ბელგიელთა მწვრთნელი: "ბორჯღალოსნები" 6 ერში თამაშს იმსახურებს, იმედია, აღარ შეგვხდებით

AutoSharing Option
რაგბი ევროპის ჩემპიონატის მესამე ტურში "ბორჯღალოსნებთან" 6:78 დამარცხების შემდეგ კომენტარი ბელგიელთა მწვრთნელმა გიომ აჟაკიმმა გააკეთა:

"დიდი მადლობა ყველას დღევანდელი მატჩისთვის. ადრეც აღვნიშნე და გავიმეორებ, ჩვენი მიზანი იყო, მომდევნო შეხვედრებისთვის მოვმზადებულიყავით. დიდი სხვაობით წავაგეთ, მაგრამ ვეთამაშეთ რაგბი ევროპის ჩემპიონატის უძლიერეს გუნდს. მიმაჩნია, რომ ეს შეხვედრა გამოგვადგება მიზნის მისაღწევად, რაც ლიგაში დარჩენაა.

ჩვენი და საქართველოს შორის ისეთი სხვაობაა, რომ ფაქტობრივად სხვადასხვა დივიზიონში ვთამაშობთ. თქვენ გყავთ პროფესიონალი მორაგბეები, რომლებიც კვირაში 7 დღე ვარჯიშობენ, მსოფლიო თასის არაერთი მონაწილეა, ჩვენ კი ფაქტობრივად მოყვარულები ვართ. დღეს
ყველამ ბოლომდე იბრძოლა, მაგრამ საქართველოსთან ეს საკმარისი არაა. ვიმედოვნებ, რომ საქართველოს ამ დივიზიონში აღარ მოუწევს თამაში და მალე იქნება ექვს ერში, იმ დივიზიონში, სადაც თამაშს იმსახურებს".

მომზადებულია rugby.ge-ის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 7 /
ხალხო სხვა თამაშებიც გააშუქეთ, რა გჭირთ?!
შეიძლება ნაკრები ტურნირში ღებულობდეს მონაწილეობას და #1 სპორტული საიტი მას არ აშუქებდეს?! სატურნირო მდგომარეობაზე, ანგარიშებზე და ა.შ. უნდა იმარჩიელო ფაქტურად!!! თან ჩვენი თამაში და #1 სახეობააო!
სერგი
11:01 23-02-2020
1
ძვირფასო ჟურნალისტებო!!! მოგმართავთ თხოვნით-გააშუქეთ ნორმალურად ყველა მატჩები,ისე როგორც საჭიროა და არა ისე როგორც თქვენ აშუქებთ,21-ე საუკუნეში კაცს რომ 90-იანი წლების გაზეთი "სარბიელი" მოგენატრება...ან რა გახდა ამ ცხრილის დადება?! თუ მარტო დაკოპირება იცით თქვე კაი ხალხო???იმედია დამიბეჭდავთ
ბათუმის ფანი
12:16 23-02-2020
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული