რუსი მორაგბე: ბოლოს და ბოლოს საქართველოს ნაკრები უნდა დავამარცხოთ - ეს შეგვიძლია

AutoSharing Option
"ბორჯღალოსნებთან" მატჩის წინ რუსეთის ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა რამილ გაისინმა ხმამაღალი განცხადება გააკეთა.

"საქართველო საკმაოდ სერიოზული მოწინააღმდეგეა. მასზე ბევრი ლაპარაკი საჭირო არ არის, ჩვენ ყველაფერი გვესმის. რაც ვთამაშობ, არასოდეს არ დაგვიმარცხებია. უნდა განვეწყოთ და ისტორია შევქმნათ, ბოლოს და ბოლოს დავამარცხოთ, ახლა ჩვენ საკმაოდ ძლიერი გუნდი გვყავს.

დიახ, ბევრი ტრავმირებული გვყავს, მაგრამ ჩვენს გუნდში არაერთი პროგრესირებადი ახალგაზრდაა. გუნდის ბირთვი უკვე ჩამოყალიბდა. კარგ რაგბის ვთამაშობთ. ვფიქრობ, საქართველოს ნაკრების ძლევა შეგვიძლია. ყველაფერი ჩვენს განწყობაზეა დამოკიდებული", - ციტირებს გაისინს საინფორმაციო სააგენტო ТАСС-ი.

საქართველოსა და რუსეთის
ნაკრებების მატჩი 14 მარტს თბილისის მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება.

მკითხველის კომენტარები / 28 /
საშინელი "ნაროდია" ეს რუსები, მსოფლიო ჩემპიონატზეც უკანა კარიდან შეძვრნენ სხვების დაბეზზღების და ინტრიგანობის მეშვეობით. იმედია მსოფლიოზე მეტი აღარ მიხილავთ ამ უნიჭო არარაგბისტურ ქვეყანას.
გიორგი
19:54 24-04-2020
0
где возможно, как возможно, надо давить наглых русских. по всему миру, всем надоел этот бесшабашный и наглый народ. Рамил Гаисин просто дурак и ХХХ
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული