მერაბ შარიქაძე: ბოდიში, რომ ვერ გაგახარეთ...

AutoSharing Option
საქართველოს მორაგბეთა ნაკრების კაპიტანმა მერაბ შარიქაძემ ფიჯისთან დიდი ანგარიშით წაგების შემდეგ მოედანზევე მსოფლიო რაგბის ტელევიზიასთან კომენტარი გააკეთა.

"არ ვიცი, რა მოხდა... რა შანსებიც გვქონდა, საკმარისად ვერ გამოვიყენეთ, ქულები ვერ მოვაგროვეთ. ფიჯელებმა კარგად ითამაშეს... ძალიან სამწუხარო შედეგი მივიღეთ.

ჩვენ ვალდებულების გრძნობა და თავდადება არ გვაკლია, თუმცა თავდადება ყოველთვის საკმარისი არაა. ქულების გარეშე ეს თავდადება ფუჭია, მოგებისათვის ქულები გვჭირდება.

ბოდიში მინდა მოვუხადო ჩვენს გულშემატკივრებს. ვიცით, თუ რა მნიშვნელობაც ჰქონდა მათთვის ამ შეხვედრას. ჩვენ ძალიან ვწუხვართ, რომ მათი გახარება ვერ შევძელით."

საქართველოს ნაკრებს
მსოფლიო თასზე კიდევ 1 თამაში დარჩა ავსტრალიის ნაკრებთან. აღნიშნული მატჩი 11 ოქტომბერს გაიმართება.

მკითხველის კომენტარები / 48 /
დაივიწყეთ რაგბი ჩვენი თამაშია.
gaga
03 ოქტომბერი 2019 12:43
24
რაო - რაგბი ურუსების თამაშია, ოსების და სომხების ?! ... ჩვენ დავივიწყოთ ,არაა ?! - არა,მაინც რატომ ა რ არის ჩვენი თამაში ?! - ჯერ რომ ტოპ -10-ლში არა ვართ ?! ანუ ღატაკი და სუსტი ქვეყანა,რომლის ეროვნული ჩემპიონატს დიდი ფულის ჩადების სერიოზული პერსპექტივები გააჩნია , რომ მაინც მე-12 ადგილზეა და არა 1-ლ 4-ში ?! - ხო, სხვა ერი თუ ვერ თამაშობს ,არც შეუძლიათ - განსაკუთერებული სიმამაცე, შემართება, ფიზიკა,ენერგია, ინტელექტი, თანადგომა, ურთერთთანადგომა ჭირდება და მხოლოდ ამიტომ ამიტომ, ცნობისათვის - ფეხბურთის შემდეგ მე-2- რაგბის მსოფლიო თავი ავტორიტეტით!
გლახუნა
03 ოქტომბერი 2019 15:20
4
რაგბი ფიჯის თამაშია!
გია
03 ოქტომბერი 2019 13:12
6
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული