2020 წლის 22 იანვრის მდგომარეობით, 30 იანვარს გასამართ საქართველოს რაგბის კავშირის საპრეზიდენტო არჩევნებზე კლუბების მიერ წარმოდგენილია სამი კანდიდატი.
გოჩა სვანიძე კანდიდატად წარადგინეს შემდეგმა კლუბებმა: "ლელო", "აკადემია", "აია", "ჯიქი", "ყოჩები", "იუნკერები", "ბაგრატი", "არესი", "დინამო", ზესტაფონის "არწივები", "გორდა", "ივერია", "წიქარა", "ავჭალა", ფოთის "კოლხი რაინდები", "ჯრუჭი", "ლაშარი", "მიმინო";
ირაკლი აბუსერიძე კანდიდატად წარადგინეს შემდეგმა კლუბებმა: რუსთავის "ხარები", "ლოკომოტივი", "ბათუმი", "არმაზი", "არმია", "ვეფხვები";
ბაჩო ხურციძე კანდიდატად წარადგინა შემდეგმა კლუბმა: ვანის "აიეტი".
მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით