საქართველოს მორაგბეთა ნაკრები სრულიად მოიშალა და ფიჯისთან დიდი ანგარიშით წააგო [VIDEO]

AutoSharing Option
ფოტო: worldrugby

3 ოქტომბერს საქართველოს მორაგბეთა ნაკრები 2019 წლის მსოფლიო თასზე ფიჯის ეროვნულ გუნდთან ანგარიშით 10:45 დამარცხდა და თუ სასწაული არ მოხდა, ჯგუფში მე-3 ადგილზე გასვლას ვეღარ შევძლებთ.

მე-12 წუთზე "ბორჯღალოსნებმა" პირველად დააჯარიმეს შერკინებაში ფიჯელები. ხმალაძემ კიდეზე გადაიტანა ბურთი და საქართველოს ნაკრებმა აუტიდან მოწოდებული ბურთის შემდეგ შეუტია და მე-14 წუთზე ფიჯელები მაღალი ბოჭვის გამო დაჯარიმდნენ, თუმცა სოსო მათიაშვილმა ჯარიმა ზუსტად ვერ შეასრულა.

მე-20 წუთზე ქართველებმა სამწუხარო შეცდომა დაუშვეს. ფეხით შეყელებული ბურთის მოედნის ფარგლებს მიღმა გაშვებას კვესელაძე შეეცადა, თუმცა ბურთი ვერ
დაფარა, ის ფიჯელებს ჩაუვარდათ ხელში და ნაიკალევუმ დაგვალელოვა. ვოლავოლამ გარდასახვა ზუსტად შეასრულა - 7:0.

34-ე წუთზე საქართველოს ნაკრებმა ძალიან კარგი კონტრშეტევა გააკეთა. ლობჟანიძემ ხმალაძეს გაატანა და თითქოს ძალიან ცოტა გვქონდა ლელომდე დარჩენილი, თუმცა ჯერ თოდუა შებოჭეს წესების დარღვევით, შემდეგ კი ნემსაძემ ბურთის მეტოქის ჩათვლის მოედანში დამიწება ვერ მოახერხა. მსაჯმა ჯარიმა დაგვიბრუნა და მათიაშვილმა ამჯერად ზუსტად დაარტყა - 3:7. პირველი ტაიმი სწორედ ამ ანგარიშით დამთავრდა.


მეორე ტაიმში კი, საწყის 10 წუთში "ბორჯღალოსნებმა" 2 ლელო გაუშვა. ჩვენი ჩათვლის მოედანში ბურთი ლომანიმ და ტუისოვამ დაამიწეს. მართალია, გიორგი კვესელაძის კარგი თამაშის წყალობით 54-ე წუთზე მამუკა გორგოძემ დადო ლელო და სიტუაცია თითქოს დაიძაბა - 10:17.


თუმცა ეს ბოლო პოზიტიური მომენტი იყო საქართველოს ნაკრებისთვის. 61-დან 71-ე წუთამდე ფიჯელებმა 3 ლელო დაგვიდეს, 3-ვე გარდასახვა ზუსტად შეასრულეს და ანგარიში უკვე თითქმის გამანადგურებელი გახდა - 10:38.

თუმცა, ფიჯელები ამაზე არ გაჩერებულან და მე-7 ლელოც დაგვიდეს. რადრადრამ დუბლი შეასრულა და საერთოდაც, სწორედ ამ კაცის უდიდესი დამსახურება იყო, ამ სხვაობით რომ დაამარცხეს საქართველო. ვოლავოლამ გარდასახვა ისევ ზუსტად დაარტყა - 45:10.

ფიჯიმ საქართველოს ნაკრებს აბსოლუტურად ყველა სათამაშო კომპონენტში აჯობა. რაც ყველაზე გასაკვირი იყო, კუნძულელებმა შერკინებაშიც კი აჯობეს "ბორჯღალოსნებს" და ამის გათვალისწინებით, ამ ანგარიშით მარცხი გასაკვირი სულაც არ ყოფილა.


"ბორჯღალოსნები" მსოფლიოს თასი D ჯგუფის ბოლო მატჩს 11 ოქტომბერს ავსტრალიასთან გამართავს. ამ დროისთვის ჩვენს ჯგუფში მდგომარეობა ასე გამოიყურება:

1. უელსი            2 2 0 0 +33 9
2. ფიჯი              3 2 0 1 +14 7
3. ავსტრალია     2 1 0 1 +14 6
4. საქართველო   3 1 0 2 -38 5
5. ურუგვაი         2 1 0 1 -23 4


მკითხველის კომენტარები / 169 /
გული არ დაიწყვიტოთ ქართველებო! რაც მთავარია რუსებს ხომ ვუგებთ! ლომები ვართ ნამდვილი ლომები!
ზვიადი
03 ოქტომბერი 2019 13:33
12
ფიჯი ყველა თამაშს არ წააგებდა მსოფლიოზე იმიტომ რომ საკმაოდ ძლიერი გუნდია. ყველამ ვიცოდით რომ ძალიან გაგვიჭირდებოდა ფიჯისთან. გვახსოვდა კონძულზე განცდილი 0-28 ტაიმი და საერთოდ იქიდან უკვე რეგრესი დაგვეწყო. მე მაინც დიდი იმიდებით ვარ მომავალში უკეთესობას ველი. ჩვენ გვქონდა ხანა სადაც უბრალოდ ძალიან ძლიერი ბიჭებით გვაყდა ნაკრები დაკომპლეკტებული. შემდეგ ამ ნაკრების უმეტესობა ბიჭები საფრანგეთში გავიდნენ, სადაც დიდი გამოცდილება შეგვატეს და კლასიც წინამორბედებთან შედარებით აიმაღლეს. ახლა მოდის ახალი ხანა, რომლის ლიდერებიც იქნებიან ეს ბიჭები აბჟანდაძე, აფრასიძე, კარკაძე და ა.შ. ასე რომ ახლო მომავალში მწვრთნელიც სხვა მოვა და დაიწყება სულ სხვა გუნდის შენება. რომელიც სხვა სიმაღლეებზე ავა და ეს იქნება 10-ში დამკვიდრება და ვინ იცის 6-ერშიც გაწევრიანებაც. მადლობა ვუთხრათ ამ ბიჭებს, მიუხედავად ჩვენი მოლოდინის გაწბილებისა, მათ ბოლ 10-12 წელი დიდი შრომა გაწიეს და წინ წავედით. ეს წაბორძიკება მომავლისათვის ცივი წყლის გადასხმა იქნება და გონზე მოსვლა, რომ ახალგაზდა თაობას ფართო გზა მოვცეთ. მათ ხომ უკვე დაამარცხეს 18 და 20 წლიანებში არგენტინაც, საფრანგეთშიც, შოტლანდიაც. ასე რომ დაიზრდებიან ალგეთს ლეკვები მგლისანი!!! მადლობა ბიჭებო და ნახვამდის, წარამტებას გისურვებთ. გაუმარჯოს საქართველოს
Geo_Dinamo
03 ოქტომბერი 2019 13:29
0
შემადგენლობა რომ დაასახელა მილტონმა აქ დავწერე რომ წააგებდნენ. ხალხო ნუ გიჟდებით ეს რეგრესი კი არა ცუდი შემადგენლობა იყო. რომ ეთამაშა უმეტესად წინა თამაშის შემადგენლობით ადვილად მოიგებდნენ.
ლომი
03 ოქტომბერი 2019 13:20
6
დიდი შეცდომა იყო 15 წუთზე ჯარიმის დარტყმა მე ვფიქრობ ლელოზე უნდა გვეთამაშა და დადებდა კიდეც ბიჭები და ამის მერე ფიჯიც ვიცით რომ აირეოდა იმ გაცუდებულმა ჯარიმამ დიდი გავლენა იქონია და რა ჭირდა თედოს გვითხარით ბარემ
zurabi
03 ოქტომბერი 2019 13:05
10
სამწუხაროა, რომ ასე დავმარცხდით. ბოლოს და ბოლოს ხომ უნდა გავიგოთ რომ მარტო შერკინების იმედად ყოფნა არ შეიძლება. მით უმეტეს, რომ უკვე ამაშიც ვაგებთ. ბოლო ოთხი წელი ვაცხადებდით, რომ ჩვენი პრიორიტეტი ხელდახელ თამაში უნდა გამხდარიყო, და საკითხავია ვისთან - რუსეთის დონის გუნდებთან?! იმედია სვანიძე და მისი თანამოაზრეები მალე პროგრესული ძალით შეიცვლებიან...
დავითი
03 ოქტომბერი 2019 13:03
1
ვერ ისწავლით ეგრე თამაშს. ისინი ერთობიან, თამაშობენ თქვენ წვალობთ. ბრძოლა-ბრძოლა გაიძახით. ისინი ლაღად თამაშობენ თქვენ სახეები ჩამოგტირით. გაერთეთ რა დრო ატარეთ :) დგახართ ხაზში კუთხეში დაყენებული ბავშვებივით. ჩაათამაშე რა ეგ ბურთი და თუ გაგივარდება მისი დედაც ვატირე მე. დასანანია, კაი ბიჭები ხართ, მაგრამ ძაან უღიმღამოდ თამაშობთ (თამაშობთ ხმამაღალი ნათქვამია).
gocha
03 ოქტომბერი 2019 13:01
1
მადლობა ჩვენ რაგბისტებს რომ ასეთი მოლოდინები გაგვიჩინეს რაც დღესდღეობით გვაქვს. არაუშავს მომავალში უკეთესად ვითამაშებთ. ყველაზე მეტად მათ უნდოდათ ჩვენი გახარება, მაგრამ როგორც ყველა სფეროში წარუმატებელი პერიოდი რაგბისტებსაც აქვთ და გთხოვთ ნუ დავაკნინებთ ერთი ჩაგდებული თამაშის გამო აქამდე შექმნილ მათ ავტორიტეტს. აქვე ჩემს აზრს დავაფიქსირებ მწვრთნელთან მიმართებაში. უდავოა რომ მილტონი "მაგარი" მწვრთნელია, თუმცა ჩემი აზრით მან ამოწურა თავისი შესაძლებლობები საქართველოში. მადლობა მას გაწეული შრომისთვის და ჩვენი არაერთგზის გახარებისთვის!
Goga
03 ოქტომბერი 2019 13:00
8
რაგბისტებისთვის "დიდი მადლობის" მოხდა ტრადიციასავით გახდა, ყოველი მოგება-წაგება თუ რავიცი კიდე რისთვის მადლობები იწერება.
dron
03 ოქტომბერი 2019 14:05
2
მოგესალმებით და ძალიან ვწუხვარ ჩვენი წაგების გამო. თუ ჩვენ 25% უკეთ მომზადებულები ვართ ე.ი. ფიჯი დაახლოებით უწინდელთან შედარებით 50% უკეთ მომზადებულა. რისი გაზომვაც დამეთანხმებით შეუძლებელია. ეს ნიშნავს რომ ჩვენ კი ვემზადებოდით თუმცა ჩვენი კონკურენტებისთვის არ მიგვიქცევია ყურადღება, ისინი რა და როგორ აკეთებდნენ და ვითარდებოდნენ ჩვენ ამის საქმის კურსში არ ვყოფილვართ, აქედან გამომდინარე არასწორი იქნებოდა ჩვენი ანალიზი მოწინააღმდეგის შეფასებაში და შესაბამისად არაეფექტური მათ წინააღმდეგ ჩაფიქრებული ტაქტიკა. არ გამოვდგები რაგბის ანალიტიკოსად თუმცა ვფიქრობ რომ გუნდი არ არის მომზადებული ფსიქოლოგიურად და ტაქტიკურად და მარტო ფიზიკურად ვერაფერს გახდები. მადლობა მილტონს, თუმცა მართლაც რომ გაცილებით მაღალი კლასის ტრენერი გვჭირდება ამ ეტაპზე, თორემ ჩვენ უკვე გვაქვს სტაგნაცია და უკუსვლა გარდაუვალი იქნება. ძალიან გული მწყდება რომ ყველაფერში უკან მივდივართ და მართალი გითხრათ ვერ ვგრძნობ რომ ეს მმართველობას აინტერესებდეს.
ქართველი
03 ოქტომბერი 2019 12:58
0
ეხლა დროზე ახალი მწვრთნელი ეს სავანაძეც სახლში და იმაზე ვიფიქროთ რუმინეთმა დ პორტუგალიამ არ გვაჯობოს რაგბი ევროპაზე თორემ ჯერ არ მოგვჭრია თავი ფიჯისთან წაგებით ეს მერე ნახეთ ესპანეთიც თუ წამოგვეწია რაც რეალურია და აბჟანდაძეზე გვითხარით რა ჭირდა.
civi
03 ოქტომბერი 2019 12:58
0
პირველ რიგში ფედერაცია პანჩურებით არის დასაშლელი და რაც მთავარია მაგარი მწვრთნელი გვჭირდება აუცილებლად.........
ირაკლი
03 ოქტომბერი 2019 12:57
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული