10 ცვლილება - ავსტრალიამ "ბორჯღალოსნებთან" მატჩისთვის საბრძოლო რაზმი დაასახელა

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების მეტოქის, ავსტრალიის ეროვნული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა მაიკ ჩეიკამ 11 ოქტომბერს გასამართი შეხვედრისთვის შემადგენლობა გამოაცხადა.

ურუგვაისთან გამართულ მატჩთან შედარებით, გუნდში ათი ცვლილებაა. მესამეხაზელი ჯეკ დემპსი ერთადერთია მესამეხაზელთაგან, რომელმაც ძირითად შემადგენლობაში ადგილი შეინარჩუნა. შერკინების ბურჯი სეკოპე კეპუ 110-ე კეპს მოიხვეჭს. გუნდს დევიდ პოკოქი უკაპიტნებს.

აღსანიშნავია, რომ ცხრა ნომერს, ნიკ ვაითს და მეგაზავ მეთ ტოომუას ერთად ავსტრალიის ნაკრებში არასდროს უთამაშიათ.

ძირითად შემადგენლობაში არიან: მარიკა კოროიბეტე, ჯეიმზ ოკონორი და ქართლი ბილი.

სათადარიგოთა შორის არიან: ვილი გენია, მაიკლ ჰუპერი, კრისტიან ლეალიიფანო, ა
დამ კოლემანი და დენ ჰაილეტ-პეტი. ჩეიკამ შემადგენლობაში არ შეიყვანა ადამ ეშლი-კუპერი.

ავსტრალია: 15. ქართლი ბილი, 14. ჯორდან პეტაია, 13. ჯეიმზ ოკონორი, 12. სამუ კერევი, 11. მარიკა კოროიბეტე, 10. მეთ ტოომუა, 9. ნიკ ვაითი. 1. სკოტ სიო, 2. ტოლუ ლატუ, 3. სეკოპე კეპუ, 4. იზააკ როდა, 5. რორი არნოლდი, 6. ჯეკ დემპსი, 7. დევიდ პოკოქი, 8. იზი ნაისარან

16. ჯორდან ულისე, 17. ჯეიმზ სლიპერი, 18. ტანიელა ტუპოუ, 19. ადამ კოლემანი, 20. მაიკლ ჰუპერი, 21. ვილი გენია, 22. კრისტიან ლეალიიფანო, 23. დენ ჰაილეტ-პეტი

ბესიკ ჯანგავაძე იაპონიიდან

მკითხველის კომენტარები / 7 /
15. ქართლი ბილი, 14. ჯორდან პეტაია, 21. ვილი გენია, 11. მარიკა კოროიბეტე - ჩვენებურები იქნებიან უეჭველი და იქნებ გაგვივარდეს? :-)
Lasha
11:03 08-10-2019
3
ვაი დედა, რაცხა ცუდს მიგრძნობს გული :(
irakli81
11:44 08-10-2019
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული