საქართველოს მორაგბეთა ნაკრები სრულიად მოიშალა და ფიჯისთან დიდი ანგარიშით წააგო [VIDEO]

AutoSharing Option
ფოტო: worldrugby

3 ოქტომბერს საქართველოს მორაგბეთა ნაკრები 2019 წლის მსოფლიო თასზე ფიჯის ეროვნულ გუნდთან ანგარიშით 10:45 დამარცხდა და თუ სასწაული არ მოხდა, ჯგუფში მე-3 ადგილზე გასვლას ვეღარ შევძლებთ.

მე-12 წუთზე "ბორჯღალოსნებმა" პირველად დააჯარიმეს შერკინებაში ფიჯელები. ხმალაძემ კიდეზე გადაიტანა ბურთი და საქართველოს ნაკრებმა აუტიდან მოწოდებული ბურთის შემდეგ შეუტია და მე-14 წუთზე ფიჯელები მაღალი ბოჭვის გამო დაჯარიმდნენ, თუმცა სოსო მათიაშვილმა ჯარიმა ზუსტად ვერ შეასრულა.

მე-20 წუთზე ქართველებმა სამწუხარო შეცდომა დაუშვეს. ფეხით შეყელებული ბურთის მოედნის ფარგლებს მიღმა გაშვებას კვესელაძე შეეცადა, თუმცა ბურთი ვერ
დაფარა, ის ფიჯელებს ჩაუვარდათ ხელში და ნაიკალევუმ დაგვალელოვა. ვოლავოლამ გარდასახვა ზუსტად შეასრულა - 7:0.

34-ე წუთზე საქართველოს ნაკრებმა ძალიან კარგი კონტრშეტევა გააკეთა. ლობჟანიძემ ხმალაძეს გაატანა და თითქოს ძალიან ცოტა გვქონდა ლელომდე დარჩენილი, თუმცა ჯერ თოდუა შებოჭეს წესების დარღვევით, შემდეგ კი ნემსაძემ ბურთის მეტოქის ჩათვლის მოედანში დამიწება ვერ მოახერხა. მსაჯმა ჯარიმა დაგვიბრუნა და მათიაშვილმა ამჯერად ზუსტად დაარტყა - 3:7. პირველი ტაიმი სწორედ ამ ანგარიშით დამთავრდა.


მეორე ტაიმში კი, საწყის 10 წუთში "ბორჯღალოსნებმა" 2 ლელო გაუშვა. ჩვენი ჩათვლის მოედანში ბურთი ლომანიმ და ტუისოვამ დაამიწეს. მართალია, გიორგი კვესელაძის კარგი თამაშის წყალობით 54-ე წუთზე მამუკა გორგოძემ დადო ლელო და სიტუაცია თითქოს დაიძაბა - 10:17.


თუმცა ეს ბოლო პოზიტიური მომენტი იყო საქართველოს ნაკრებისთვის. 61-დან 71-ე წუთამდე ფიჯელებმა 3 ლელო დაგვიდეს, 3-ვე გარდასახვა ზუსტად შეასრულეს და ანგარიში უკვე თითქმის გამანადგურებელი გახდა - 10:38.

თუმცა, ფიჯელები ამაზე არ გაჩერებულან და მე-7 ლელოც დაგვიდეს. რადრადრამ დუბლი შეასრულა და საერთოდაც, სწორედ ამ კაცის უდიდესი დამსახურება იყო, ამ სხვაობით რომ დაამარცხეს საქართველო. ვოლავოლამ გარდასახვა ისევ ზუსტად დაარტყა - 45:10.

ფიჯიმ საქართველოს ნაკრებს აბსოლუტურად ყველა სათამაშო კომპონენტში აჯობა. რაც ყველაზე გასაკვირი იყო, კუნძულელებმა შერკინებაშიც კი აჯობეს "ბორჯღალოსნებს" და ამის გათვალისწინებით, ამ ანგარიშით მარცხი გასაკვირი სულაც არ ყოფილა.


"ბორჯღალოსნები" მსოფლიოს თასი D ჯგუფის ბოლო მატჩს 11 ოქტომბერს ავსტრალიასთან გამართავს. ამ დროისთვის ჩვენს ჯგუფში მდგომარეობა ასე გამოიყურება:

1. უელსი            2 2 0 0 +33 9
2. ფიჯი              3 2 0 1 +14 7
3. ავსტრალია     2 1 0 1 +14 6
4. საქართველო   3 1 0 2 -38 5
5. ურუგვაი         2 1 0 1 -23 4


მკითხველის კომენტარები / 169 /
ძალიან გულდასაწყვეტია ეს წაგება, მაგრამ ამ ბოლო ოთხი წლის მანძილზე ვერ განვითარდით ამის არ ან ვერდანახვისთვის პასუხისმგებლობა ხომ უნდა დაეკისროს ვინმეს. პსაუხისმგებლობის აღება არა სიტყვებით არამედ საქციელით უნდა მოახერხოს სარაგბო თემმა, თორემ კიდევ უკუსვლა გარდაუვალი იქნება.
თაზო
03 ოქტომბერი 2019 14:21
1
კიდე ერთი მინდა დავწერო იმ ხალხის საყურადრებოდ ვინც ჩ ვენ სამართლიან აღშფოთებას სირცხვილად გვითვლის.ზუსტადაც უნდა ავღვშფოთდეთ ქომაგები,ჟურნალისტებმა უნდა წერონ მწვავე სტატიები,უნდა ვაკრიტიკოთ ის ვინც ღირსია და დღის სინათლეზე გამოვიტანოთ ჩვენი სისუსტეები.თუ კიდე საბჭოთა ნარატივით გავაგრძელებთ პრობლემების დამალვას და რაღაც საჩვენებელი მატჩებით თამასის აწევას ჩავეშვებით ჭაობში საიდანა ამოსვლა ძალიან გაგვიჭირდება.აქ არ მეგულება ადამიანი ვისაც საქართველოს ნაკრების წაგება უხარია,ყველა გამოხატავს თავისებირად,ზოგი ნიშნის მოგებით,ზოგი კიდე სინანულით და სიყვარულით.ჩვენ ყველას ერთი რამ გვაერტიანებს ჩვენი სამშობლო და სპორტის სიყვარული,ასე რომ ყველამ ხმამაღლა ვთქვათ რა ნაკლი დავინახეთ და რა ხდება საერთოდ.რაღაც რო ხდება ფაქტია.
ბექა
03 ოქტომბერი 2019 14:17
0
ანუ დასკვნა რომელმა გუნდმაც სისწრაფეში გვაჯობა ყველა დიდი ანგარიშით პრაქტიკულად რო იტყვიან ცალი ხელით მოგვიგოო.ამხელა სხვაობა თუ იყო და ასე უკან თუ ვიყავით არ მეგონა.აქ რომელიღაცა ჭკვიანმა დაწერა ავსტრალიას რო მოვუგით გასვლის შანს გვაქვსოო?უკომენტაროოდ
Buxrika
03 ოქტომბერი 2019 14:14
0
4 წელი ტაქტიკაზე და სისწრაფეზე გემუშავათ ამ შედეგს არ მივიღებდით მარტო ის არაა რუსეთს მოუგეთ რა მაგრები ვართ სერიოზულ მეტოქეებთან უშანსოდ ვაგებთ რაგბში ტექნიკა და სისწრაფე იგებს რაც ჩვენ გუნდს არც ერთი კომპონენტი არ აქვს
huseina
03 ოქტომბერი 2019 14:14
0
წინა ჩემპიონატის დასრულებისთანავე. მწვრთნელები შესაცვლელი იყო
ალეკსანდრე
03 ოქტომბერი 2019 14:12
0
გამახსენდა ქართული რაგბის ფლაგმანი ქუთაისის აია(ყოფილი სახლმშენებელი)ისინიც ასე თამაშობდენ თავდადებით ვაჟკაცურად, მაგრამ ეს იყო 30-35 წლის უკან მას შემდეგ რაგბი ვითარდება ისეთი ტემპით რომ ცხადია ჩვენ ვერ ვეწევით... არ შეიძლებოდა ერთი კლუბი შეგვექმნა თუ გინდ ფრანშიზა და გვეთამაშა ევროპაში ან თუ გინდ სადმე სხვაგან და ის ხალხი რომლებიც ვერ ხვდებიან საფრანგეთში ან კიდევ სხვა ჩემპიონატებში პრაქტიკას მიიღებენ მაინც, თორემ ზოგიერთი ნაკრების მორაგბე საქართველოს ჩემპიონატშია ჩარჩენილი... ვიცით რომ ამისათვის ფულია საჭირო, მერე სადაა ჩვენი ბიზნესმენები?მაგრამ მათ ხომ ფულს ვერ გამოატანინებ, მარტო პარლამენტი და მერე საკუთარი ბიზნესის დაცვა და ბიუჯეტის ჭამა იციან. დააბრუნეთ ნიჯარაძე ნამდვილი პროფესიონალი კაცი(პირადად არ ვიცნობ სამწუხაროდ) და მონახედ ნორმალური მწვრთნელი თუ არა და ცოტა ხანში დავალთ რუმინეთის და რუსეთის დონემდე საიდანაც უფსკრული ნათლად ჩანს...
Maximus
03 ოქტომბერი 2019 13:59
0
ღიპიანი მორაგბეების დრო წავიდა. ისევ ჭიდაობის ილეთით ვდებთ ლელოებს, არადა თანამედროვე რაგბიში სისწრაფე და ხელდახელ კომბინაციით დადებული ლელოები მომრავლდა. როცა რაგბი პირველყოფილ სპორტი იყო ვიგებდით, როცა განვითარება დაიწყო ჩამოვრჩით. სადაც პროგრესია იქ ქართველებს უჭირთ. იმედია ჭიდაობა არასდროს არ განვითარდება. რაც დავწერე ამ ტექსტში რაგბის მაგივრად რომ ჩავსვათ ფეხბურთი, ჩოგბურთი, ხელბურთი, ფრენბურთი, ფორმულა 1, ყველა შემთხვევაში სწორი ტექსტი გამომივა. საქართველოში ბოლო 4 წელია კალათბურთი სპორტის გუნდურ სათამაშო სახეობებში N1-ია.
ჩვენ ვჭიდაობ, სხვები დარბიან
03 ოქტომბერი 2019 13:59
3
რა თქმა უნდა წაგებას ამას არ ვაბრალებ, მაგრამ ფიჯის წინ პასების არდანახვა, განსაკუთრებით მეორე ტაიმში, "მარტო მე შევნიშნე"?
ნიკო
03 ოქტომბერი 2019 13:45
6
ისე ეს როუტნი სუფთა ჯიბგირს არ გავს??))))
dhlvfkb
03 ოქტომბერი 2019 13:45
4
ფიჯელებმა კარგად იცოდნენ თუ როგორ უნდა ეთამაშათ ჩვენს წინააღმდეგ.ძალიან გამიკვირდა,როდესაც ჩვენი 22 გარეთ დავჯარიმდით,ფიჯელებმა კი მოულოდნელად შერკინება მოითხოვეს,ხაზზე სწრაფად რომ გაეტანათ ბურთი,იცოდნენ რა ჩვენი სუსტი წერტილი,და იქედან დაედოთ ლელო. რაც შესანიშნავად შეასრულეს.ყველაზე მეტად გამიკვირდა ჩვენი შერკინების წაგება.
+
03 ოქტომბერი 2019 13:38
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული