სწორედ ამ ანგარიშით დამთავრდა.


მეორე ტაიმში კი, საწყის 10 წუთში "ბორჯღალოსნებმა" 2 ლელო გაუშვა. ჩვენი ჩათვლის მოედანში ბურთი ლომანიმ და ტუისოვამ დაამიწეს. მართალია, გიორგი კვესელაძის კარგი თამაშის წყალობით 54-ე წუთზე მამუკა გორგოძემ დადო ლელო და სიტუაცია თითქოს დაიძაბა - 10:17.


თუმცა ეს ბოლო პოზიტიური მომენტი იყო საქართველოს ნაკრებისთვის. 61-დან 71-ე წუთამდე ფიჯელებმა 3 ლელო დაგვიდეს, 3-ვე გარდასახვა ზუსტად შეასრულეს და ანგარიში უკვე თითქმის გამანადგურებელი გახდა - 10:38.

თუმცა, ფიჯელები ამაზე არ გაჩერებულან და მე-7 ლელოც დაგვიდეს. რადრადრამ დუბლი შეასრულა და საერთოდაც, სწორედ ამ კაცის უდიდესი დამსახურება იყო, ამ სხვაობით რომ დაამარცხეს საქართველო. ვოლავოლამ გარდასახვა ისევ ზუსტად დაარტყა - 45:10.

ფიჯიმ საქართველოს ნაკრებს აბსოლუტურად ყველა სათამაშო კომპონენტში აჯობა. რაც ყველაზე გასაკვირი იყო, კუნძულელებმა შერკინებაშიც კი აჯობეს "ბორჯღალოსნებს" და ამის გათვალისწინებით, ამ ანგარიშით მარცხი გასაკვირი სულაც არ ყოფილა.


"ბორჯღალოსნები" მსოფლიოს თასი D ჯგუფის ბოლო მატჩს 11 ოქტომბერს ავსტრალიასთან გამართავს. ამ დროისთვის ჩვენს ჯგუფში მდგომარეობა ასე გამოიყურება:

1. უელსი            2 2 0 0 +33 9
2. ფიჯი              3 2 0 1 +14 7
3. ავსტრალია     2 1 0 1 +14 6
4. საქართველო   3 1 0 2 -38 5
5. ურუგვაი         2 1 0 1 -23 4


მკითხველის კომენტარები / 169 /
4 წელი ტაქტიკაზე და სისწრაფეზე გემუშავათ ამ შედეგს არ მივიღებდით მარტო ის არაა რუსეთს მოუგეთ რა მაგრები ვართ სერიოზულ მეტოქეებთან უშანსოდ ვაგებთ რაგბში ტექნიკა და სისწრაფე იგებს რაც ჩვენ გუნდს არც ერთი კომპონენტი არ აქვს
huseina
03 ოქტომბერი 2019 14:14
0
Gamoushvit espaneti, Rumineti .
Gio
03 ოქტომბერი 2019 11:50
2
ფიჯისთან ასეთი სხვაობით წაგება სამწუხაროა, მაგრამ ყველა კომპონენტში შენზე ძლიერ მეტოქესთან დამარცხება, ტრაგედია ნამდვილად არ არის. უბრალოდ, სწორი დასკვნების გაკეთება არის აუცილებელია. P.S. ვფიქრობ, მსოფლიოს თასებს შორის ბოლო ოთხწლიან ციკლში რეგრესი თუ არა პროგრესი ნამდვილად არ ჰქონია ნაკრებს და ამ ყველაფრის გამომწვევ მიზეზებს კარგი ანალიზი და თამაშის ხარისხის მუდმივად დახვეწას თავდაუზოგავად მუშაობის გაგრძელება ესაჭიროება და ყველაფერი კარგად იქნება.
........
03 ოქტომბერი 2019 11:38
6
ახალი მწვრთნელია მოსაყვანი და დიდი სამუშაოა ჩასატარებელი.
სტატუს ქუო
03 ოქტომბერი 2019 11:33
1
რად? რად? რაააა
არა უშავს ახალი მწვრთნელი დთ ახალი სტილი
ზორბეგი
03 ოქტომბერი 2019 11:15
4
წავიდა აბა:მადლობა ჰეიგს... მადლობა კი არა კინწისკვრითაა გასაგდები!
aleksandre
03 ოქტომბერი 2019 11:13
25
წესით მელიტონმა ამ წლის ჯამაგირი უნდა დააბრუნოს საქართველოს ბიუჯეტში
ვოვა
03 ოქტომბერი 2019 11:18
8
დისლაიქები სავარაუდოდ მადლობის გადახდის მოყვარულთა მიერაა დაწერილი.
aleksandre
03 ოქტომბერი 2019 11:28
6
სასწარაფოდ ჩამოერთვას რაგბს ყველა ფეხბურთის სტადიონები,საღამოობით გაერთონ უბანში თუ უნდათ რაგბით,მაინც ყველასთან აგებენ,აქ ერთი კლავიატურის თაგვი წერდა რა ფეხბურთიო მაგრამ არ დაწერა ვინ იყო
ჯიჯი
03 ოქტომბერი 2019 14:21
23
ფეხბურთში ხოარ გეშლებათ :))) ფეხბურთელები აგებენ ყველასათან და ევროპის და მსოფლიო ჩემპიონატები სანატრელი გვაქვს ასე რომ მეტი დაფინანსება რაგბს.
ბექა
03 ოქტომბერი 2019 14:46
5
შენ სექცია აგერია გონია ჯიგარ... წადი ფეხბურთზე პოსტე, ოკ????
mirosan
03 ოქტომბერი 2019 14:34
4
ყველა გამოხმაურება
წინა ჩემპიონატის დასრულებისთანავე. მწვრთნელები შესაცვლელი იყო
ალეკსანდრე
03 ოქტომბერი 2019 14:12
0
ფიჯელებმა კარგად იცოდნენ თუ როგორ უნდა ეთამაშათ ჩვენს წინააღმდეგ.ძალიან გამიკვირდა,როდესაც ჩვენი 22 გარეთ დავჯარიმდით,ფიჯელებმა კი მოულოდნელად შერკინება მოითხოვეს,ხაზზე სწრაფად რომ გაეტანათ ბურთი,იცოდნენ რა ჩვენი სუსტი წერტილი,და იქედან დაედოთ ლელო. რაც შესანიშნავად შეასრულეს.ყველაზე მეტად გამიკვირდა ჩვენი შერკინების წაგება.
+
03 ოქტომბერი 2019 13:38
0
შემადგენლობა რომ დაასახელა მილტონმა აქ დავწერე რომ წააგებდნენ. ხალხო ნუ გიჟდებით ეს რეგრესი კი არა ცუდი შემადგენლობა იყო. რომ ეთამაშა უმეტესად წინა თამაშის შემადგენლობით ადვილად მოიგებდნენ.
ლომი
03 ოქტომბერი 2019 13:20
6
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული