"ბორჯღალოსნები" 18 ივლისს მსოფლიოს ჩემპიონს შეხვდებიან

AutoSharing Option
2020 წლის ზაფხულის ტესტებზე "ბორჯღალოსნები" სამხრეთ აფრიკას ეწვევა და 18 ივლისს მსოფლიოს ჩემპიონ "სპრინგბოკთან" ისტორიულ ტესტ-მატჩს გამართავს.

"ქურციკებად" ცნობილ სამხრეთ აფრიკის ნაკრებთან "ბორჯღალოსნებს" აქამდე მხოლოდ ერთხელ, 2003 წლის მსოფლიო თასზე უთამაშია და ქართული რაგბისთვის ის შეხვედრა ისტორიული გამოდგა, რადგან რაგბის უდიდეს ფორუმზე პირველი ლელო სწორედ "ბოკეს" გავუტანეთ. მატჩი ავსტრალიაში, სიდნეიში გაიმართა და მეტოქემ 46:19 იმარჯვა.

აღსანიშნავია, რომ სამხრეთ ნახევარსფეროს სარაგბო ქვეყნებიდან აქამდე ტესტ-მატჩი მხოლოდ არგენტინასთან გვქონდა, სამხრეთ აფრიკას კი პირველად ვეწვევით. "ბორჯღალოსნები" მეორედ ხვდება მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონს (2015 წლის მსოფლიო
თასზე ახალ ზელანდიას შევხვდით), თუმცა მსოფლიო თასს მიღმა ეს პირველად ხდება.

სამხრეთაფრიკელებთან მოლაპარაკებები იაპონიაში, მსოფლიო თასის ნახევარფინალური მატჩების წინ წარიმართა. მასში საქართველოსა და სამხრეთ აფრიკის რაგბის კავშირის ხელმძღვანელებთან ერთად, აქტიურად იყო ჩართული "მსოფლიო რაგბი", კერძოდ, ქართული რაგბის დიდი ქომაგი მარკ იგანი. სიტყვიერი შეთანხმება ოქტომბერში შედგა და ახლა ის ოფიციალურად გაფორმდა.

"მოხარულები ვართ ამ შესაძლებლობით და მინდა მადლობა გადავუხადო სამხრეთაფრიკულ მხარეს და "მსოფლიო რაგბის" მხარდაჭერისთვის, რასაც ყოველთვის ვგრძნობდით. ეს ისტორიული მოვლენაა, რადგან მსოფლიოს ჩემპიონს სამხრეთ აფრიკაში ვეთამაშებით, რაც დიდი პატივია.

მოლაპარაკებები მსოფლიო თასის მსვლელობისას გვქონდა და ჯენტლმენურ შეთანხმებასაც იაპონიაში მივაღწიეთ, რაც უკვე ოფიციალურად დადასტურდა. სამხრეთაფრიკელები კეთილგანწყობილნი არიან ჩვენ მიმართ და შეთანხმებაც მარტივად შედგა. ვფიქრობ, გულშემატკივარი საინტერესო თამაშს იხილავს, რადგან ორივე გუნდი დაახლოებით ერთი სტილის მიმდევარია. არაა გამორიცხული, რომ სამხრეთ აფრიკაში ყოფნისას ადგილობრივ კლუბებსაც ვეთამაშოთ, რაც ჩვენს ტურნეს კიდევ უფრო საინტერესოს გახდის და დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში, ამ ინფორმაციას უახლოეს პერიოდში გაცნობებთ", - განაცხადა რაგბის კავშირის პრეზიდენტმა გოჩა სვანიძემ.

მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 4 /
უკვე პირველ თებერვალს რუმინეთს ვეთამაშებით და ნაკრების მწვრთნელი არ უნდა გაირკვეს? 2 თვე დარჩა. რაზე ფიქრობს ფედერაცია?
0
ეს სიახლე ულვაშ დასაგრეხი ყანწგამომცლელი სიამოვნებაა.
ანდრი
20:41 20-11-2019
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული