საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ესპანეთი უშანსოდ დაამარცხა [VIDEO]

AutoSharing Option
ფოტო:facebook.com/GeorgianRugby

საქართველოს რაგბის ეროვნულმა ნაკრებმა რაგბი ევროპის ჩემპიონატის შეხვედრაში გასვლაზე ესპანეთის გუნდი დაამარცხა - 23:10

ქათველმა მორაგბეებმა ანგარიში მე-3 წუთზე გახსნეს, თავი შალვა მამუკაშვილმა გამოიჩინა - 5:0.


ესპანელებმა  5 წუთში ლელოთივე გვიპასუხეს, ანგარიში ფერერმა გაათანაბრა - 5:5.

მე-17 წუთზე საჯარიმო დარტყმით საქართველოს ნაკრები თედო აბჟანდაძემ დააწინაურა- 8:5.

22-ე წუთზე თავის სადებიუტო შეხვედრაში აკა ტაბუცაძემ სადებიუტო ლელო დადო, აბჟანდაძემ ზუსტად გარდასახა - 15:5.


27-წ წუთზე თედო
აბჟანდაძემ კიდევ ერთი ჯარიმა გაიტანა, ხოლო პირველი ტაიმის ბოლო წუთებზე დუბლი შალვა მამუკაშვილმა შეასრულა და პირველი ნახევარი "ბორჯღალოსნებმა" 18-ქულიანი სხვაობით მოიგო - 23:5.


მეორე ტაიმის დიდი ნაწილი ორმხრივ ბრძოლაში მიმდინარეობდა, საქართველოს ნაკრები კი, ძირითადად თავდაცვით იყო დაკავებული. ესპანელებმა 1 ლელოს დადება მატჩის მიწურულს მოახერხეს, თუმცა მეტი ვერ შეძლეს.

ამ გამარჯვების შემდეგ საქართველოს ნაკრებმა 9 ქულა დააგროვა და ერთპიროვნულად ჩაუდგა სათავეში რაგბის ევრიპის ჩემპიონატს.


მკითხველის კომენტარები / 40 /
პირველ ტაიმში დომინირების შემდეგ მეორე ტაიმში რატომ არ ვითამაშეთ? იმიტომ რომ მატჩის ბედი პირველი ტაიმის შემდეგ გადაწყვეტილი იყო და (იბერიელების) "წაქცეულის წიხლის ჩარტყმას მოვერიდეთ"-ესპანეთმა ამის წინა შეხვედრა რუსეთს სტუმრად დიდი ანგარიშით მოუგო,მადრიდში ჩვენთან შეხვედრაზე კი სტადიონზე საკმაოდ მაყურებელი მოვიდა მასპინძელი გუნდის მხარდასაჭერათ.ამიტომ,ზუსტად რომ ამიტომ...
....
10 თებერვალი 2020 03:02
9
ამათთან 60:0 გვაქვს მოგებული.მაშინ არ იყვნენ წაქცეულები თუ ამათზე ცუდი ბიჭები თამაშობდნენ მაშინ?
სოსო
10 თებერვალი 2020 11:27
2
წაქცეული? აბა თავიდან გეკითხათ ვინ იყო წაქცეული? გუნდი ქვეყნის ნატურალიზებული მოთამაშეებით გააძლიერეს და მოგებას გეგმავდნენ. მეორეც, თუ იბერიულ კავშირზე ვლაპარაკობთ, მიგვეცა ბარემ თამაში და გაეხარათ ,,მონათესავეებს,, გამარჯვებულის ტიტულით.
????
10 თებერვალი 2020 13:00
3
ყველა გამოხმაურება
ბოდიში ბატონო ბოდიში.რუსებს მთლად არ ჩაუ...ათ.)
....
09 თებერვალი 2020 19:26
1
გილოცავთ გამარჯვებას!!! მთავარი ის არის, რომ თაობათა ცვლის რთული პროცესი გუნდში წარმატებით დაიწყო... იმედია, წარმატებითვე დამთავრდება. 6 ერამდე კი, მსოფლიო თასის საგზურია მოსაპოვებელი.
tngh
10 თებერვალი 2020 12:20
0
რაგბის პროფესორებო.ეაპანეთთან მატჩის ბოლო წუთზე მათ მიერ დადებულ ლელოებზე (არაერთხელ,როგორც ამ თამაშში ასევე თბილისშიც) რას იტყვით?ზუსტად ეს არის იმის მანიშნებელი,რომ მათთან კარგი ურთიერთობა გვაქვს!
....
10 თებერვალი 2020 19:57
4
ალბათ იტყვით-ჰოლანდიასთან ხომ გვაქვს ერთხელ წაგებული დიდი ანგარიშით,მაგრამ წაგებამდეც და შემდეგაც სულ დიდი ანგარიშით ვუგებთო. :) კაი ქვეყანაა ჰოლანდია...
....
11 თებერვალი 2020 06:12
0
ვინმე რაგბის მცოდნემ-ერთი აუხსენით ამ ხალხს,რომ რაგბის სპორტულ სხეობაში მეორე ეშელონის ქვეყნის ეროვნულ ნაკრებ გუნდებს შორის მატჩში 60-0 ზე ერთერთი გუნდის მოგების შემდეგ(ან ადრე),რომ ამ მატჩის მოგებული იგივე ნაკრებთან წააგებს-სრული აბსურდია!
....
11 თებერვალი 2020 03:43
0
ერთი რამ ზუსტად ვიცი, რაგბში ბოლო 20 წუთს ვინც იგებს, ის იგებს თამაშს, ასეთი მეორე ტაიმი არ მომეწონა, მეგონა ბოლოს მოვუღებდით და გადავთელავდით ესპანეთს, როგორც რუმინეთი გადავთელეთ?! გამარჯვებას გილოცავთ ყველას, მაგრამ?....
ბმბ
10 თებერვალი 2020 14:23
2
ხოდა არ იცი ჩემო კარგო სწორად რაგბი, მაგის დასამტკიცებლად გაიხსენე ჩვენი და უელსის თამაში, პირველ 20 წუთში რო დაგვამხვეს თავზე ბურთი და ბოლოს ჩვენ ვუტევდით, მაგრამ უკვე ძალიან გვიან იყო. მეორე ტაიმი არც მე მომეწონა მაგრამ პირველივე ტაიმში რო მოიგებ თამაშს, მანდ კლასობრივი განსხვავებაა და არა იღბალი
BMB-s
10 თებერვალი 2020 20:47
1
წავიდა ბაქი ბუქი მეორე ნახევარი უშანსოდ წავაგეთ ცუდი ნიშანია....
კარტერი
10 თებერვალი 2020 13:39
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული