საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ესპანეთი უშანსოდ დაამარცხა [VIDEO]

AutoSharing Option
ფოტო:facebook.com/GeorgianRugby

საქართველოს რაგბის ეროვნულმა ნაკრებმა რაგბი ევროპის ჩემპიონატის შეხვედრაში გასვლაზე ესპანეთის გუნდი დაამარცხა - 23:10

ქათველმა მორაგბეებმა ანგარიში მე-3 წუთზე გახსნეს, თავი შალვა მამუკაშვილმა გამოიჩინა - 5:0.


ესპანელებმა  5 წუთში ლელოთივე გვიპასუხეს, ანგარიში ფერერმა გაათანაბრა - 5:5.

მე-17 წუთზე საჯარიმო დარტყმით საქართველოს ნაკრები თედო აბჟანდაძემ დააწინაურა- 8:5.

22-ე წუთზე თავის სადებიუტო შეხვედრაში აკა ტაბუცაძემ სადებიუტო ლელო დადო, აბჟანდაძემ ზუსტად გარდასახა - 15:5.


27-წ წუთზე თედო
აბჟანდაძემ კიდევ ერთი ჯარიმა გაიტანა, ხოლო პირველი ტაიმის ბოლო წუთებზე დუბლი შალვა მამუკაშვილმა შეასრულა და პირველი ნახევარი "ბორჯღალოსნებმა" 18-ქულიანი სხვაობით მოიგო - 23:5.


მეორე ტაიმის დიდი ნაწილი ორმხრივ ბრძოლაში მიმდინარეობდა, საქართველოს ნაკრები კი, ძირითადად თავდაცვით იყო დაკავებული. ესპანელებმა 1 ლელოს დადება მატჩის მიწურულს მოახერხეს, თუმცა მეტი ვერ შეძლეს.

ამ გამარჯვების შემდეგ საქართველოს ნაკრებმა 9 ქულა დააგროვა და ერთპიროვნულად ჩაუდგა სათავეში რაგბის ევრიპის ჩემპიონატს.


მკითხველის კომენტარები / 40 /
გაორებული გრძნობა დამრჩა, რამდენადაც კარგი პირველი ტაიმი იყო იმდენად საშინელი იყო მეორე ტაიმი. მომეჩვენა რომ ფიზიკურად გადაღლილები იყვნენ.საინტერესოა მწვრთნელების აზრი ამის თაობაზე.
irakli81
09 თებერვალი 2020 17:52
1
ყველაფერი გასაგებია, მაგრამ ერთი არ მესმის, მეორე ტაიმში ენერგია ბლომად დახარჯეს და დაცვასაც გვარიანი ჯაფა ადგა. ესპანელები დაიღალნენ და სცოდავდნენ, მაგრამ დამატებით ერთი-ორი ლელოს გატანა რა გახდა?
: )))))))
09 თებერვალი 2020 20:55
2
ამ თამაშის დიდი პროფესორი არ ვარ უბრალოდ საქართველო,რო თამაშობს ვუყურებ. პირველი ტაიმის შემდეგ მეორე ტაიმში ისეთი შტაბეჭდილება დამრჩა,რო ბურთი შეგნებულად მიცეს ჩვენებმა
გოგა
09 თებერვალი 2020 20:39
3
სწორად მსჯელობ.
....
10 თებერვალი 2020 11:20
0
დაცვით ტაქტიკას ამუშავებდნე))))
lado
09 თებერვალი 2020 19:01
0
დავწერდი რამეს მაგრამ, რა ვქნა, რომ რუსეთი მიყვარს? თქვენ, პროამერიკელი ქართველები მოღალატეები ხართ, თუმცა არაუშავს, მალე მოვა რუსეთთან შეხვედრაც...
odala
09 თებერვალი 2020 18:54
51
ODALA, რუსეთთან თამაშზე თუ მოხვალ, რუსეთის დროშა დაიჭირე მოკლე ტარით, გრძელ ტარს ჩვენ დაგახვედრებთ...
ლაშა
09 თებერვალი 2020 19:19
9
ისე, რუსეთის ნაკრები რომ მწარედ აპამპულავა ყველამ, იმედია მძიმედ არ გადაიტან
: )))))))
09 თებერვალი 2020 20:51
0
ყველა გამოხმაურება
რაგბში ნაკრებს პროგრესი არ ეტყობა ესეთი Შთაბეჭდილება დამრჩა მსოფლიოდან მოყოლებული. დღეს Შერჯინებაშიდაც ვერ ვაჯობეთ ესპანელებს. მემგონი განგაშის ზარია Შემოსაკვრელი
gg
09 თებერვალი 2020 18:25
21
მეგობარო დარწმუნებული ხარ რომ თამაშსა უყურე?))))
Giirgi
09 თებერვალი 2020 19:56
3
Es lobjanidze meore benzemaa? 100 tamashi ro chaataros da yvela cudat mainc kargi bichia da magaze kargi ar gvyavs xo? Arc tvini uchris ver martavs tamashs arc dzalismier ortabrdzolebshi iklavs tavs didad da arc haershia kargi arc siscrafe uvarga da vin yavs aseti vis gamo tamashebt is mainc tqvit!!!!! Jvania daicunet da ki dainaxet shecvlaze shemosulma morkinalebma dzvra ver uqna espanelebs. Gaaxilet tvalebi gaaaxilet sanam dzalit dagaqachinet eg dabnelebuli tvalebi!!!!
Roma
09 თებერვალი 2020 18:10
18
თამაშის შემდგომი პრესკონფერენციის შინაარს ან ჩვენი მწვრთნელების კომენტარს ვეღირსებით რომელიმე სპორტული ჟურნალისტისაგან, თუ მოვკვდეთ მარჩიელობით რა და როგორ მოხდა მეორე ტაიმში?
არდილეს
10 თებერვალი 2020 09:44
3
ბოლომდე ვეთანხმები! ასე თუ ისე, პრინციპული მატჩი იყო ტურნირისათვის და ერთი სიტყვა სამადლოდ ვინმეს ეთქვა პრესკონფერენციაზე, არ შეიძლებოდა? ასევე სრულიად სამართლიანად გაჟღერდა პრეტენზია 6 ერის შედეგებზე - ჩვენ კი ვიგებთ ანგარიშებს, მაგრამ მიმოხილვა რომ დაწერონ, მგონი ცუდი ნამდვილად არ იქნება
!!!!
10 თებერვალი 2020 12:34
0
ოდალა რუსების პეტერბურგელი ბოტია - "ოდალა" მისი კგბ-სეული "კლიჩკაა".
შალიკო
09 თებერვალი 2020 19:33
4
მეორე ტაიმი ძალიან ცუდათ ვითამაშეთ,,,,,გამარჯვებულებს არ ასამართლებენო
gogia
09 თებერვალი 2020 19:04
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული