"ბორჯღალოსნები": მადლობა ჰეიგს - საფრანგეთში ბევრად უფრო წარმატებული მსოფლიო თასი გვექნება

AutoSharing Option
მსოფლიოს თასზე ავსტრალიასთან წაგების (8:27) შემდეგ საქართველოს ნაკრების მორაგბეებმა ისაუბრეს.

"ამაყი ვარ, ბოლომდე ვიბრძოლეთ"
შედეგით უკმაყოფილო იყო, თუმცა დაცვაში თამაშით კმაყოფილი გუნდის კაპიტანი მერაბ შარიქაძე:

"მიმაჩნია, რომ კარგად ვიბრძოლეთ და დაცვაში ძალიან კარგად ვითამაშეთ. თუმცა, ამ თამაშში შეტევა ჩვენს კარგ მხარედ ნამდვილად არ უნდა ჩაითვალოს და სტატიკაშიც როგორც გვინდოდა ისე არ წავიდა საქმე, მაგრამ მე ამაყი ვარ გუნდით, რადგან ბოლომდე ვიბრძოლეთ და ძალიან ცუდია, რომ ბოლოში მიყოლებით ორი ლელო მივიღეთ. ესაა სწორედ სხვაობა ძალიან კარგ გუნდებსა და არცთუ ისე კარგ
გუნდებს შორის. ამ ეტაპზე ესაა სხვაობა ავსტრალიასა და ჩვენს შორის. ისინი მუდამ ძლიერ გუნდებს ეთამაშებიან და მათ შეასრულეს რაც სურდათ. თუმცა, მე კვლავ ამაყი ვარ იმით, რაც ჩვენ გავაკეთეთ. იმედი მაქვს, მომავალში უკეთ ვითამაშებთ და საფრანგეთში ბევრად უფრო წარმატებული მსოფლიო თასი გვექნება".

შარიქაძეს მეტოქის შერკინებისა და განსაკუთრებით დერეფანში თამაშის შეფასება სთხოვეს, სადაც მეტოქემ 5 ჩვენი მოწოდება მოიგო:

"ავსტრალია ძალიან ძლიერი გუნდია და მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ანალიზის უნარი აქვს. შეგვისწავლეს და იცოდნენ რის გაკეთებას ვაპირებდით, ხოლო შერკინებებს რაც შეეხება - როგორც გუშინ მილტონმა განაცხადა - მათ შერკინებაში თამაშს მნიშვნელოვნად მოუმატეს. ავსტრალია ნამდვილად არ იყო შერკინების მხრივ საუკეთესო გუნდი, თუმცა ახლა მიმაჩნია, რომ ამ კომპონენტში მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა. მათ ეს გააუმჯობესეს, ახლა ჩვენც უნდა გავაუმჯობესოთ და როდესაც შემდეგ მსოფლიოზე კვლავ შევხვდებით, ბევრად უნდა გავურთულოთ საქმე და უკეთესი თამაში შევთავაზოთ".

პრესკონფერენციის დასასრულს შარიქაძემ სიტყვა ითხოვა და სამედიცინო ჯგუფს, ასევე მილტონ ჰეიგს მადლობა გადაუხადა:

"მინდა, მადლობა გადავუხადო ჯედ მაკნამარას და საიმონ პოუპს, რომლებმაც ტრავმის შემდეგ ფეხზე დამაყენეს. ისეთი ტრავმა მქონდა, მალე დაბრუნება შეუძლებელი ჩანდა და მათი ძალისხმევით მსოფლიო თასზე სამი მატჩის ჩატარება შევძელი.

მინდა, კიდევ ერთი რამ ვთქვა - როგორც იცით, დღეს მილტონ ჰეიგს ბოლო მატჩი ჰქონდა საქართველოს ნაკრების თავკაცის რანგში - მილტონს მინდა მადლობა გადავუხადო, ვინაიდან მან უამრავი რამ გააკეთა ქართული რაგბისთვის, დიდი წვლილი შეიტანა ქართული რაგბის განვითარებაში. მადლობა მილტონ, დიდი მადლობა ყველაფრისთვის, რაც ჩემთვის გააკეთე და შენ რომ არა, მე აქ არ ვიჯდებოდი".

"ძლიერი მხარეები ვერ გამოვიყენეთ"
დავით კაჭარავა მიიჩნევს, რომ ბორჯღალოსნებს ამ თამაშის მოგების შესაძლებლობა ჰქონდათ, მაგრამ ძლიერი მხარეები ვერ გამოიყენეს:

"მთლიანობაში, შედეგით უკმაყოფილო ვარ. ვფიქრობ, ამ თამაშის მოგება შეიძლებოდა. მაგრამ ვერ გამოვიყენეთ ჩვენი ძლიერი მხარეები შერკინებაში, მოლსა და დერეფანში. ძალიან ბევრი ბურთი დავთმეთ და შანსები ვერ გამოვიყენეთ. თუ ავსტრალიას და მის მსგავს გუნდებს ბურთს დაუთმობ, მათთან კონკურენცია გაგიჭირდება".

"მიზნის მიღწევას 4 წლის შემდეგ ვეცდებით"
თამაშის შეფასებისას ბურთის არქონაზე ამახვილებს ყურადღებას შალვა მამუკაშვილი და იმედოვნებს, რომ გუნდი დასახული მიზნის მიღწევას 4 წლის შემდეგ მოახერხებს:

"მთელი პირველი ტაიმი და მეორე ტაიმი დასკვნით 5 წუთამდე, დაძაბული იყო. დაცვაში 200-ზე მეტი ბოჭვა შევასრულეთ, თუმცა შეტევაში ბურთი სულ 3 თუ 4 წუთი გვქონდა და მარცხი ამან განაპირობა. ეს ტურნირის ბოლო მატჩი იყო და ვერ ვიტყვი, რომ შედეგით კმაყოფილი ვარ, რადგან მინიმუმ ორი თამაშის მოგებას ვგეგმავდით. ახლა ნაკრებს რამდენიმე მორაგბე დატოვებს, გარკვეული დროის შემდეგ ახალი მოთამაშეები დაგვემატებიან და მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში გაუმჯობესებისთვის ვიმუშავებთ, რათა დასახულ მიზანს საფრანგეთში მივაღწიოთ".

გიორგი თხილაიშვილმა მადლობა გადაუხადა მილტონ ჰეიგს და დასძინა:

"ჰეიგმა ქართული რაგბის განვითარებისთვის უდიდესი სამუშაო გასწია და უკანასკნელი 8 წლის განმავლობაში, ყველა წარმატება მას უკავშირდება".

მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 25 /
რა თქმა უნდა ჩვენ ის გუნდი არ გვყავს 6 ერში რომ ითამაშოს. ვიყოთ იქ სადაც ვართ. ვის გიდათ ისეთ თამაშების ყურება, სადაც ბორჯღალოსნები 30-40 ქულით აგებენ? მაგას არ ჯობია ისეთ თამაშებს ვუყუროთ სადაც 30-40 ქულით ვიგებთ?
ჟორა გაბრიჭიძე
20:18 14-10-2019
7
მწრთელთან რო გაქვთ პრეტენზია - მოტამაშეები როგორია? რისგან უნნდა გააკეთოს ნაკრები? მართლა ბოლომდე თავდადებული მებრრძოლებისგან, რომლებმაც სამწუხაროდ თამაში არ იციან?

სიმართლეს გაუსწორეთ ტავალი. ამ მოტამაშეებმა ბურთის დაჭერა არ იციან, პასი არ იციან, ვერ დარბიან, ტაქტიკურად ვერ აზროვნებენ და ა.შ. მართო თავდადებული ომი იციან, მხოლოდ იმიტომ რომ ჯიგრები არია.

მწვრთელს რას თთხოვთ - ვისგან გააკეთოს ნაკრები? აი იაპონიას, რომ უყურებთ ეროვნული სკლუბო დონე ნახეთ იამათი და მერე შეედარეთ.

და კიდევ შემადგენლობა ნახეთ იაპონიის - ნახევარ ნაკრები უნატურალიზებული უცხოელები არია.

მართლა რა ბნელა თქვენთან თუ როგორ არის?
ლევანი
00:18 14-10-2019
8
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული