რუმინეთის მწვრთნელი: საქართველოსგან ძლიერ შერკინებას და მობილურ მოლს ველოდებით

AutoSharing Option
დღეს, 31 იანვარს, რუმინეთის მორაგბეთა ნაკრების მწვრთნელმა ენდი რობინსონმა საქართველოს ნაკრებთან დაპირისპირებამდე პრესკონფერენცია გამართა და "ბორჯღალოსნებთან" მოახლოებულ მატჩზე ისაუბრა.

"რა თქმა უნდა, მოსამზადებელმა პერიოდმა კარგად ჩაიარა. გვქონდა დრო, რომ მოთამაშეები შეთამაშებულიყვნენ. ვიმუშავეთ ტაქტიკასა და ტექნიკაზე. გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ ეს არის მშენებარე რუმინეთის ნაკრები.

შოტლანდიის ნაკრების მწვრთნელობისას, რასაც დავაკვირდი, საქართველოს უძლიერესი შერკინება ჰყავდა. ამავდროულად, რუმინეთს მაშინ კარგი გუნდი ჰყავდა. ორივე გუნდზე შემიძლია ვთქვა, რომ ამ წლების განმავლობაში შეინარჩუნეს ის სიძლიერე
და განვითარდნენ. ხვალ ველოდებით უფრო მობილურ შეტევას საქართველოსგან, ძლიერ შერკინებას და მობილურ მოლს", - თქვა რობინსონმა.

შეგახსენებთ, 2020 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის პირველ მატჩი საქართველოსა და რუმინეთს შორის 1-ელ თებერვალს, 18 საათზე "დინამო არენაზე" დაიწყება. შეხვედრის ტრანსლაციას "იმედი" განახორციელებს.

altლევან მაისაშვილი რუმინეთთან მატჩამდე: ჩვენი თამაში უნდა შეიცავდეს უფრო მეტ საფრთხეს მეტოქისთვის

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული