ლევან მაისაშვილი: შეცდომები დავუშვით, რის გამოც პირველ ტაიმში წნეხში მოვექეცით

AutoSharing Option
"ბორჯღალოსნებმა" 2020 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის ბოლოსწინა ტურში, პარიზში, "სტად ჟან ბუენზე" პორტუგალია 39:24 დაამარცხა და ტურნირის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე, ჩემპიონის ტიტული მე-12-ედ მოიპოვა. ნამატჩევს კომენტარი საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა გააკეთა.

"პორტუგალია არის გუნდი, რომელსაც ძალიან კარგად ვიცნობთ. ისინი მებრძოლები არიან, გულით თამაშობენ, რაც დღეს მოედანზე კიდევ ერთხელ დამტკიცდა. შეცდომები დავუშვით, რის გამოც პირველ ტაიმში წნეხში მოვექეცით. მეორე ტაიმში გუნდის ლიდერებმა თავისი თამაში იპოვნეს და კარგი პერფორმანსი შემოგვთავაზეს, რაც ანგარიშშიც აისახა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ყველა გუნდი, ვისაც ამ
ტურნირში ვეთამაშებით, იყოს ძლიერი, რადგან მხოლოდ ძლიერებთან ხშირი თამაშითაა შესაძლებელი განვითარება და წინსვლა".

მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 8 /
დაცვას მიხედე,ხვედელიძე დაცვას.)
....
08 მარტი 2020 20:27
0
პერფორმანსი ამოიღეთ ლექსიკონიდან. და მერე შეტრიალებული ბურთით დაცვაზე იმუშავეთ. მერამდენჯერ გვიჭრიან ხაზს შეტრიალებული ბურთით? ადრე ჯვარედინი ერქვა. და ახალგაზრდებს კიდევ უფრო მეტი შანსი უნდა მიეცეთ რადგან სწორ რაგბს თამაშობენ და მომავალი მათია და არა 35 წლის მოთამაშეებისათვის, განსაკუთრებით უკანა ხაზში.
niko
08 მარტი 2020 18:49
0
ალბათ უფრო კონცენტრაციის პრობლემა იყო... ბელგიას ისე ადვილად მოუგეს და ამ თამაშის დასაწყისშიც ისე ჩანდა რომ ყველამ ჩათვალა ადვილი თამაში იქნებოდა... და მეორე ნაახევარში აშკარად მოუმატეს ბიჭებმა.
ბექა
08 მარტი 2020 09:36
9
მწვრთნელების ჭიდილში პორტუგალიამ გვაჯობა. შთაბეჭდილება დამრჩა მეტოქის თამაში (სათითაოდ მოთამაშეები) სათანადოდ არ იყო გაანალიზებული.
r
08 მარტი 2020 07:31
4
"მეორე ტაიმში გუნდის ლიდერებმა თავისი თამაში იპოვნეს" კი არა იმათ დაკარგეს თავიანთი თამაში, ჩვენთან შედარებით აშკარად დაიღალნენ და ეგ არის (ბევრი ფილოსოფიის გარეშე).

პატივისცემით.

იდალგო
08 მარტი 2020 01:11
3
სწორედ ეგ მიკვირს - გუნდი, რომელსაც Ძალიან კარგად ვიცნობთ, წნეხში როგორ გვაქცევს? არ ვუკარგავ დამსახურებას, მაგრამ მეორე წელია რაც ამ ტურნირს დაუბრუნდა და ჩვენც ნახევარზე მეტი გამოცდილი მოთამაშეები გვყავდა , ასე მარტივად ბურთს გაგვიჭირდეს, არ ვიცი
????
08 მარტი 2020 01:08
5
მითუმეტს, თუ წელს დაბრუნდა! გუნდს, რომელიც ტოპ ნაკრებთან Თანაბრად Თამაშზე აცხადებს პრეტენზიას, ასეთი Შეცდომები არ უნდა მოსდიოდეს პორტუგალიასთან, რომელიც ახალს არც არაფერს გვთავაზობს. ის, რომ 3-4 წელი არ გვითამაშია, ვერაფერი მიზეზია.
????
08 მარტი 2020 09:47
2
პირველი წელია პორტუგალია რაც დაბრუნდა ამ ტურნირში და არა მეორე. შარშან გერმანია იყო და გავარდა. ესე 3-4 წელია არ გვითამაშია მათთან
726
08 მარტი 2020 01:28
5
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული