საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ესპანეთი უშანსოდ დაამარცხა [VIDEO]

AutoSharing Option
ფოტო:facebook.com/GeorgianRugby

საქართველოს რაგბის ეროვნულმა ნაკრებმა რაგბი ევროპის ჩემპიონატის შეხვედრაში გასვლაზე ესპანეთის გუნდი დაამარცხა - 23:10

ქათველმა მორაგბეებმა ანგარიში მე-3 წუთზე გახსნეს, თავი შალვა მამუკაშვილმა გამოიჩინა - 5:0.


ესპანელებმა  5 წუთში ლელოთივე გვიპასუხეს, ანგარიში ფერერმა გაათანაბრა - 5:5.

მე-17 წუთზე საჯარიმო დარტყმით საქართველოს ნაკრები თედო აბჟანდაძემ დააწინაურა- 8:5.

22-ე წუთზე თავის სადებიუტო შეხვედრაში აკა ტაბუცაძემ სადებიუტო ლელო დადო, აბჟანდაძემ ზუსტად გარდასახა - 15:5.


27-წ წუთზე თედო
აბჟანდაძემ კიდევ ერთი ჯარიმა გაიტანა, ხოლო პირველი ტაიმის ბოლო წუთებზე დუბლი შალვა მამუკაშვილმა შეასრულა და პირველი ნახევარი "ბორჯღალოსნებმა" 18-ქულიანი სხვაობით მოიგო - 23:5.


მეორე ტაიმის დიდი ნაწილი ორმხრივ ბრძოლაში მიმდინარეობდა, საქართველოს ნაკრები კი, ძირითადად თავდაცვით იყო დაკავებული. ესპანელებმა 1 ლელოს დადება მატჩის მიწურულს მოახერხეს, თუმცა მეტი ვერ შეძლეს.

ამ გამარჯვების შემდეგ საქართველოს ნაკრებმა 9 ქულა დააგროვა და ერთპიროვნულად ჩაუდგა სათავეში რაგბის ევრიპის ჩემპიონატს.


მკითხველის კომენტარები / 40 /
მეორე ტაიმში რომ ქულას ვერ აიღებ ამას რა ქვია?! ამიხსენით ვინმემ
დათო
17:47 09-02-2020
6
გილოცავთ გამარჯვებას... მაგრამ ძალიან გთხოვთ ასეთი დაცვითი თამაში აღარ გვაჩვენოთ... ამ დონის ჩემპიონატზე მაინც...წარმატებები!
dima
17:50 09-02-2020
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული