"ბორჯღალოსნების" ახალი მთავარი მწვრთნელის ვინაობა ცნობილია?! - ვინ არის სამხრეთაფრიკელი სპეციალისტი

AutoSharing Option
გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს მორაგბეთა ნაკრების მთავარ მწვრთნელად სამხრეთაფრიკელი სპეციალისტი, 59 წლის სვის დე ბრუინი განიხილება.

საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტმა გოჩა სვანიძემ აღნიშნული ინფორმაცია გაზეთ "ლელოსთან" დაადასტურა.

მისი თქმით, თუ მას პრეზიდენტად აირჩევენ, სამხრეთაფრიკელი სპეციალისტი სვის დე ბრუინი მაისიდან საქართველოს ნაკრებში იმუშავებს.

შეგახსენებთ, რომ რაგბის კავშირის საპრეზიდენტო არჩევნები 30 იანვარს გაიმართება, სადაც ოფიციალურად კანდიდატურა ჯერჯერობით მხოლოდ გოჩა სვანიძემ წარადგინა. არჩევნებში მონაწილეობას ასევე აპირებენ ირაკლი აბუსერიძე და ბაჩო ხურციძე.

რაც შეეხება სვის დე ბრუინს, მან სამწვრთნელო კარიერა "შარკის" აკადემიაში დაიწყო, შემდეგ კი
"ვაილდბისთზის" მთავარი მწვრთნელი გახდა. ამის შემდეგ ის "გრიქვაზს" წვრთნიდა.

2001 წელს დე ბრუინმა სამხრეთ აფრიკის 21-წლამდელთა ნაკრები ჩაიბარა, 2004 წლიდან კი ისევ "შარქსში" დაბრუნდა, სადაც დაახლოებით 8 წელი გაატარა.

ამის შემდეგ მან "გოლდენ ლაიონსი" ჩაიბარა და პარალელურად, "ზე რაგბიში" მოთამაშე "ლაიონსის" მთავარი მწვრთნელის ასისტენტი იყო. 2016 წელს "ლაიონსი" "ზე რაგბის" ფინალში დამარცხდა, 2017-ში კი ამავე ტურნირის ფინალში "ქრუსეიდერზთან" წააგეს. 2018 წლიდან კი დე ბრუინი "ლაიონსის" მთავარ მწვრთნელად დანიშნეს, თუმცა "ზე რაგბის" ფინალში კვლავ "ქრუსეიდერზთან" დამარცხდა.

2019 წლის 18 ოქტომბრიდან დე ბრუინმა სამხრეთაფრიკულ "კინგზში" დაიწყო მუშაობა და სამხრეთ აფრიკის ნაკრებში კონსულტანტადაც დასაქმდა, თუმცა პირადი მიზეზების გამო დატოვა თანამდებობა.
მკითხველის კომენტარები / 26 /
აქ ისეთ კომენტარებს წერს ზოგიერთი წარმოდეგნა არ აქვს რაგბზე,საქართველოს ნაკრების გარდა თამში რომ არ აქვთ ნანახი. იცით მაინც ვინ არის და რა დონის სპეციალისტია დე ბრუინი? ნეტა მართლა მოვიდეს და მადლობლები ვიქნებით. როგორც ზაპორიჟეციდან ფერარში გადაჯდეს კაცი ისეთია ძველი და ახალი მწვრთნელის შედარება.
P.S სვანიძე აუცილებლად უნდა შეიცვალოს.
გივილო
15 იანვარი 2020 14:28
4
ქუთაისელებს და ბათუმელებს, ასევე ამ ქალაქების ფანკლუბებს, კარგი და თბილი ურთიერთობა გვაქვს! ამიტომ ზოგიერთი მოდემაგოგო თავიანთ ნიკებს ამოფარებული ელემენტები ნუ ცდილობთ დაძაბულობა შეიტანოთ ორ ერთმანეთის მიმართ მეგობრულად განწყობილ ქალაქს შორის! არ გამოგივათ!
ქართულ რაგბს წარმატებას ვუსურვებთ! რაგბი ნამდვილად არის ჩვენი თამაში!
ჩვენ ვართ ტორპედო
15 იანვარი 2020 13:18
4
გამხდარი ჩხეტიანია... :-))))
buba
15 იანვარი 2020 10:58
1
რატომ უნდა დაინიშნოს ახალი მწრთვნელი ნაჩქარევად საერთოდ? სად გვაქვს ჩვენ მაგის ფუფუნება. იქნებ ახალი ფედერაციის პრეზიდენტი მოდის და უკეთეს კანდიდატურას არჩევს? ამ მწრთვნელმა რომ არ გაამართლოს და ფედერაციის ძველი პრეზიდენტისკედ დაიწყონ ახლებმა ხელის გაშვერა წაადგება ეს ქართულ რაგბს? მწრთვნელის დანიშვნა გზების დაგება ხომ არ არის მომავალ თაობებს რომ დარჩეს, ეს ან გაამართლებს ან არა. თუ არ გაამართლა ამის კონტრაქტის გამოსყიდვა რამდენი დაუჯდება ჩვენს მწირ ბიუჯეტს წარმოგიდგენიათ? ჯობს სვანიძის მუშაობას რა უარყოფითი მხარეებიც აქვს იმაზე გავამახვილოთ ყურადღება და არა ამ შემთხვევაზე.ეგრე სად არის არჩევნებში წაგების შემთხვევაში სვანიძემ ხელები დაიბანოს და ჩვენ ახალი მწრთვნელის კონტრაქტის ტყვეობაში აღმოვჩნდეთ. ფედერაციის გამარჯვებული პრეზიდენტს უფრო მეტი პასუხისმგებლობა ექნება თავის მიერ შერჩეულ მწრთვნელზე, ვინც არ უნდა გაიმარჯვოს არჩევნებში.
L85
15 იანვარი 2020 17:49
5
სტატია წაიკითხეთ? გარკვევით წერია მე თუ ამირჩევენ იმ შემთხვევაშიო. თუ სხვას აირჩევენ, ის თვითონ გადაწზვეტს. არჩევნებამდე არავინ არავის ნიშნავს.
L85-ს
15 იანვარი 2020 20:40
2
თუ ავირჩევთ?!! გვავერბოვკებ შე ოჯახაშენებულო?!.. თუ ქართულ საქმეს აკეთებ, მანამდე წარგედგინა საზოგადოებისთვის ანდა წინასწარი კონტრაქტი გაგეფორმებინა. რომ არ აგირჩიონ სარი გვითხრია ხო?!...)) მართლა ვერ ვხდები "თუ ამირჩევთ" სხვა რას ნიშნავს?!!
გურია
15 იანვარი 2020 12:30
4
სარის ლობიო (უფხო)
იდალგო
15 იანვარი 2020 17:29
0
ნათელია, რომ ესე ვთქვათ "ელიტარული" მწვრთნელი ჩვენთან ან არ ჩამოვა, ან ისეთ ანაზღაურებას მოითხოვს, რომ მთელი რაგბის ფედერაციის ბიუჯეტი არ ეყოფა.

ამ პირობებში დე ბრუინი საინტერესო კანდიდატურაა, დიდი გამოცდილებით და ნათელი ვექტორით, რომელიც სწორედ შეტევაზეა ორიენტირებული.

მთავარი დადებითი ის არის, რომ ფედერაციამ აირჩია, თუ რა მიმართულებით უნდა განვითარდეს და სამხრეთაფრიკულ ვექტორზე და შემტევ რაგბზე გააკეთა არჩევანი, რაც ჩვენ ნამდვილად შეგვეფერება და მწვრთნელიც აქედან გამომდინარე ლოგიკურად შეაღცია

მაგრამ საერთო ჯამში, სვანიძის საქმიანობას უფრო უარყოფითად ვაფასებ ამ ეტაპზე, ესე 45/55-ზე ალბათ, პირველ რიგში, იმის გამო, რომ 4 წელი ფაქტიურად სტაგნაცია გვქონდა.
მისი გამარჯვება არ მინდა მისი ფრანშიზის მიმართ დამოკიდებულების გამო (როგორც ინტერვიუში აღნიშნა, რომ გრძელვადიანი ჩემპიონატისთვის ფრანშიზის იდეას არ ემხრობა და რუსეთის ჭ-კლასის კონტინენტალური ლიგის იდეას ემხრობა)
Supporter
15 იანვარი 2020 16:54
1
ჩხეტიანს არ ჰგავს??... :-))))
buba
15 იანვარი 2020 10:53
2
ახალზელანდიური რაგბი ხომ დავძლიეთ, ლაფის ფჯის მოვუგეთ ეხლა სამხრეთაფრიკული რაგბი ავითვისოთ ეგებ აკუნა მატატა ჩავკბილოთ ჰეიგი ვერ შევინარჩუნეთ და....რაც ვართ ეგ ვართ სამასი ათასიანმა მოსახლეობით,კუნძულელებმა გვანახეს...
ჯიბის ბილიარდისტის დონეზე ვართ
16 იანვარი 2020 12:00
6
ჯიბის ბევრი რამე გამიგია, მაგრამ ჯიბის ბილიარდი რა არის ვერ გავიგე?
ზაზა
17 იანვარი 2020 18:05
3
ვინც რაგბი იცის რომ ძალიან მაგარი ტრენერია. ეს კაცი მილტონს 2 თავით ჯობს.
ლომი
15 იანვარი 2020 15:41
4
ვფიქრობ უსუსტესი განზრახვაა.
გიზოგ
15 იანვარი 2020 10:53
7

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული