საქართველოსა და რუსეთს შორის გასამართი მატჩის დრო შეიცვალა - მიზეზი განათების სისტემის გაუმართაობაა

AutoSharing Option
რაგბი ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის ფინალურ ტურში "ბორჯღალოსნები" რუსეთის ნაკრებს "მესხის სტადიონზე" ერკინება. დაანონსებული 18 საათის ნაცვლად, მატჩი 16 საათზე დაიწყება.

მატჩის დაწყების დროის ცვლილება გამოიწვია "მესხის სტადიონის" (რომელსაც სპეციალურად ამ მატჩისთვის იჯარით იღებს საქართველოს რაგბის კავშირი) განათების სისტემის ტექნიკურმა გაუმართაობამ. "მესხის სტადიონის" ადმინისტრაცია ვერ იძლევა გარანტიას, რომ მატჩის მსვლელობისას სტადიონის განათება არ გამოვა მწყობრიდან!

შეგახსენებთ, რომ ამ ეტაპზე მატჩის ბილეთები იყიდება ონლაინრეჟიმში გვერდზე: www.TKT.ge/Rugby

"მესხის სტადიონის" სალაროებში ბილეთები გაიყიდება 9 მარტიდან.

მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 14 /
გაუმართავი კი არაა , საღამოს დენის ხარჯის გაღება არ გინდათ ...
გიორგი
27 თებერვალი 2020 20:22
3
მალადეც თვენ! ეს პრობლემა თუ გააჩნია მესხის სტადიონს ზოგადად, რას ელოდებით, რას დოყლაპიობთ და რას უყურებთ??? მიხედეთ დაგაარედმონტეთ კაპიტალურად ან საერთოთ შეცვალეთ ეს განათება!!! პ.ს. ერთხელ რომ გვაწვნიეთ სირცხვილი საქართველო-რუსეთის საფეხბურთო მატჩის დროს გენერატორი რომ აფეთქდა, ღმერთი არ გაგიწყრეთ და იგივე არ მოგივიდეთ სასირცხვილოდ!!!
saqartvelos rigiti moqalaqe
27 თებერვალი 2020 18:01
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული