რუმინელთა მწვრთნელი: საქართველომ დაიმსახურა გამარჯვება

AutoSharing Option
დღეს, 1 თებერვალს, საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა რუმინეთის ნაკრები 41:13 დაამარცხა. რუმინეთის მორაგბეთა ნაკრების მწვრთნელმა ენდი რობინსონმა საქართველოს ნაკრებთან დაპირისპირების შემდეგ პრესკონფერენცია გამართა და მატჩზე ისაუბრა.

"მეორე ნახევარში, როდესაც ანგარიში საყაიმო იყო, ვიფიქრეთ, უფრო მეტ წნეხს მოვახდენდით მეტოქეზე, მაგრამ ამის გაკეთება ვერ შევძელით, რადგან ვერ გამოვიყენეთ რამდენიმე შანსი, განსაკუთრებით პრობლემები შეგვექმნა დერეფნის დროს. საქართველომ დაიმსახურა გამარჯვება.

ეს არის პირველი თამაში ჩვენი ნაკრებისთვის დეკემბრის შემდეგ, ფაქტიურად ახლა ხდება შეთამაშება. მინდა ხაზი გავუსვა, თუ როგორ ვითამაშეთ პირველი 60 წუთი, ასევე მადლობა გადავუხადო ჩემს
მოთამაშეებს, რომლებმაც ბოლომდე იბრძოლეს. რუმინეთის ნაკრები მიდის იქითკენ, რომ აჩვენოს ის რაგბი, როგორიც პირველ სამოც წუთში ვითამაშეთ.

მინდა პატივისცემა გამოვხატო საქართველოს ნაკრების მიმართ, რომელიც მსოფლიო თასის შემდეგ კარგად შეთამაშებული იყო. მიუხედავად იმისა, რომ ახალი მწვრთნელი ჰყავს, ის ძალიან დიდი ხანია მუშაობდა გუნდში".


მკითხველის კომენტარები / 2 /
კიდევ კაი გვითხარი თორემ გვეგონა დაუმსახურებლად მოგიგეთ)))
ბათუმის ფანი
20:44 01-02-2020
17
ისევ იმ ნაცნობ წრეზე წავედით
მთ
19:40 02-02-2020
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული