მსოფლიოს თასზე ავსტრალიასთან მატჩისწინა პრესკონფერენციაზე "ბორჯღალოსნების" მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა ისაუბრა:
"ავსტრალია ძალიან ძლიერი მოწინააღმდეგეა. მათი შემადგენლობა ძლიერ ჰგავს უელსთან ნათამაშებ შემადგენლობას. კარგად გვესმის, რამდენად რთული სამუშაოს ჩატარება მოგვიწევს, მაგრამ ეს მსოფლიო თასია და ვეცდებით, შესაძლებლობის მაქსიმუმი გამოვავლინოთ. ჩვენ ჩვენი საუკეთესო თამაში უნდა ვანახოთ და ამაყად უნდა წარმოვაჩინოთ ჩვენი ქვეყანა.
უკანასკნელი 12 თვის განმავლობაში მათ საკუთარი შერკინება მნიშვნელოვნად გააუმჯობესეს. ახლა ისინი უფრო ერთიანნი არიან და უფრო ძლიერად აწვებიან, ვიდრე უწინ. ჩვენ მსოფლიოში ცნობილნი ვართ, როგორც გუნდი, რომელსაც უყვარს შერკინებით თამაში და ეს
მატჩში მნიშვნელოვანი ფაქტორი იქნება. თამაშში შეიძლება უამრავი შერკინება, დერეფანი, ბოჭვა და რაქი იყოს, მაგრამ თამაში მხოლოდ ერთი კომპონენტისგან არ შედგება. უფრო მნიშვნელოვანია, რა მოხდება მთელი მატჩის მსვლელობის დროს და არა მხოლოდ შერკინებებში.
ჩვენ გვიცნობენ, როგორც დაცვაში მებრძოლ გუნდს. ჩვენი ქვეყნის ისტორიაც მუდამ სამშობლოს დაცვა იყო და ამიტომ, ეს ასპექტი ხშირად გადმოდის მოედანზე. ვფიქრობ, უკანასკნელი ოთხი წლის განმავლობაში ვიმუშავეთ და ახლა უფრო კარგად გამოგვდის ბურთის გაშლა. მსგავსი ეპიზოდი რამდენჯერმე გვქონდა ურუგვაისთან მატჩში. ამ ასპექტის გაუმჯობესება და გამოყენება გვინდა და მის გამოყენებას ხვალინდელ თამაშშიც ვეცდებით.
მთლიანობაში, 2015 წელს მიღწეულიდან გამომდინარე, უფრო მეტის მოლოდინი გვქონდა. ეს ბუნებრივია, იმაზე მეტის გაკეთება გვინდოდა, ვიდრე 2015-ში მოვახერხეთ. ასეთ ტურნირებზე ყოველთვის უნდა გქონდეს მიზნები, რეალისტური მიზნები, რათა ყველა იყოს მოტივირებული. მთლიანობაში, ვერ მივიღეთ ის შედეგი, რასაც ვგეგმავდით, მაგრამ სტატისტიკას თუ გადავხედავთ, 2015 წლის მსოფლიო თასთან შედარებით მეტი ლელოები გავიტანეთ და უკეთ ვითამაშეთ დაცვაში.
უკვე ვთქვი, რომ ადრე თუ გვიან წასვლის დრო მოვიდოდა. ეს იყო შესანიშნავი 8 წელიწადი ამ გუნდთან და მოთამაშეებთან. მთავარი ისაა, რომ ხვალ ძალიან მნიშვნელოვანი მატჩი გვაქვს და არა ის, რომ ხვალ ჩემი და რამდენიმე მორაგბის ბოლო მატჩია ნაკრებში. ეს ჩვენთვის უდიდესი სტიმულია, რათა გავიღოთ ყველაფერი და მაქსიმუმის გაკეთებას ვეცადოთ".
უკანასკნელი 12 თვის განმავლობაში მათ საკუთარი შერკინება მნიშვნელოვნად გააუმჯობესეს. ახლა ისინი უფრო ერთიანნი არიან და უფრო ძლიერად აწვებიან, ვიდრე უწინ. ჩვენ მსოფლიოში ცნობილნი ვართ, როგორც გუნდი, რომელსაც უყვარს შერკინებით თამაში და ეს
ჩვენ გვიცნობენ, როგორც დაცვაში მებრძოლ გუნდს. ჩვენი ქვეყნის ისტორიაც მუდამ სამშობლოს დაცვა იყო და ამიტომ, ეს ასპექტი ხშირად გადმოდის მოედანზე. ვფიქრობ, უკანასკნელი ოთხი წლის განმავლობაში ვიმუშავეთ და ახლა უფრო კარგად გამოგვდის ბურთის გაშლა. მსგავსი ეპიზოდი რამდენჯერმე გვქონდა ურუგვაისთან მატჩში. ამ ასპექტის გაუმჯობესება და გამოყენება გვინდა და მის გამოყენებას ხვალინდელ თამაშშიც ვეცდებით.
მთლიანობაში, 2015 წელს მიღწეულიდან გამომდინარე, უფრო მეტის მოლოდინი გვქონდა. ეს ბუნებრივია, იმაზე მეტის გაკეთება გვინდოდა, ვიდრე 2015-ში მოვახერხეთ. ასეთ ტურნირებზე ყოველთვის უნდა გქონდეს მიზნები, რეალისტური მიზნები, რათა ყველა იყოს მოტივირებული. მთლიანობაში, ვერ მივიღეთ ის შედეგი, რასაც ვგეგმავდით, მაგრამ სტატისტიკას თუ გადავხედავთ, 2015 წლის მსოფლიო თასთან შედარებით მეტი ლელოები გავიტანეთ და უკეთ ვითამაშეთ დაცვაში.
უკვე ვთქვი, რომ ადრე თუ გვიან წასვლის დრო მოვიდოდა. ეს იყო შესანიშნავი 8 წელიწადი ამ გუნდთან და მოთამაშეებთან. მთავარი ისაა, რომ ხვალ ძალიან მნიშვნელოვანი მატჩი გვაქვს და არა ის, რომ ხვალ ჩემი და რამდენიმე მორაგბის ბოლო მატჩია ნაკრებში. ეს ჩვენთვის უდიდესი სტიმულია, რათა გავიღოთ ყველაფერი და მაქსიმუმის გაკეთებას ვეცადოთ".
მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით
ვის უნდა გაუშალო ??? :) თქვენი შეფასებებიდან ჩანს ბატონო მილტონ რეალობას ხართ მოწყვეტილი !!!!!